კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა თბილისში მცხოვრებმა 68 წლის კაცმა თავისი ნათესავები ბელგიაში და როდის შეხვდებიან ისინი ერთმანეთს

68 წლის ზურა ნოეს ძე ჩუბინიძე ეძებდა 70 წლის ალექსეი მაჭავარიანს და 69 წლის მარინა მაჭავარიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს: 70 წლის ალექსეი მაჭავარიანს და მის მეუღლეს – 69 წლის მარინა მაჭავარიანს. ალექსეი ჩემი მამიდაშვილია. მე ის დიდი ხანია, არ მინახავს და უკვე 15 წელია, რაც მასთან კავშირი აღარ მაქვს. სამწუხაროდ, მათი პოვნა და მათთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხე. გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში. მაქვს ალეკოსა და მარინას ძველი ფოტო, რომელზეც დიდ იმედს ვამყარებ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულების“ წინა ნომერში. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც დაკარგულ ახლობლებს ადამიანი ასეთ მოკლე დროში პოულობს. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ზურა ჩუბინიძე, თავად უამბობს მკითხველს თავისი ისტორიის შესახებ.
– პირველ ყოვლისა, გილოცავთ, რომ ნათესავები ასეთ მოკლე დროში იპოვეთ. ელოდით ასეთ შედეგს?
– ნამდვილად არ ველოდი, რომ ნათესავებს ასეთ მოკლე დროში ვიპოვიდი. გამიხარდა და ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რაიმე მონაწილეობა მიიღო ჩემს ისტორიაში. მართალია, მამიდაჩემი და დედაჩემი ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ, ჩვენ და ჩვენს შვილებს აუცილებლად გვექნება ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი ან მიმოწერა. ჩემს მამიდაშვილს ბოლოს თხუთმეტი წლის წინ ვესაუბრე და ამჟამად ჩვენი დაკარგული ურთიერთობა ისევ აღდგა.
– აპირებთ თუ არა მათ ნახვას, შეხვედრას თუ გეგმავთ?
– მეც და მათაც ძალიან გვინდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ, მე იქ ვერ ჩავალ. იმედი მაქვს, ისინი ჩამოვლენ საქართველოში. მამიდა ყოველთვის ჩამოდიოდა და ნახულობდა ყველა ნათესავს. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ვნახავთ ერთმანეთს, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით.
– რა იყო ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი?
– აღმოჩნდა, რომ ალეკომ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, კერძოდ კი, მათ გაყიდეს სახლი და საცხოვრებლად იმავე ქალაქის სხვა უბანში გადავიდნენ. ტელეფონი ალეკოზე იყო გაფორმებული და ამიტომ ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა ის ბაზების მონაცემებით  მალევე იპოვეს. გაირკვა, რომ მათ დაუკარგავთ ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი და ეს გახდა ჩვენი ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი. ალეკოც და მისი მეუღლე, მარინაც, თურმე, ძალიან განიცდიდნენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტას. მათი შვილები, ოლიკო და მიხეილი, უკვე საკმაოდ დიდები არიან და ერთი სული მაქვს, მათ როდის ვნახავ.
– ისინი თუ გეძებდნენ?
– ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩემთან დაკავშირება რომ უნდოდათ, ეს ნამდვილად ვიცი. ყველას ძალიან გაგვიხარდა ურთიერთობის აღდგენა. მომავალში აუცილებლად გავაღრმავებთ კავშირს და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც ექნებათ ერთმანეთთან მიმოწერა და სატელეფონო კავშირი. ერთი სიტყვით, ერთმანეთს აღარ დავკარგავთ.

скачать dle 11.3