კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დარჩა ნანო ღვინიანიძეს ხელის მოსაკიდებელი ადგილი და რას აგროვებს ლენკა ზვიადაძე საბანკო ანგარიშზე

ლენკა ზვიადაძე და ნანო ღვინიანიძე, რომლებიც „ვერის უბნის მელოდიების” ყველაზე პატარა პერსონაჟებს, თამროსა და მაროს განასახიერებენ, რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ჭიკჭიკა და ხალისიანი გოგონები არიან. ცნობილ სპექტაკლში მოხვედრამდე, ორივე პროექტ „ანა-ბანას” მონაწილეები იყვნენ, სიმღერა და ცეკვა მართლაც კარგად გამოსდით, ოღონდ, ის ვერ „გაარკვიეს”, რატომ არ აცვიათ, ცნობილი ფილმის პერსონაჟების მსგავსად დაკონკილი სამოსი. რა აღმოაჩინეს  დიდ სცენაზე ახალბედა ვარსკვლავებმა და რისგან იფარავენ ისინი ერთმანეთს  კადრს მიღმა, ამაზე   ჩვენი რესპონდენტები ლენკა ზვიადაძე და ნანო ღვინიანიძე  თავად მოგვიყვებიან.

  – გოგონებო, როგორ მოხვდით ამ პროექტში?
ლენკა: ძალიან პატარა ვიყავი, როცა მუსიკაზე შემიყვანეს. ჩემს ოჯახში არავინ მღეროდა, მარტო მე და ჩემს კატას აღმოგვაჩნდა სიმღერის ნიჭი. თავიდან   თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში დავდიოდი, ახლა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობ. სანამ ამ პროექტში მოვხვდებოდი, მონაწილეობა მივიღე  „ნიჭიერში”. ჩემი მშობლები ძალიან ყოყმანობდნენ – არ იცოდნენ, თუ  როგორ გავუძლებდი ამდენ დატვირთვას. იმდენი საქმე მქონდა, სკოლა, მუსიკა, ფიქრობდნენ, რომ „ნიჭიერისთვის”   დრო აღარ დამრჩებოდა. ბოლოს, როგორც იქნა გადაწყვიტეს და მიმიყვანეს. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. „ნიჭიერმა” იმდენი წარმატება მომიტანა, ეს რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, „ვერის უბნის  მელოდიებში” ვერც კი მოვხვედრილიყავი. „ნიჭიერში” ისეთი სიმკაცრე იყო, არ მიშვებდნენ, რომ სპექტაკლის ქასთინგზე წავსულიყავი. იმდენი ტყუილი დაგვჭირდა, იქიდან რომ გამოვპარულიყავი – ჯერ  სკოლას დავაბრალეთ, მერე,  ვითომ, საჭმელად მივდიოდი (იცინის).
ნანო: მე კი, სანამ „ვერის უბნის მელოდიებში” ამიყვანდნენ „ანა-ბანაში“ ვიყავი და ლენკა მაშინ გავიცანი. „ანა-ბანაში“ შემთხვევით მივედი „ანა-ბანას“ ქასთინგზე მარინა ბერიძემ შვიდი სიმღერა მამღერა, სანამ მიმიღებდა. მე ქუთაისში ვცხოვრობ. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სპექტაკლის ქასთინგი იყო. თურმე, იმ პერიოდში ყივანახველა ბატონები მქონია. დედიკო მსაყვედურობდა, ხომ იცოდი, რომ ქასთინგზე იყავი დაბარებული და რატომ გაცივდიო. ყივანახველა ბატონების გაბრაზება არ შეიძლება, ამიტომაც, უარესი დამემართა და  ძლივს ვიმღერე, მერე ჩემმა „ავჩარკამ“ გამფხაჭნა და მთლად დავზარალდი (იცინის).      
ლენკა: მე ძალიან ჯიუტი ვარ და, ალბათ, ამიტომაც მომცეს  თამროს როლი, ნანო უფრო დინჯია.  უკვე სამი თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ, ეს უკვე  ჩვენი სამსახურია. სანამ პროექტში ამიყვანდნენ,  „ვერის უბნის მელოდიებს“ ვუყურე. ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მერე  უფრო სხვა თვალით ვუყურებდი, ჩემს პერსონაჟს ვაკვირდებოდი. აღმოვაჩინე, რომ რაღაცით ვგავდით მე და  მაია კანკავა ერთმანეთს, მაგრამ, ის  ჩემზე კარგად თამაშობს თამროს როლს.
 – სამაგიეროდ, შენ  უფრო ლამაზი ტანსაცმელი გაცვია.
 – ჰოო, მე და ნანო არ ვართ ისე ღარიბები. კოსტიუმებს რომ შევხედეთ მე და ნანომ, ვერ მივხვდით, მდიდრები ვიყავით თუ ღარიბები, ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რაც ყოველდღე გვაცვია, გვეგონა, „ტანც-კლასის“ ფორმები იყო (იცინის).
ნანო: ნოდიკო გვეხუმრებოდა, რომ გამაბრაზებთ, ასეთი მამა გავხდები და მეც ასეთ ღარიბულ ტანსაცმელს ჩაგაცმევთო. თვითონ იმდენი  აცვია, იმდენი (იცინის)... ყველაზე მეტად სპექტაკლში „სქოლიოზის სცენა“ მომწონს, ნოდიკო რომ მეუბნება: მარო, შენ სახლში რა გინდა, გევორქასთან არ უნდა იყოო? მე ვპასუხობ: შეშის ზიდვა არ შეიძლება სქოლიოზი გამიჩნდა-მეთქი, მერე ლენკაც ამყვება. ასე გაგვიჩინა ნოდიკო მამიკომ სქოლიოზი (იცინის).
ლენკა: ორივეს სამი წყვილი დედ-მამა გვყავს: ნამდვილი, სპექტაკლის და ერთმანეთის.
ნანო: ბათუმის პრემიერის შემდეგ, მამაჩემი მოვიდა  და მითხრა:  ნამდვილი მამა გილოცავთ წარმატებულ პრემიერასო. 
– გოგონებო,  „სამსახურში” ხელფასს იღებთ?
ლენკა: დიდი ხანია, რაც მე ჩემი ფული მაქვს: ადრე ჰონორარებს ვიღებდი, ახლა ხელფასს ვიღებ, მაგრამ, ფული არ მაინტერესებს. საბანკო ანგარიშზე მიგროვებენ, რომ მომავალში გამომადგეს.   
 – „დები” ეხმარებით სცენაზე ერთმანეთს?
– დიახ, დებს ერთმანეთის ხომ უნდა გვესმოდეს?! კულისებში სულ ვეუბნებით ერთმანეთს, რომ, თუ ერთ-ერთს რამე შეგვეშალა, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ერთხელ, ჩვენი კაბები, აერიათ და ნანოს ჩემი კაბა არ ჩაეტია, მე – ამისი, ლამის ტირილით გამოვედით სცენაზე, ძლივს მოვასწარით გამოცვლა, კაბა ნახევრად გახსნილი მქონდა.  
ნანო: ბათუმში ერთ სპექტაკლზე  ლენკას მიკროფონი ჩამოუვარდა, მივხვდი, რომ ხელით ეჭირა მიკროფონი, კაბა ისე აეწია, ფეხი სულ უჩანდა, მაგრამ, ზედმეტად რომ განძრეულიყო, მიკროფონი სულ ქვემოთ ჩამოუვარდებოდა. მერე ბუხრის სცენის დროს ისე გადავეფარე, რომ მიკროფონი აეწია და დაემაგრებინა. ვერავინ ვერაფერს მიხვდა.
ახლა, თბილისის პრემიერის დღეს, ერთი სცენა დაგვიმატეს – ქეთათოს და სტეფანეს გავყავართ. ჩვენ არ ვიცოდით, როდის უნდა გავსულიყავით სცენაზე, ეს არც მათ იცოდნენ და ყველანი ძალიან ვღელავდით.
ლენკა: ბათუმის პრემიერის დროს ძალიან წვიმდა და, იმ შენობას, სადაც  სპექტაკლი იყო, მეხი დაეცა, მე ვიგრძენი,  რომ სცენა შეზანზარდა და რყევა დაიწყო. ერთხელ ჩემი კატა  შევიყვანე  თეატრში, დეკორაციებში   შეძვრა და აღარ გამოდიოდა. 
 – ამ სამ თვეში პოპულარულები გახდით. მოგწონთ პოპულარობა?
– ასე თამამად არ ვამბობ, რომ პოპულარული ვარ, მე ყველაზე მეტად მომწონს ვარსკვლავებთან მუშაობა. ადრე სულ მინდოდა, რომ სოფო ნიჟარაძე  გამეცნო  და ახლა მას  ხშირად ვხვდები. გიორგი ვარდოსანიძე და გიორგი ყველაშვილი ჩემი ნათესავები არიან. გიორგი ვარდოსანიძე სპექტაკლში გავიცანი და ეხლა ერთად ვართ. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ  ნანი  ბრეგვაძემ შემაქო – ძალიან კარგად მღერიო და ეს შექება ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ძალიან საყვარელი კაცია ბუბა კიკაბიძე, სულ გვეფერებოდა მე და ნანოს, მე  „ვერის უბნის ოცნებას” მეძახის.
ნანო: რეკლამაში რომ მნახეს ჩემმა ნათესავებმა – უი, ჩვენი ნანო არის, ჩვენი ნანოო, – ამბობდნენ. სპექტაკლი ყველას არ აქვს ნანახი, მაგრამ, რეკლამით ბევრი მცნობს. ყველას უხარია, რომ ამ სპექტაკლში ვარ. პოპულარობა კარგია, მაგრამ, ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულებრივია, ისევ ქუთაისში ვცხოვრობ.  
– სპეტაკლისა და რეპეტიციების  გამო, ალბათ, სკოლას ხშირად აცდენთ. როგორ სწავლობთ?
ლენკა: მე რეპეტიციები მიშლის ხელს. 53-ე სკოლაში ვსწავლობ. ჩვენს სკოლაში ყველაფერი გამკაცრდა და, თუ არ ვუთხარი დამრიგებელს, ხვალ სკოლაში  ვერ მოვალო, პრობლემები შემექმნება.
ნანო: მე თავიდანვე ასეთი რეჟიმი მქონდა. ქუთაისში თითქმის ყველაფერზე დავდივარ: სიმღერაზე, ცეკვაზე, ციგურებზე. დედა ამბობს: ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, შენზეა ნათქვამიო. თავს არ ვიქებ, მაგრამ, სრული ათოსანი ვარ.
– როცა გაიზრდებით, ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ?
ლენკა: მე იმდენ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე. ადრე მინდოდა, რომ ვეტერინარი გამოვსულიყავი. მიყვარს ცხოველები, კატაც მყავს და ძაღლიც. უფლება რომ მომცენ, სახლში ლომსაც კი მივიყვანდი. მაგრამ, ახლა მივხვდი, ვეტერინირობა კი არ მინდა, რომ გავიზრდები, ცხოველები მეყოლება და მოვუვლი.  პროფესიით  ან მსახიობი გამოვალ, ან – მომღერალი.
ნანო:  მე არ ვიცი, ვინ გამოვალ; შეიძლება, არც მუსიკოსი ვიყო და არც მომღერალი. დიზაინერობა მომწონს, არქიტექტურაც, ცეკვაც. ქუთაისში კინო არ გვაქვს, ამიტომ, ჩემს მეზობლად ჩემი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობს, იმასთან გადავდივარ და ცეკვებს ვდგამთ ხოლმე.  მათემატიკა მიყვარს, სულ რაღაცეებს ვხაზავ: ტანსაცმლის დიზაინს, თვითმფრინავებისა და გემების ესკიზებს... ჩემს მამიდაშვილს ვუყურებდი და ვეხმარებოდი ხოლმე ხაზვაში, მაგრამ, ეს მაინცდამაინც  ძალიან იოლი არაა.

скачать dle 11.3