კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მალავს პირად ცხოვრებას დათო კალანდაძე და რა აკავშირებს მას უმშვენიერეს ოქსანა ბოიკოსთან

მომღერალი დათო კალანდაძე წლებია მოსკოვში ცხოვრობს. ორი წლის წინ ჩვენმა რესპონდენტმა რუსულ შოუ-ბიზნესში მოსინჯა ძალები და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. დღეს ის საკმაოდ პოპულარული მომღერალია და მისი სიმღერები ჰიტ-ათეულების ლიდერ პოზიციებზეა გამყარებული. დათო სამშობლოში ამჯერად იმ ადამიანთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიულ წარმატებაში – დათოს პროდიუსერი, ოქსანა ბოიკო ძალ-ღონეს არ იშურებს მომღერლის წარმატებული კარიერისთვის.

– საქართველოში შენი სტუმრობა საქმიან ვიზიტს უკავშირდება თუ ოჯახის წევრების მონახულებას?
დათო: მინდოდა, ჩემს პროდიუსერს საქართველო ენახა და მასთან ერთად ჩამოვედი. სვანეთი ვაჩვენე, მყავდა ბათუმშიც. ოქსანას ისე მოეწონა საქართველო, შოკშია. მართალია, გასულ წელსაც იყო ჩამოსული, მაგრამ, მაშინ მხოლოდ სამი დღით ვიყავით და ამიტომ ბევრი ვერაფრის დათვალიერება ვერ მოვასწარით. ამჯერად ორი კვირით ჩამოვედით და, მინდა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ვანახო. აქედან სოჭში წავალთ და მერე დავბრუნდებით მოსკოვში. პრობლემა ისაა, რომ ოქსანას ფრენის შიში აქვს, რის გამოც გადაადგილებას თვითმფრინავით ვერ ახერხებს. ასე რომ, ძალიან ბევრს დავდივართ სახმელეთო ტრანსპორტით. ასეთ მგზავრობას ისე შევეჩვიე, მგონი, თვითმფრინავში ჩაჯდომის უკვე მეც მეშინია. სულ შიში მაქვს, რომ გავფრინდე, რამე არ მოხდეს.
– შენი პროდიუსერი ჩვენს ინტერვიუსაც ესწრება, ანუ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დათო კალანდაძე შოუ-ბიზნესში წარმატებული მომღერალი იყოს.
– როგორც ძალიან ზარმაცი ადამიანი, რომ არა ოქსანა, არაფერს არ გავაკეთებდი. როცა ის ჩემით დაინტერესდა, მითხრა, გეყოფა ზარმაცობა, უკვე დროა, საქმეს სერიოზულად მოჰკიდო ხელიო. იმის შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, ოქსანა დღესაც ჩემი პროდიუსერია და მართლა ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოახერხა ჩემი კარიერისთვის. ორ წელიწადში საკმაოდ ბევრი სიმღერა ჩავწერე და რამდენიმე კლიპიც გადავიღეთ. ამჟამად კი ნომინირებული ვარ „რუსტევეზე,” სიმღერით – „ტი ბოლშე ნე მოია.”
– გამოდის, რომ თქვენი ტანდემი შედგა.
– კი, ნამდვილად ასეა, რისთვისაც დიდი მადლობა ოქსანას.
– დამჯერი ხარ?
– ამის პასუხს ოქსანა უფრო ზუსტად გაგცემს.
ოქსანა ბოიკო: ადრე ძალიან ზარმაცობდა და მის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა.
დათო: ერთხელ მითხრა, შენი სიამაყის გატეხას ვერ შევძლებ. რა ვქნა, ისევ მე ვიწვალებ შენი წარმატებისთვისო. მათამამებს. არიან პროდიუსერები, რომლებსაც იმდენი მომღერალი ჰყავთ აყვანილი, მათი სახელი და გვარიც კი აღარ ახსოვთ. ოქსანას კი მხოლოდ მე ვყავარ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა მომღერლებისგან – უნდოდათ, ოქსანა გამხდარიყო მათი პროდიუსერი, მაგრამ, ყველას უარი უთხრა.
– როგორც პროდიუსერი, ოქსანა საკმაოდ პოპულარული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დებიუტანტი იყო, ფაქტია, კარგად გაართვა თავი.
– შოუ-ბიზნესი არა მხოლოდ მისთვის, არამედ, ჩემთვისაც დებიუტია. კარგია, რომ ჩვენი ტანდემი წარმატებული გამოდგა და ერთმანეთს კარგად გავუგეთ.
– დათო, როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული შოუ-ბიზნესში და ყოველთვის ბევრი სიახლით გამოირჩევი.
– რა თქმა უნდა, თუ ბევრი ფული არ გაქვს, აქტიური უნდა იყო – სხვანაირად არ გამოდის. თუ დიდი ფულის პატრონი ხარ, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ერთ დღესაც, ვარსკვლავად გაიღვიძო. თუ არ ვიმუშავე, ისე არაფერი გამოვა. ეს გზა მაქვს ამორჩეული, რადგან მუშაობის პროცესი ძალიან მიყვარს. აბა, იმას რა გემო აქვს, ერთ დღეში ვარსკვლავი რომ გახდე?! ისე, ყველას ჰგონია, რომ ვარსკვლავები პოპულარობით სარგებლობენ და ამით ძალიან ბედნიერები არიან. მეც ასე მეგონა ბავშვობაში. რეალურად, უფრო სხვა გრძნობაა, სულ სხვანაირი ცხოვრება გაქვს. ჩემი აზრით, არ უნდა შურდეს ხალხს ვარსკვლავის, რადგან, ეს ნამდვილად არ არის ფუფუნება. თან ეს ამდენი გასტროლები – სულ გზაში ხარ.
– რა აზრის ხარ კომერციულ მუსიკაზე?
– მე იმ ასაკში ვარ, კომერციულ მუსიკას ნამდვილად არ ვაღიარებ, უბრალოდ,  რაც მინდა, იმას ვმღერი.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– პირველი ალბომი უკვე გამოვუშვი უკრაინაში და უკვე ყველა გაყიდულია. მართალია, დღეს ალბომები ძალიან რთულად იყიდება, ინტერნეტის გამო, მაგრამ, ჩვენ იმდენად კარგი ალბომი გავაკეთეთ, რომ ყველა გაიყიდა. რუსეთში გადავიღეთ კიდევ ერთი კლიპი, რომელიც სულ პირველ ადგილზე იყო. გიგა კვენეტაძის სიმღერას – „როგორ მინდა მოგეფერო,” ტექსტი რუსულ ენაზე დავუწერე და მსმენელში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოში ქართული შესრულებით ჩამოვიტანე, ახალი არანჟირებით და, იმედია, მსმენელს მოეწონება.
– ოქსანა, დათოზე რას გვეტყვით?
ოქსანა: რადგან დათოს პროდიუსერობა გადავწყვიტე, ესე იგი, დარწმუნებულიც ვიყავი იმაში, რომ ის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და კარგი მომღერალია. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ დათოსნაირი მომღერალი ბევრი ნამდვილად არ არის. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, ჩემი აზრით, დათოს ფილიპ კირკოროვზე მაგარი ხმაც კი აქვს. დათოში დარწმუნებული რომ არ ვიყო, მასზე პასუხისმგებლობას არც ავიღებდი.
– საქართველო მოგეწონათ?
– პირველად რომ ვიყავი ჩამოსული, ცოტა დრო გვქონდა და ბევრი ვერაფერი ვნახე. საქართველოში ყველაფერი სხვანაირია, საოცრად თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს. ძალიან საინტერესოა ქართველებთან ურთიერთობა. მე ვფიქრობ, აქ ბოლოჯერ არ ვარ და კიდევ არაერთხელ გესტუმრებით. ძალიან მომწონს ქართული კულტურა, სამზარეულო და, საერთოდ, ყველაფერი. მახსოვს გასულ წელს რომ ვიყავით ჩამოსულები, მთაში ავედით. ერთ-ერთი სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა, რომელსაც ვთხოვე, რძე გამოეტანა ჩვენთვის. ფულის გადახდა რომ დავაპირე, გაეღიმა – რას ბრძანებთ, ამაში ფულს როგორ გამოგართმევთ, თუ გსურთ, კიდევ დაგალევინებთო. ძალიან გამიკვირდა, რადგან, ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. ძალიან კეთილი გულით მიგვიღო ყველამ. ქართული სამზარეულო ისე მომეწონა, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. რაც ჩამოვედი, ორ კვირაში ერთი ზომით დიდი ტანსაცმელი მჭირდება.  მოსკოვში რომ ჩავალ, ალბათ, ერთი თვე ვეღარ შევჭამ საჭმელს. ისე შემიყვარდა საქართველო, მგონი, ჩემში არის რაღაც ქართული.
– დათო, როგორც ვიცი, თაყვანისმცემლების დიდი არმია გყავს და მათი რიცხვი დღითი დღე მატულობს.
დათო: თაყვანისმცემლები მართლაც მომიმრავლდნენ. თან, ხომ იცი, ქართველი მამაკაცები რა პოპულარობით ვსარგებლობთ, მაგალითად, ძმები მელაძეები, ირაკლი, დათო ხუჯაძე და ასე შემდეგ. თან, მოგეხსენება, შოუ-ბიზნესი „ცისფერებით“ არის გავსებული, ქართველები კი მამაკაცურები ვართ. თაყვანისმცემლები მართლა ბევრი მყავს, რომლებსაც ჩემი სიმღერების მელოდიურობა მოსწონთ. ისე, რაც რუსეთში სიმღერები გაჰიტებულა, ძირითადად ქართველების დაწერილია.
– პირად ცხოვრებას რაც შეეხება, რამე სიახლე ხომ არ გაქვს?
– პირადში სიახლე არ მაქვს, ცოლი ჯერ არ მომიყვანია. ჯერ ისედაც ვწელავდი ამ საკითხს, ახლა კი შოუ-ბიზნესში ვარ და იმდენი საქმე მაქვს, სად მცალია ამისთვის.
– შეყვარებული ხარ?
– ამაზე ვერ გიპასუხებთ. ეს ინფორმაცია პირადად მე მეხება და, არ მინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. იმის უფლება ხომ მაქვს, რომ რაღაც პატარა მქონდეს გულში?!
– ერთ-ერთ კლიპში ოქსანა გყავს გადაღებული.
– ოქსანაზე კარგი და ლამაზი ვინ უნდა გადამეღო კლიპში? ჩვენ ორივემ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ძალიან დიდი პლუსია, როცა შერწყმულები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის. ხშირად ისიც უთქვამთ, რომ ერთმანეთთან რაღაც უფრო მეტი გვაკავშირებს, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ასე შემდეგ.
– შენი რეაქცია როგორია ამ ყველაფერზე?
– რაც უნდათ, ის იფიქრონ...

скачать dle 11.3