კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს გათხოვილი ქალი ყოფილ შეყვარებულს თბილისიდან რუსეთში და რისი გარკვევა უნდა მას

35 წლის ლიკა ყიფშიძე (სახელი და გვარი შეცვლილია) ეძებს 33 წლის ანზორ მელიქიშვილს (მამის სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ყოფილ შეყვარებულს: 33 წლის ანზორ მელიქიშვილს. ის რუსეთში ცხოვრობს. მის მეუღლეს ჰქვია ტაისია (გვარი არ ვიცი). როგორც გავიგე, მათ ჰყავთ ერთი შვილი – 3 წლის გიორგი. მე ანზორი ოთხი წელია, არ მინახავს. ბოლოს მას ტელეფონით 2008 წელს ველაპარაკე და მაშინ გავიგე, რომ ის საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რუსეთში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში აპირებდა წასვლას. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. დამოუკიდებლად მე მას ვერ ვიპოვი. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია.
ჟურნალისტის შენიშვნა: რესპონდენტის დიდი თხოვნით, გასაგები მიზეზების გამო, მის ფოტოს არ ვაქვეყნებთ, მისი სახელი და გვარი კი შეცვლილია, უცვლელია მხოლოდ ისტორია. დღესდღეობით ლიკა გათხოვილია, მას ჰყავს შვილი, მაგრამ, ის მაინც ეძებს თავის პირველ სიყვარულს, ხოლო, თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ამას მკითხველი ისტორიიდან შეიტყობს.
– გვიამბე შენი ისტორია, რატომ დაშორდი ყოფილ შეყვარებულს და რის გამო ეძებ მას ახლა?
– ანზორი ხუთი წლის წინ გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება და მართლაც სისულელის გამო დავშორდი. საკმაოდ ამაყი გოგო ვიყავი და თაყვანისმცემლების „ცვენა“ მქონდა. მეგონა, სულ ასე იქნებოდა, ანზორი კი თვითონ დამიბრუნდებოდა და ვერ გაძლებდა უჩემოდ. მაგრამ, ასე არ მოხდა და, ჩემდა გასაკვირად, მან მოკლე დროში შეირთო ცოლი. ერთხელაც, დავურეკე – შერიგება მინდოდა და მაშინ მითხრა, ცოლი მოვიყვანე და შენთვისაც მალე მომელოცოსო. გულზე მომხვდა მისი სიტყვები და, გაბრაზებულმა ჩემს ცხოვრებაში მეორე შეცდომა დავუშვი – უსიყვარულოდ გავთხოვდი. ამ ყველაფრის შემდეგ ანზორმა სულ ერთხელ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მაგრამ, მე უარი ვუთხარი, რადგან ორსულად ვიყავი და არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში ვენახე (რასაც ახლა ძალიან ვნანობ). ამ საუბრის მერე ერთხელ დავურეკე და, მითხრა, რომ ცოლ-შვილთან ერთად ტაისიას სამშობლოში, რუსეთში მიდიოდა. როგორც გავიგე, მისი მეუღლე რუსია. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცი, სახელად კი ტაისია ჰქვია.
– გამოდის, ორივე – თქვენც და ანზორიც ამჟამად დაოჯახებულები ხართ. რა მიზეზით ეძებ მას?
– აქამდე სულ ვითმენდი. რამდენჯერაც გამახსენდებოდა ანზორი, ვცდილობდი, დამევიწყებინა, მაგრამ, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მეუღლემ მიღალატა და ამან გამოიწვია ჩემი გადაწყვეტილება, მეც მომეძებნა ანზორი. მე არ ვაპირებ ღალატს, უბრალოდ, ძალიან მინდა, გავიგო, როგორ არის ის ამჟამად; აეწყო თუ არა მისი ოჯახური ცხოვრება... მესმის, ჩემი გაგება ძალიან რთულია,  მაგრამ მართლა არ ვაპირებ მისი ოჯახის დანგრევას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მასაც არ გაუმართლა და გაშორდა ცოლს, ან, აღარ უყვარს იგი, სერიოზულად ვიფიქრებდი მეუღლესთან გაყრაზე.
– ორივეს გყავთ შვილები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობის აღდგენა? დავუშვათ და ის დაშორდა თავის მეუღლეს და, პოვნის შემთხვევაში, თქვენთან დაკავშირების სურვილი გამოხატა. როგორ მოიქცევით?
– ღმერთმა ქნას და, თუ ის ვიპოვე, ყველაფერი გაირკვევა. თუ არ ვიქორწინებთ, ერთმანეთთან ურთიერთობა მაინც გვექნება და, რაც ძალიან მინდა, გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ შეირთო ცოლი ასეთ მოკლე დროში, რადგან, დანამდვილებით ვიცი, რომ ვუყვარდი.
– მაინც, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
– აღარ მენდობოდა. იცოდა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა და სულ მთხოვდა, ნურავის ხვდები, რადგან, შენთან სერიოზულ ურთიერთობას ვაპირებ და, არ მინდა, ხვალ ან ზეგ შენზე ვინმემ რამე თქვასო. მე კი ამ დროს თავში მიქროდა და არ ვუჯერებდი. არადა, ყველაფერ ამას თითქოს მის საეჭვიანოდ ვაკეთებდი. ახლა ეს რომ მახსენდება, მეცინება და ბავშვობად მიმაჩნია ეს ყველაფერი. მე ანზორზე ორი წლით უფროსი ვარ, მაგრამ, ის ყოველთვის ჩემზე სერიოზული იყო.
– როგორ ფიქრობ, მისი პოვნის შემთხვევაში, ის მოინდომებს თქვენთან დაკავშირებას?
– სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი მიფიქრია და, მგონია, რომ მოინდომებს. სხვათა შორის, მე რამდენი ხანია, რაც მობილური ტელეფონის ნომერი გამოვცვალე და, რატომღაც მგონია, რომ ის არაერთხელ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. ჩემი მეუღლე საკმაოდ ეჭვიანია და მან გამომაცვლევინა ნომერი, ახლა კი ვნანობ, რომ დავუჯერე...
– იმ შემთხვევაში, თუკი ანზორს ვერ იპოვით, ისევ მეუღლესთან იცხოვრებთ?
– ანზორის პოვნა გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ, თუ მას ვერ ვიპოვი, მაინც გავშორდები მეუღლეს, რადგან, მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია. უსიყვარულოდ ადამიანმა არ უნდა შექმნას ოჯახი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიტანჯება. ვიღაცის ჯინაზე ოჯახის შექმნა საერთოდ სისულელეა. ამჟამად, ერთადერთი, რაც მე მახალისებს და მახარებს, ჩემი სამი წლის შვილია. მის გამო მაინც უნდა ვიყო ბედნიერი და, ვეცადო, რომ ისიც ბედნიერ ოჯახში გაიზარდოს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3