კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრონი მეფობენ და არა – ფასები

ანუ, „ამას გვიმალავდით“?!

მართალია, ნავთობპროდუქტების მომხმარებლები მრავალი წელია, ვგმინავთ, ვინაიდან, საწვავის ფასი ამ ჩვენს ქვეყანაში არაადეკვატურია, მაგრამ, ერთი მხრივ, ნავთობიმპორტიორები გვამუნათებდნენ (ნავთობიმპორტიორთა კავშირიც ეშველებოდა), ძვირად გვაქვს ნაყიდიო; მეორე მხრივ კი, ხელისუფლება გვიწუნებდა ინფორმირებულობის დონეს და გვარწმუნებდა, რომ ყველა ბიზნესი მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედებს დემოკრატიის შუქურაშიო (საწვავი ძვირად ღირებული სიამოვნებააო). თუმცა, რაკი დრონი მეფობენ და არა – ფასები, მას შემდეგ, რაც „ბეზ პიატი მინუტ“ პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა და აუწყა, მონოპოლიები უნდა გაუქმდესო (რაც თითქმის ასე ჟღერდა: კართაგენი უნდა დაინგრეს!), ზედაც, დაუყვავა, თავად გააიაფეთ, რისი საშუალებაც გექნებათო, ჩვენებურმა მენავთობეებმა სულ ერთიმეორის მიყოლებით გვაუწყეს, რომ 20-30 თეთრით საწვავის გაიაფებას, აბა, რა დიდი მეცადინეობა უნდაო (ოღონდ, ისიცაა, თუ რა უნდოდა, აქამდე ბლის ტოტიდან ტყემლის კურკებს რად გვესროდნენ).
გვესროდნენ თუ გვაცილებდნენ, პროცესს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. ბ-ნმა მთვრალაშვილმა თავისი განცხადება ძველი მოტივებით დაიწყო: საქართველოში საწვავის ფასი ნავთობის საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებულიო (არადა, ბატონებო, საქართველოში ისეთი ხარისხის საწვავი იყიდება, ევროპაში ცხვირსაც რომ არ აყოფინებენ), თუმცა, დაამატა, რომ სახელმწიფოს ფასის რეგულირების კუთხით გარკვეული ბერკეტი გააჩნიაო. არცთუ რთული სათქმელია, რატომ არ იყენებდა ამ ბერკეტს ადრე სახელმწიფო, მაგრამ, ჩვენ საწვავის გაიაფების პერსპექტივით მოგვრილი სიხარული არ გავიცუდოთ, მით უფრო, რომ გამძვირებლებს უჩვენოდაც მოუვლიან…

скачать dle 11.3