კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ის ურჩევნია მამულსა“

ანუ რა თავში იხლიდა პოსტრევოლუციური ჩინოვნიკი IQ-ს

მართალია, კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ, პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის საჩინოვნიკო კორპუსი მაინცდამაინც ვერც დიდი გამჭრიახობით გამოირჩეოდა და, ტვინი არათუ ყურებიდან გადმოსდიოდათ, სადაც საჭიროა, იქაც კი დეფიციტში ჰქონდათ.
ასე იყო თუ ისე, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ჩვენს ყავლ და ვადაგასულ მთავრობას ახალი დადგენილება გამოუცია (საკუთარ თავზე გამოცდას რაღას მოასწრებენ!), რის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ (აქვე გეტყვით, რომ აქამომდე, ანუ პოსტრევოლუციური და გამორეფორმირებული საქართველოს „კანონში საჯარო სამსახურის შესახებ“ მსგავსი მოთხოვნები არ არსებულა).
ამიერიდან კი, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის ხელმოწერა ამშვენებს დადგენილებას, რომელშიც ვკითხულობთ: „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს  მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია; „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“; „საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, II, III და IV თავები); „საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის ¹406 ბრძანებულება.“
ოპონენტები ამბობენ, ამ საკანონმდებლო ბარიერებს ნახელისუფლარი „ნაცმოძრაობა“ განზრახ უქმნის „ოცნების“ ხელისუფლებასო, თუმცა, თუ ჩვენი აქამომდელი ჩინოვნიკების გამომეტყველებებს გავიხსენებთ და იმასაც დავამატებთ, რომ კომპეტენტურობა აკეთილშობილებს, ვფიქრობ, ვიმსახურებთ მცოდნე, კონკურენტუნარიანი და კანონების მცოდნე სახელმწიფო მოხელეებს. ასე რომ, მით უკეთესი ჩვენთვის, რაც მეტის ცოდნას  აიძულებენ ძველები ახლებს, ვინაიდან, ბოლო რვა წელიც ადასტურებს, რომ უცოდინრობა კუნაპეტი სიბნელეა, იმ სიბნელეში კი ისეთი რამერუმეებიც ხდება, რიონი ვერ გარეცხავს!

скачать dle 11.3