კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბედი ეწია 1800-იან წლებში ნარიყალაზე მდგარ ეკლესიას და რომელ წელს დაიფარა „ქართლის დედის” ხის ფაქტურა ალუმინით

თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თბილისის ციტადელს – ნარიყალას, საქართველოს დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავლის მოწმესა და მონაწილეს. „თბილისელების” ამ ნომერში ძველი ფოტოების დახმარებით გიამბობთ ამ ისტორიული ძეგლის შესახებ.
ნარიყალა
„ნარიყალა-ციხე” არა მარტო თბილისის ციხესიმაგრეს, არამედ გორის, სურამის, ანანურის, ბორჯომის, გრემისა და სხვა ციხეებსაც ჰქონდა. სახელი „ნარიყალა” „ნარინ-ყალისაგან” უნდა იყოს წარმომდგარი და უმცროსს, მცირე („ნარინ” მონღოლური სიტყვაა და „უმცროსს“ შეესატყვისება) ციხეს უნდა ნიშნავდეს. „მცირე”, ანუ „ნარიყალა-ციხე” განსხვავდებოდა ციხესიმაგრის დედაციხის, ანუ, „თავადი (მთავარი) ციხისაგან”. ნარიყალა უცხოელი მოგზაურების (კერძოდ, გერმანელი მოგზაურის, იოჰან გიულდენშტეტის) მიერ, სავარაუდოდ, პირველად მოხსენიებულია 1772 წელს. 
ციტადელის ადგილმდებარეობა შემთხვევითი როდია. ამ ადგილას მდინარის კალაპოტი ვიწროა. აქ ერთმანეთს უახლოვდება მდინარის კლდოვანი ნაპირები და წარმოქმნის სტრატეგიულად მეტად ხელსაყრელ ადგილს. სწორედ სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა ციხესიმაგრის აგება და შემდგომში ქალაქის განვითარება. ნარიყალის დღემდე მოღწეული ფრაგმენტები სხვადასხვა პერიოდს ეკუთვნის. ციხესიმაგრე მეოთხე საუკუნეში დაფუძნდა და თავდაპირველად მას „შურის ციხე” ეწოდებოდა. მეშვიდე საუკუნიდან, შემდგომ კი დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში, ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ყალა” უწოდეს, რაც „მცირე ციხესიმაგრეს” ნიშნავდა. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
თბილისის ნარიყალა მიუდგომელი იყო. ამაზე მრავალი წყარო მიუთითებს. მთაგორიან რელიეფზე განლაგებული საციხო ნაგებობები რთულ სისტემას ქმნიდა. ნარიყალის კოშკებს შორის გამოირჩეოდა ეგრეთ წოდებული „თავრიზისა” და „სტამბულის” (დასახელებები გვიანდელია) კოშკები. ნარიყალაში შესასვლელი მოთავსებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში ამოყვანილი კოშკის თაღში. აქ იწყებოდა ცილინდრული კამარით გადახურული გასასვლელი, რომელიც ახლა ჩახერგილია. შედარებით ადვილად შესაღწევი გზა დასავლეთის მხრიდან იყო, რის გამოც ამ მხრიდან ციტადელი მეტად გაუმაგრებიათ. ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო გამაგრებული მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით, ამიტომ, ძნელად მისადგომი  და ასაღები გახლდათ. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმართული კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრატების სახით.
ნარიყალას ორი მიწისქვეშა გასასვლელი ჰქონდა – მტკვრისკენ და წავკის-წყლისკენ. ეს გასასვლელები დატანილია თბილისის 1800 წლის გეგმაზე. ნარიყალას წყლით მომარაგება საგანგებო სისტემით ხდებოდა, არხისა და აკვედუქის შემწეობით. ეს უკანასკნელი გამოსახულია თბილისის ტურნეფორისეულ ნახატზე. ნარიყალაზე ეკლესია იდგა. ეს ეკლესია დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე, უფრო გვიან კი – პორუჩიკ ჩუიკოს მიერ გამოსახულ 1800 წლის გეგმაზეც. ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში თოფის წამლის საწყობად უქცევიათ და 1827 წელს აფეთქებულა. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გაიხსნა 1966 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ამასთან, გამოჩნდა უფრო ადრინდელი, მეცამეტე საუკუნის ეკლესიის ნაშთები.
ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მის სანახავად დადის ქალაქის უამრავი სტუმარი. ტურისტების რაოდენობის გაზრდას ხელი შეუწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც 2012 წლის მაისში გაიხსნა და ნარიყალას ციხესიმაგრე რიყის პარკს დაუკავშირა.
ქართლის დედა
თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო, ელგუჯა ამაშუკელის მონუმენტური ქანდაკება – „ქართლის დედა“, სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავზე. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა, მოგვიანებით, ქალაქის მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ქართლის დედის” დროებითი, ხის ქანდაკება ალუმინის ქანდაკებით შეცვლილიყო და 1963 წელს ხის ფაქტურა ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი, ძველი ქანდაკება ახლით, 20-მეტრიანი ქანდაკებით  შეიცვალა და ერთი დღის განმავლობაში თბილისის მცხოვრებლებს ორი „ქართლის დედის“ დანახვა შეეძლოთ. ამ ქანდაკების შექმნისთვის ელგუჯა ამაშუკელს 1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3