კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მუნჯი“ სხდომა

„დაიგვიანეს, აღარა ჩანან“

მართალია, მოქმედი პრემიერ-მინისტრი თვალად აღარ გვენახვება, მაგრამ, ისიცაა, მაინცდამაინც, მთავრობის არც დანარჩენი წევრები გვეჩხირებიან თვალებში. იმასაც ამატებენ, რომ მათმა ნაწილმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დარჩნენ და, უფრო მეტიც, მთავრობის სხდომაც კი ჩაატარეს.
 რაკი მთავრობის ვებ-გვერდზე სხდომის მუნჯური ვერსია გავრცელდა (უხმო კადრებს შეგვახედეს), ისღა დაგვრჩენია, თავი მთავრობის ვებ-გვერდზევე გამოქვეყნებული ტექსტით გავიმხნევოთ. კერძოდ, ვკითხულობთ, რომ „პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.“
სხდომა კი, მუნჯი სხდომის ტექსტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა,“ რომლის მთავარი თემაც „არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება იყო“. პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრებისთვის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება უთხოვია (ბუნებრივია, ახალი მთავრობის ფორმირებამდე). ამ თხოვნის მიზეზი კი მეტად კეთილშობილურია: „რათა გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და დამტკიცება, უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა განაგრძოს საკუთარი ფუნქციების შესრულება“.
მე არ ვიცი, რამდენად ეფექტიანად განაგრძობენ სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარი ფუნქციების შესრულებას; ბუნებრივია, არც ის, თუ რატომ უნდა სჭირდებოდეთ მინისტრებს თხოვნა, რომ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, რადგან, 2011 წელს, როდესაც ქართველი პენსიონერი წლიურად 1 000 ლარსაც კი ვერ იღებდა, მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ვარძელაშვილის წლიური საბიუჯეტო შემოსავალი 85 000 ლარი იყო.

скачать dle 11.3