კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფლეიბოის“ ექსმოდელი – გაეროს სპეცწარმომადგენლად

ამერიკელი მილიარდერის, ხაიმა საბანის მეუღლე, ბავშვთა ფსიქოლოგი შერილ საბანი, დანიშნულია გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრესსამსახურმა. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ დანიშვნა დაკავშირებულია შერილის მეუღლის სპონსორულ მოღვაწეობასთან – მხოლოდ დემოკრატიული პარტიის ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რომლის წევრიცაა პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მან უკვე მილიონ დოლარზე მეტი გაიღო.
თუმცა, თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ 61 წლის შერილ საბანმა ეს საპატიო პოსტი მხოლოდ თავისი პროფესიული დონისა და დიდი გამოცდილების გამო დაიკავა. ზოგიერთი ცნობით, შერილ ლინ ჩაკლერი (საბანი) ახალგაზრდობაში პოპულარულ ეროტიკულ ჟურნალ „ფლეიბოისთვის“ პოზირებდა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ეს ფაქტი არ არის გაშუქებული. ამავე დროს, იგი ღიად ლაპარაკობს იმის შესახებ, რაზეც, ჩვეულებრივ, გაჩუმებას ამჯობინებენ ხოლმე. შერილის სიტყვებით, ის 18 წლის ასაკში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
შერილ საბანს აქვს დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში; წერს წიგნებსა და სტატიებს პოპულარული გამოცემებისთვის, აგრეთვე, დახმარებას უწევს კვლევებს ჯანდაცვის, განათლებისა და უდედმამო ბავშვების აღზრდის სფეროში.
შერილ საბანის ქმარი, ხაიმა საბანი, ისრაელიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1983 წელს წავიდა. მან თავისი გიგანტური ქონება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოიმუშავა. 90-იანი წლების ბოლოს საბანი თავისი მედიაიმპერიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ჩამოშორდა და თითქმის მთელი დრო ქველმოქმედებასა და პოლიტიკას მიუძღვნა. იგი ღიად უწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიას.

скачать dle 11.3