კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უკვეთავენ თანამედროვე ევროპელები ეკა ფერაძეს და რომელი მსოფლიო ვარსკვლავები ატარებენ მის მიერ შექმნილ კორსეტებს

ხელოვანი ადამიანი მუდამ ძიებაშია. ის ცდილობს, ისეთი მიმართულება აირჩიოს და ისეთი დეტალები დაინახოს, რასაც ჩვეულებრივი თვალი, უბრალოდ, ვერ აღიქვამს. ამიტომაც არის, რომ ხელოვანებს განსხვავებულ ხალხს უწოდებენ. მხატვარი ეკა ფერაძე უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და ცდილობს, ისეთი თანამედროვე ნამუშევრები შექმნას, რომელიც მის შემოქმედებას კიდევ უფრო გამოკვეთავს, უფრო მოთხოვნადიც იქნება და შესაბამისად, მოსაწონიც. მისი უამრავი ნამუშევარი ცნობილი უცხოელი კოლექციონერების პირადი კუთვნილებაა, ხოლო მის შექმნილ კორსეტებს კი ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ატარებენ, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და კრისტინა აგილერა.
ეკა ფერაძე: 19 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და როგორც მხატვარს, ხელოვანს, ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ მომცა. თავიდან, იქ დარჩენას არ ვფიქრობდი, უბრალოდ, მინდოდა სწავლის გაგრძელება დიზაინის განხრით, მაგრამ შევეჩვიე და დიდხანს შემოვრჩი. ჩემი აზრით, ქართველებს დისციპლინა არ გვაკლია, მაგრამ გერმანიაში უფრო მეტად დისციპლინირებული გავხდი. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ცხოვრების სტილი ვისწავლე ევროპაში.
– უცხო მხარეში თავის დამკვიდრება, მით უმეტეს ხელოვანი ადამიანისთვის, ადვილი არ არის. არ მეთანხმები?
– რასაკვირველია, ადვილი არ არის. არც მე მქონია ამბიცია, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მაშინვე მუშაობას დავიწყებდი. თუმცა, სწავლის პარალელურად, სულ ვმუშაობდი. თუ გინდა, შენი მიზნები აიხდინო და საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრო, სადაც არ უნდა იყო, სულ უნდა იშრომო. ეს ადვილი არ იყო, თუმცა ხატვა ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, დღე და ღამე ვხატავდი. მე თავისუფალი მხატვარი ვარ და არა მარტო გერმანიაში, არამედ, მთელი ევროპის მასშტაბით ვაწყობ გამოფენებს. ასევე, ინტერნეტ-მაღაზიისა და ჩემი გერმანელი  მენეჯერის  დახმარებით, უამრავი ჩემი ნახატია გაყიდული საფრანგეთში, ავსტრალიაში, თურქეთში, ამერიკაში. არ დამავიწყდება, გერმანიაში, თბილისიდან  დაგვეკონტაქტა ერთი ქართველი ქალბატონი, შეიძინა ჩემი ნამუშევარი და ამერიკაში, ლოს-ანჯელესში გადააგზავნა საჩუქრად. ევროპამ განსხვავებული გემოვნება ჩამომიყალიბა და მაჩვენა, როგორ შევქმნა რაღაც ახალი, რაც სხვის შემოქმედებას არ ჰგავს და სხვებისგან გამომარჩევს. თანამედროვე ინტერიერმა კი იმის საშუალება მომცა, შემექმნა აბსტრაქტული  ნამუშევრები. ის სტილი, რასაც მე ვქმნი, ევროპაში ძალიან მოთხოვნადია. ბევრი შემოთავაზებაც მაქვს. ამ სტილში ბევრი მხატვარი მუშაობს, მაგრამ ისინი ცდილობენ, ერთმანეთს არ დაემსგავსონ და ახალი და ახალი შტრიხები შეიტანონ თავის შემოქმედებაში. ეს კიდევ უფრო მაძლევს სტიმულს, რაღაც განსხვავებული შევქმნა, რაც სხვებისგან გამომარჩევს. სიმართლე გითხრათ, იდეები და ფანტაზიები არ მაკლია (იცინის). სწორედ, ასეთმა ხედვამ გადამაწყვეტინა აფრიკული მოტივი გადამეყვანა აბსტრაქციაში და ისეთი ორიგინალური შერწყმა გამოვიდა, მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ამ თემაზე შექმნილი უამრავი ნამუშევარი შეიძინეს კერძო კოლექციონერებმაც და თანხა, დაუფიქრებლად, აფრიკელი ბავშვების დახმარების ფონდში გადავრიცხე. დღემდე, ჩემი გამოფენებიდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებაში მიდის და მე ეს მეამაყება.
– გერმანიაში, როგორც ვიცი, გაყიდული ნახატი არ იბეგრება. თუ ვცდები?
– არა, არ ცდებით. გერმანიაში მხატვარი არ იბეგრება და გაყიდული სურათის  თანხა, პირდაპირ მიდის ფონდში, რომლისთვისაც გამოფენა ეწყობა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ბევრი საქველმოქმედო გამოფენა მაქვს მოწყობილი და ამ საქმით, ვფიქრობ, მათ ძალიან ვეხმარები და ვუმსუბუქებ ყოფას. ასე რომ, ბევრი გამოფენა მიჩუქებია გაჭირვებულებისთვის. საქართველოშიც რომ ჩამოვდივარ, ყოველთვის მივდივარ ძეგვის ბავშვთა სახლში და ვცდილობ, მოვეფერო და შეძლებისდაგვარად, დავეხმარო იქ მობინადრეებს.
– გარდა ნახატებისა, ასევე, ქმნი ულამაზეს კორსეტებს, რომლებსაც როგორც ვიცი, ბევრი ცნობილი ადამიანი ყიდულობს. კონკრეტულად, ვინ შეიძინა ისინი?
– ჩემი შექმნილი კორსეტები აცვიათ ანჯელინა ჯოლის და კრისტინა აგილერას. ეს კორსეტები შავი ფერისაა, მაქმანებით მორთული და ძვირფასი ქსოვილითაა შეკერილი. ძალიან ლამაზია. თავიდან ესკიზი შევქმენი, მენეჯერს ვაჩვენე და ძალიან მოეწონა იდეა. სწორედ, ჩემი მენეჯერის წყალობით მოხვდა ეს კორსეტები ანჯელინას და კრისტინას გარდერობში, მან გაუწია რეკლამირება. ეს კორსეტები, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩაიცვა და თან, მასში უფრო მოხდენილი და გამხდარი ჩანხარ. კორსეტებზე ამოტვიფრულია ჩემი ინიციალები და ის სხვა დიზაინერებში ნამდვილად არ აგერევათ.
– დღეს, ევროპაში, მოდაშია ინტერიერის ორიგინალური, აბსტრაქტული ნახატებით გაფორმება. როდესაც ნამუშევარს გიკვეთავენ, თუ ინტერესდები რა ფერშია გადაწყვეტილი საცხოვრებელი, რამდენად „აიტანს” მისი სივრცე შენს ნამუშევარს და ასე შემდეგ?
– რასაკვირველია. როდესაც ინტერიერი უკვე შექმნილია, მოდიან და მეუბნებიან, რა ფერებშია გადაწყვეტილი, რა ფორმისა და სტილის ავეჯი დგას, როგორი განათებაა და ასე შემდეგ. იმის მიხედვით ვიწყებ ნამუშევრის შექმნას, რაც იმ სახლში უნდა დაიკიდოს. ასევე, ძალიან მოდაშია მესამე განზომილების ნახატებით საცხოვრებლის, სავაჭრო ობიექტისა თუ ოფისების გაფორმება ევროპაში. ამაზეც ვმუშაობ. გერმანიაში, თითქმის ყოველი მესამე მხატვარი ამ მიმართულებით მუშაობს. პირველად, მეგობრებთან ერთად, ქუჩაში დავხატეთ კედელზე ტელევიზორი, საიდანაც გადმოდიოდა ვეფხვი. ამ ნახატით თავად გავოცდით, იმდენად ცოცხალი ეფექტი მივიღეთ. ასე გეგონებოდათ, მართლაც გადმოდიოდა ის ვეფხვი ტელევიზორიდან და გაქცევის სურვილი გიჩნდებოდა (იცინის). იგივე ნახატი შევქმენი სახლში. სამი მუყაოს „დიქტი” დამჭირდა. მასთან სურათი რომ გადავიღე და საიტზე დავდე, ყველა მეკითხებოდა, როგორ არ შეგეშინდა ვეფხვთან ასე ახლოს ფოტოს გადაღებაო (იცინის). ასეთ „ცოცხალ” ნახატებს, დღეს გერმანიაში ბევრი აკეთებს ბინაში. სხვათა შორის, მესამე განზომილებაში შესრულებული ნახატი, კარგი სარეკლამო საშუალებაა. სავაჭრო ობიექტებში, შესასვლელთან აკეთებენ მსგავს ნახატებს და გგონია, კონიაკის ბოთლია წაქცეული და იქიდან სითხე იღვრება, ან ყავის ჭიქა დევს იატაკზე და ცდილობ, ფეხი არ გაკრა. ერთმა კაფეს ხელმძღვანელმა შეგვიკვეთა მე და ჩემს მეგობარს, შესასვლელის წინ, მეტლახზე დაგვეხატა მესამე განზომილებაში სარეკლამო ნახატები. მე დავხატე მეტლახზე ყავის ჭიქა, რომელშიც ესხა ცხელი ყავა და ორთქლი ასდიოდა. მეგობარს კი შეუკვეთეს დაეხატა წაქცეული ვისკის ბოთლი, რომელიდანაც სითხე ჭიქაში ისხმებოდა.  იმდენად „ცოცხალი” ნახატები გამოვიდა, ყველა ჩერდებოდა და აკვირდებოდა. სამწუხაროდ, ასეთ ნახატებს, მხოლოდ ერთი თვის სიცოცხლე აქვთ, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მას შლიან და ახალს ხატავენ. ამ ნახატების შექმნას გარკვეული ხედვა და ნიჭიც უნდა. იხატება სპეციალური საღებავით. გერმანიაში, ძირითადად, მამაკაცები უკვეთავენ ასეთ ნამუშევრებს ბინაში, ქმნიან ეფექტს, თითქოს იატაკი ჩავარდნილია და იქ სხვა სამყარო ჩანს. ანუ, ამ სამყაროდან იმ სამყაროში გადასასვლელს იქმნიან საცხოვრებელში. ასე რომ, მამაკაცების სხვა განზომილებაში გადაყვანა, სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს (იცინის). საქართველოში, მსგავსი სამგანზომილებიანი ნამუშევარი შევქმენი თინათინ მაღალაშვილის ბუტიკის გახსნისთვის და მას ვუსახსოვრე. ეს იყო ყუთზე დახატული ფეხსაცმელი, რომელიც იმდენად ჰგავდა ნამდვილს და ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ ბევრი მის მოზომებას ცდილობდა (იცინის).

скачать dle 11.3