კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თმას ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ზღვის მარილიანი წყალი და მზე თმას უფრო აზიანებს, ვიდრე კანს. თავიდან ეს შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში აუცილებლად შენიშნავთ, რომ ღერებმა დაკარგა ელასტიკურობა და ბზინვარება, ბოლოები გაიყო, გაძლიერდა თმის ცვენა და გაჩნდა ქერტლი. ნუ ჩავარდებით პანიკაში, მართალია, დრო და ნებისყოფა დაგჭირდებათ, მაგრამ, ამ პრობლემების მოგვარება ნამდვილად შეიძლება, მთავარია, იცოდეთ – როგორ.
ერთი ვარიანტია მცენარეული საშუალებების გამოყენება, რის შესახებაც პერიოდულად გაწვდით ხოლმე ინფორმაციას. ამჯერად კი მათ მივცემთ რამდენიმე რჩევას, ვისაც მზა კოსმეტიკური საშუალებები ურჩევნია.
პირველ ყოვლისა, შეარჩიეთ ის ბრენდი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით და შეიძინეთ თმის ყველა ეტაპზე მოვლის საშუალებები:
1. გაწმენდა
მსუბუქი მკვებავი შამპუნი დელიკატურად კვებავს და 100 პროცენტით ასუფთავებს თმის ნიღბის, საღებავის ან ნებისმიერი სხვა ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალებების გამოყენების შემდეგ ღერებზე და თმის ძირებში შერჩენილ თვალით უხილავი ნაწილაკებისგანაც კი.
2. კვება
მსუბუქი მკვებავი ბალზამი უნდა გადაივლოთ დაბანილ თმაზე. ის კვებავს ღერებს ძირიდან მთელ სიგრძეზე ისე, რომ არ ამძიმებს მათ; ადვილად ჩამოიბანება და ტოვებს საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებას.
3. აღდგენა
ორწუთიანი მსუბუქი მკვებავი ნიღაბი ღრმად კვებავს თმის ძირებს და ხელს უწყობს დაზიანებული ღერების აღდგენას. შეიზილეთ დაბანილ, ნამიან თმაში, გაიჩერეთ 2-3 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.
4. დაცვა
მსუბუქი მკვებავი ორფაზიანი სპრეი ამაგრებს თხელი თმის ძირებს და იცავს დაზიანებისგან დახვევის ან გასწორების დროს. მიისხურეთ უშუალოდ ვარცხნილობის გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე და მსუბუქად შეიზილეთ თმის ძირებში (თან დაიმასაჟეთ), ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, თმა გაიშროთ ფენით, დაიხვიოთ ან გაისწოროთ.

скачать dle 11.3