კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** მეტროში მამაკაცი თვალმოუშორებლად უყურებს ქალს. – რას მომაშტერდით? გეყოფათ! ისე მიყურებთ‚ თითქოს თვალებით მხდით. – ო‚ რას ამბობთ‚ ქალბატონო! თქვენ უკვე იცვამთ‚ მე კი სიგარეტს ვეწევი.

– მიხო‚ მამიკვდეს თავი‚ ფაღარათის წამლის მაგივრად ნერვების წამალი მამიცია...
– დაიკიდე... უკვე ფეხებზე მკიდია‚ გინდა ჩავიჯო...
***
გაცნობის საიტი:
სახელი: ლიკა.
გვარი: დაფარულია.
ასაკი: დაფარულია.
ელფოსტა: Buadze&Lika16.ge
***
– ეს გუშინდელი აჯაფსანდალია?
– მინდა გითხრა‚ ხვალინდელიც...

***
ქუჩაში პატრული ქალი და მამაკაცი ახალგაზრდას აჩერებენ:
– წამობრძანდით‚ თუ შეიძლება‚ მოწმედ იქნებით.
ახალგაზრდას გააჟრჟოლა...
– როგორც იქნა გადავწყვიტეთ – ხელი უნდა მოვაწეროთ. ჩქარა, სანამ გადაუფიქრებია‚ – უთხრა მამაკაცმა პატრულმა.
***
ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე:
– თუ ჩვენ აგვირჩევთ‚ ხუთ წელიწადში იმაზე უკეთ ვიცხოვრებთ‚ ვიდრე გერმანელები ცხოვრობენ!
– ნეტა‚ რას უპირებენ გერმანიას?! – იკითხა გაკვირვებულმა ამომრჩეველმა.
***
ორი დაქალი ჭორაობს:
– გაიგე‚ ლიკას ტუჩები დაუბერავს‚ მკერდიც გაუზრდია...
– რაც არ უნდა ქნას, „ოპელის“ იქით ვერ „გაქაჩავს“...
– ჰმ‚ არადა‚ ფიქრობს, „მერსედესს“ გამოიჭერს...
***
მეხუთე‚ მეექვსე‚ მეშვიდე და მეათე კორპუსების მცხოვრებლებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, ქალბატონ მერის შეუძინონ საგზური ამსტერდამში: დაე, ნახოს‚ როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ნარკომანები და ბოზები...
***
– ზურა‚ „ვიაგრა“ გამოგიყენებია?
– რისთვისაა ეგ?
– ღამეში სექსი 2-3-ჯერ რომ შეძლო.
– დამამშვიდებელია?!
***
ჩვეულებრივ გოგონებს უყვართ ლამაზი‚ „ბარბის“ მსგავსი თოჯინები‚ ბიჭებს – მაგარი მანქანები... ოღონდ, ეს 13-14 წლამდე... მერე კი – უკუღმა‚ ასინეთა‚ უკუღმა!
***
ძველთაგანვე, მამაკაცები წინ უშვებენ ქალებს‚ რათა შეათვალიერონ მათი უკანალი და ჰკოცნიან ხელზე‚ რომ კარგად დააკვირდნენ მათ მკერდს.
***
როცა ცოლთან ვცხოვრობდი‚ სულ ვფიქრობდი‚ სად მიჰქონდა ფული. გავეყარე და, ახლა ვფიქრობ – საიდან მოჰქონდა...
***
– სუფრა, შეგიძლია, „მადონას“ სერვიზით გააწყო‚ ვერცხლის დანა-ჩანგალი კი არავითარ შემთხვევაში არ გამოიტანო, მელქიორი დააწყვე...
– შენ ფიქრობ‚ რომ სტუმრები მოიპარავენ?
– არა‚ იცნობენ...
***
სოფელში რაიონული ცენტრიდან მიწის ასაზომად პაპკიანი ტიპი ჩავიდა.
– რა პრობლემაა‚ ჯო... რაც გინდათ, ის აზომეთ‚ ოღონდ‚ აი იმ მინდორზე არ გახვიდეთ, – უთხრა მიხომ.
– მე საბუთი და მოწერილობა მაქვს‚ ყველგან შემიძლია შესვლა... – ცხვირწინ აუფრიალა პაპკა მიხოს შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა კაცმა...
– ჰო‚ კარგი... როგორც გინდა‚ მე ჩემი მითქვამს და...
ცოტა ხნის შემდეგ მიხო ხედავს‚ რომ კაცი გიჟივით მორბის‚ უკან კი ხარი მოსდევს...
– საბუთი აჩვენე ჯო‚ საბუთი! – გასძახა მიხომ.
***
რით განსხვავდება დაბადებით ჯენტლმენი აღზრდით ჯენტლმენისგან?
სიტუაცია: აღზრდით ჯენტლმენი შედის სასტუმროს აბაზანაში‚ სადაც შიშველი ქალი ბანაობს.
– ოჰ‚ ქალბატონო! ათასი ბოდიში... უკაცრავად აქ არავინ მეგულებოდა... მაპატიეთ‚ თუ შეგიძლიათ...
დაბადებით ჯენტლმენი:
– ოჰ‚ ბატონო‚ სადღაც აქ სათვალე დავდე...
***
ტრასაზე მაგარი „მერსედესი“ მიჰქრის‚ საჭესთან მაგარი გოგო‚ რომ იტყვიან, „ნაშა“ ზის. უკან ორკარიანი „ოპელით“ ტიპი მიჰყვება. შენიშნა გოგო‚ მის ცქერაში გაერთო‚ ვერ მოზომა და წინ მიმავალი მანქანა „გაკაწრა“. გადააყენა ორივემ მანქანა. „მერსედესიდან“ გადმოვიდა გოგო‚ მობილური ამოიღო და ქმარს ურეკავს. „ოპელის“ მძღოლი გვერდით ამოუდგა. გოგომ ხმამაღლა მოლაპარაკე ჩართო და ქმარს ეუბნება:
– ზუკა‚ ავარია მომივიდა.
პაუზა.
– რა მანქანა ჰყავს? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ქმარმა.
გოგომ შეხედა‚ ვერ ცნობს მანქანის მარკას.
– რა მანქანაა? – შეეკითხა კაცს.
– „იაგუარი“‚ – არ დაიბნა კაცი.
– „იაგუარია“.
– შეეკითხე‚ პრეტენზია თუ აქვს.
– პრეტენზია თუ გაქვსო‚ – ეკითხება გოგო.
– არა‚ – უპასუხა ტიპმა.
– არაო.
– ჰოდა‚ სასწრაფოდ დაგაზე მანდედან! – უთხრა ქმარმა და გოგოც მაშინვე ჩახტა მანქანაში...
***
ქალი მიდის ექიმთან და ეუბნება:
– ექიმო‚ როცა ბიუსტჰალტერს ვიხდი‚ მკერდი ზემოთ მეწევა...
– საინტერესოა... ძირითადად‚ პირიქით ხდება ხოლმე. აბა‚ გაიხადეთ‚ ვნახოთ...
ქალმა გაიხადა და, მართლაც‚ მკერდი ზემოთ ავიდა.
– ექიმო‚ რა დიაგნოზს დამისვამთ?
– ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: დაავადება გადამდებია...
***
– ალო‚ ზუკა‚ შენი ცოლი მართლა ჩამოვიდა‚ არადა, თმის სამაგრი დამრჩა შენთან – თვლებიანი‚ ცისფერი... აუ‚ გაგიჟდება‚ რომ ნახოს!..
– რა?! ეს როგორ მოგივიდა? ისეთი შეგრძნება მაქვს‚ თითქოს სახლი დამინაღმე...

скачать dle 11.3