კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება მშობლისგან მოტყუებული ბავშვი არასწორი სექსუალური განათლების მსხვერპლი და დევს თუ არა ადამიანში ჰომოსექსუალური გენეტიკა

 მშობელთა უმრავლესობა, ცდილობს თავი აარიდოს შვილების კითხვებს, რომელიც სექსუალურ თემას უკავშირდება. ვერ გეტყვით ეს კომპლექსია, უბრალოდ სირცხვილი თუ მიზეზი პასუხის არცოდნაა. ფაქტი ერთია, დაინტერესებული პატარა თანატოლებისა და სატელევიზიო არხების საშუალებით იღებს იმ მცდარ ინფორმაციას, რაც მის გონებაში ცუდად ილექება და არ არის გამორიცხული, ზრდასრულ ასაკში ცუდად აისახოს მის სექსუალურ ცხოვრებაზე. ხშირად მშობლებს აწუხებთ ის, რომ მათი ბიჭუნა თოჯინებით ინტერესდება, ქსოვისა და კერვისადმი ავლენს მიდრეკილებას, ან პირიქით, გოგონა დაინტერესებულია მამაკაცური გასართობებით. თუ როგორ მივუდგეთ შვილს, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე სწორი ინფორმაცია ბავშვობიდან მივაწოდოთ, არის თუ არა შიშის საფუძველი, მისთვის, ერთი შეხედვით, აკრძალული ნივთების მოხმარება და გადადის თუ არა გენეტიკურად ჰომოსექსუალიზმი, ამაზე გესაუბრებათ სექსოლოგიური კლინიკა „ლიგის” დირექტორი, პროფესორი, ბატონი არჩილ ბაქრაძე: მემკვიდრის სწორი სქესობრივი აღზრდა, მშობელმა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოსექსუალურ ჩამოყალიბებაში აღზრდას. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ძალიან დაბალ დონეზეა. სქესობრივი აღზრდის პრინციპია, რომ არ შეიძლება ტყუილის თქმა. უნდა გამონახოთ ისეთი სიტყვები, რომლითაც ბავშვს გასაგებ ენაზე აუხსნით, სექსუალურ ცხოვრებაზე იმას, რითაც დაინტერესდება და რაზეც კითხვას დაგისვამთ. მთავარია, ის არ მოვატყუოთ და ამით არ მივცეთ მცდარი ინფორმაცია, იმაზე, რასაც ის შემდგომში მაინც გაიგებს.
– როცა დედა ორსულადაა, მას ხშირად ეკითხება 4-5 წლის შვილი, საიდან მოხვდა მის მუცელში მისი დაიკო ან ძამიკო, რომელიც სულ მალე უნდა დაიბადოს. ამ კითხვაზე პასუხს დედები არაერთგვაროვნად სცემენ, უმეტესად კი იბნევიან. ამ ასაკის ბავშვს როგორ ავუხსნათ ეს?
– დიახ, ასეთ დროს დედები ათასგვარ სისულელეს იგონებენ, ხოლო, ბავშვი რომ დაიბადება, მის უფროს დას ან ძმას ეუბნებიან, რომ კომბოსტოში იპოვეს, წერომ მოუყვანათ, სადღაც ნახეს დაგდებული და სახლში წამოიყვანეს და ასე შემდეგ. ამ დროს კი დედამ ასე უნდა აუხსნას ბავშვს: მამამ დამალევინა წამალი, მერე საავადმყოფოში წამიყვანა და ეს შენი დაიკო ან ძამიკო, მუცლიდან ამომიყვანეს ექიმებმაო. თუ ბავშვი გეკითხება, როგორ მოხვდა მუცელში ჩემი და ან ძმაო, ესე იგი იმდენი ესმის, რომ მუცელში უბრალოდ არ ხვდებიან (იცინის). ისე უნდა უპასუხოთ შვილებს მსგავსს კითხვებზე, რომ ლოგიკა არ დაარღვიოთ. თუ 11 წლის ბავშვი გეკითხებათ მსგავს რამეს და სისულელეს ეუბნებით, ის სულ მალე, თუნდაც თანატოლისგან გაიგებს სიმართლეს, თქვენ კი აღარ დაგიჯერებთ. ამით, შეილახება თქვენი, როგორც მშობლის, ავტორიტეტი. ტყუილი, არანაირად არ შეიძლება, ასეთ საკითხზე საუბრის დროს. ასევე, ყოველთვის, როცა ბავშვი იწყებს სექსუალური თემებით დაინტერესებას და გისვამთ კითხვებს, თქვენ თავი არ უნდა მოარიდოთ და ზურგი არ შეაქციოთ, რადგან ის მიტრიალდება და ხვალ თავის რომელიმე მეგობარს შეეკითხება. ის კი მიაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, შემდგომში მისი კომპლექსების მიზეზი გახდეს. ანუ, თქვენ ხართ ყველაზე კარგი „განმანათლებელი” ამ სფეროში. თუ არ იცით რა უპასუხოთ შვილს სექსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, მაშინ უბრალოდ უთხარით, რომ ახლა არ გცალიათ და მოგვიანებით დაელაპარაკებით. ამ დროს დაუკავშირდით კომპეტენტურ სპეციალისტს, დაეკითხეთ რჩევა და საღამოს გაეცით პასუხი თქვენს პატარას, ისე რომ ფსიქიკა ტყუილით არ დაუზიანოთ. ბევრი ამბობს, სქესობრივი აღზრდა სულაც არ არის საჭირო, გაიზრდება და თავად მიხვდება ამას, ჩვენი წინაპრებიც ხომ ასე იყვნენო. ეს მიდგომა არასწორია. არადა, აბა, დააკვირდით ელემენტარულს: ბიჭი ტირის და დედა ეუბნება, ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარ? – ამაშიც სქესობრივი აღზრდა იგულისხმება. აბა, მთავარი ის კი არ არის, მაინცადამაინც  გენიტალიებზე ისაუბრო, როცა თემა სექსს ეხება. სქესობრივი აღზრდა არის, ბავშვის სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის სტიმულირება.
– აღზრდაში დაშვებული შეცდომა არის თუ არა სქესობრივი გადახრების მიზეზი?
– რასაკვირველია, არის და ამაში დიდ როლს მიდრეკილებებიც თამაშობს. თუ ბიჭს ბავშვობიდან გრძელ თმას ატარებინებ, ხან კიკინას უკეთებ და ხან უხვევ, ამით ისეთ რამეს აჩვევ, რაც გოგოსთვისაა დამახასიათებელი. ჰომოსექსუალიზმი, მონათმფლობელობის, სოციალიზმის, კაპიტალიზმის დროსაც იყო და მიუხედავად ფორმაციისა, ის არ არის დამოკიდებული სოციუმზე. მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ბალერონებსა და მამაკაც კუტიურიეებში ის უფრო ხშირია. ანუ, არსებობს სოციალური ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანში ჩადებულის გამოვლენას. იქ, სადაც ემოციური ელემენტებია და განცდის გამოხატვის საშუალება, უფრო მეტად გამოვლინდება და მძაფრდება ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, დურგალი ვერ იქნება მსგავსი ორიენტაციის.
– ამბობენ, ჰომოსექსუალიზმი გენეტიკურად გადადის შთამომავალზეო. ასეა?
– დიახ, ასეა, უმეტეს შემთხვევაში. თუმცა,  ბავშვებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მისი გენეტიკური სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის შეჩვევა და იმავდროულად, სქესობრივი აღზრდაც მოქმედებს. თუ ბავშვში ჩადებულია სექსუალური ქცევის გადახრა, ამ დროს მისი გამოვლინება გვიან ასაკში, ან „ლაითად” მოხდება. თუ არ არის მსგავსი რამ ჩადებული, კიდევ უფრო გამყარდება მისი სექსუალური ორიენტაცია და ღვთისგან მინიჭებულ ნიშან-თვისებებს გამოავლენს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ თუ ადამიანში ჩადებულია ჰომოსექსუალიზმის გენი, ის ადრე თუ გვიან, მაინც გამოვლინდება. არის შემთხვევები, როცა, მსგავსი რამ მამაკაცმა 50 ან 55 წლის ასაკში აღმოაჩინა. ხშირად, სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებების მიმართ საზოგადოებას არასწორი დამოკიდებულება აქვს. სანამ სხვას რაიმე რეცეპტს გამოუწერ, დაფიქრდი, იქნებ, მომავალში საკუთარი შვილი ხდება ასეთი. ამიტომ, ამ დროს, უნდა დაინდო და არა გაკიცხო. ამ სფეროში მასმედიაც სცოდავს. ჩემი რჩევაა, მოეშვით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. გააშუქონ ფაქტები სწორად, რომ მათი უფლებებიც დაცული იყოს. გააჩნია, ვისთვის არიან ისინი საშიშები. თუ თქვენს შვილს არ აქვს გადახრა, მაშინ ის პიროვნება, მისთვის არც საშიშროებას წარმოადგენს.
– საშიშია თუ არა, როცა ბიჭუნა ინტერესს ავლენს დედის სამკაულების, ტანსაცმლის, თოჯინის, ქსოვის ან კერვის მიმართ, და პირიქით –  გოგონებისთვის მამაკაცური ნივთებით დაინტერესება?
– თუ დედა ამჩნევს, რომ ბავშვი მუდმივად ორიენტირებულია მისი სქესისთვის არადამახასიათებელ ნივთებსა და საქმიანობაზე, ანუ იციკლება ამით, ასეთ დროს შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრება აუცილებელია. მთავარია, კარგად დააკვირდეთ შვილს და არ ატეხოთ  განგაში მის მომავალ სექსუალურ ორიენტაციაზე, როცა ის არ იმსახურებს. მაგალითად, ბავშვობაში, 8 წლის ასაკში, დედას დაბადების დღეზე „კაშნე” მოვუქსოვე და ვაჩუქე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემა მქონდა? (იცინის) სამწუხაროდ, ქართველ მამაკაცებს ბევრი რამ არ ესმით სქესობრივ აღზრდასა და განათლებაზე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ქცევა აქილიკო ან დასცინო სხვას.

скачать dle 11.3