კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეგავარსკვლავების ძირითადი მენიუ

ქალბატონების უმრავლესობას აინტერესებს, როგორ ინარჩუნებენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მეგავარსკვლავები სილამაზეს, დახვეწილ აღნაგობას და, საბოლოო ჯამში – საოცარ ქალურ მშვენიერებას.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ძირითად მენიუს:
მერილ სტრიპი უპირატესობას აძლევს ახალ, უფრო სწორად, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმწიფებელ (როგორც ჩვენში იტყვიან, სიმწიფეშეპარულ) ხილსა და კენკრას. ზამთრისთვის კი არ ეზარება, ახალნაყიდი ხილი გაყინოს – ასეთი მეთოდით შენახულ პროდუქტს ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი უნარჩუნდება.
შარლიზ ტერონის უსაყვარლესი კერძია ქათმის მკერდის ფილეს გრილი, მოხარშული მწვანე ლობიოსა და გამომცხვარი პომიდვრის გარნირით. ამ ყველაფერს აუცილებლად აყოლებს მწვანილების სალათას ზეითუნის ზეთით.
სინდი კროუფორდი გიჟდება ბოსტნეულის წვნიანზე (ცხადია, ხორცის გარეშე), კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ცოტაოდენი მწვანე ლობიო და ბევრი მწვანილი, განსაკუთრებით კი – ოხრახუში – აი სინდის სუპის რეცეპტი. ჰო, ცოტა ზეითუნის ზეთიც ძალიან უხდება.
ალესანდრა ამბროსიო, ზოგადად, ყველაფერს მიირთმევს, ოღონდ, ძალიან მცირე რაოდენობით, სამაგიეროდ, ხშირად იკვებება. მას ყველანაირი დელიკატესისგან შეუძლია თავის შეკავება, მაგრამ, აღიარებს, რომ არის ერთი კერძი, რომელზეც ის თავს ვერასდროს იკავებს, რადგან ეს მისი სისუსტეა – ლაპარაკია ცოცხალი ხილის ვარენიკებზე, რომლის ჭამის უფლებას ალესანდრა არც ისე იშვიათად აძლევს საკუთარ თავს, თუმცა, მეორე დღეს პრაქტიკულად შიმშილობს.
ენდი მაკდაუელს სამზარეულოში ყველაზე საპატიო ადგილას წვენების საწური უდგას. ის ერთ დღესაც ვერ ძლებს ცოცხალი ჭარხლის, სტაფილოსა და ნიახურის წვენის გარეშე, რომელსაც თვითონ იმზადებს. სხვათა შორის, ყველა ეს ბოსტნეული ენდის საკუთარი ხელით მოჰყავს თავის ბაღში.

скачать dle 11.3