კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოკეანეში დაკარგული მეთევზე 106-ე დღეს ზვიგენმა გადაარჩინა

კირიბაკის რესპუბლიკის მცხოვრები ტოაკან ტეიტონი, რომელიც წყნარ ოკეანეში 106 დღის განმავლობაში იყო დაკარგული, ცოცხალი გადარჩა. ის თავის საოცარი გადარჩენისთვის მადლობას ზვიგენს უხდის.
„მე ვიწექი მოკუნტული და ქსოვილის ნაჭერი მეხურა, როდესაც ნავის გვერდზე ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. თვალი გავახილე და დავინახე ექვსფუტიანი ზვიგენი, რომელიც ნავის ირგვლივ დაცურავდა, – ყვება 41 წლის ტეიტონი, – უფრო შორს გავიხედე და გემი დავინახე. თვალებს არ ვუჯერებდი. მაშინვე დავიწყე ხელების ქნევა, ყვირილი და გემის ეკიპაჟმა ამიყვანა. ის ზვიგენი რომ არა, ეკიპაჟს ეგონებოდა, რომ ჩემთან ყველაფერი რიგზეა და გვერდით ჩამივლიდა“.
უნდა აღინიშნოს, რომ მეგობარს, რომელიც მაისის ბოლოს მასთან ერთად გაემართა სათევზაოდ, ნაკლებად გაუმართლა. „ჩვენ გვქონდა საკმარისი საკვები და შეგვეძლო თევზის ჭერა, მაგრამ, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ნავში საკმარისი მარაგი არ გვქონდა“, – იხსენებს მეთევზე.
4 ივლისს ტეიტონის თანამგზავრი გაუწყლოებისგან გარდაიცვალა. შესაძლოა, იგი ცოცხალი გადარჩენილიყო, ერთი დღეც რომ გაეძლო – სახელდობრ, დროის ამ მონაკვეთში მოვიდა ტროპიკული წვიმა, რომელმაც საშუალება მისცა ტეიტონს, მოემარაგებინა წყალი.
თვით ტეიტონი გამოტყდა, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ოკეანეში იმყოფებოდა, ის მუდმივად ლოცულობდა. მართალია, უმაღლესმა ძალებმა მის ვედრებას ყურადღება გვიან მიაქციეს: მამაკაცის სიტყვებით, გადარჩენამდე მის გვერდით გაცურა თევზსაჭერმა ხომალდმა, მაგრამ ეკიპაჟმა იგი ვერ შეამჩნია და ახლოს ჩაუარა მის ნავს.
„მე მივფრინავ სახლში და მეტად აღარასოდეს არ ჩავჯდები ნავში“, – განაცხადა გადარჩენილმა მეთევზემ, როდესაც სამშობლოში ბრუნდებოდა.

скачать dle 11.3