კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტი და რომელ საუკუნემდე არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შვეიცარიელ ქალებს

2012 წლის შემოდგომა მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებში: ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ისტორიიდან.

* ანდორის სამთავრო ესპანეთისა და საფრანგეთის მიერ იმართება. ამ „ჯუჯა” ქვეყნის მთავრები არიან ურხელის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი. ამგვარად, საფრანგეთის პრეზიდენტი ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული მონარქია.
* მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა კანონით სავალდებულოა მათთვის, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება. თუმცა, ზოგიერთ მათგანში კანონის დაუცველობა არ არის დასჯადი, ხოლო ზოგან, მაგალითად, ავსტრალიაში არჩევნებზე გამოუცხადებლობა ჯარიმით ისჯება; პერუსა და საბერძნეთში არჩევნებზე არმისულ ადამიანებს, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებმა მომსახურებაზე უარი განუცხადონ, ხოლო ბრაზილიაში ადამიანი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და არ მივიდა არჩევნებზე, ვერ მიიღებს პასპორტს, სანამ შემდგომ არჩევნებზე არ მივა.
* ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე, არჩევნებთან დაკავშირებით არაცივილიზებული კანონები მოქმედებდა. მაგალითად, შვეიცარიაში ქალებს 1971 წლამდე არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის  უფლება, ხოლო კანტონის ადგილობრივ არჩევნებში აპენცელ-ინეროდნეში, სულაც, 1991 წლამდე.
* ნიუ-მექსიკოს შტატში არის კანონი, რომლის თანახმად, თუკი  რომელიმე თანამდებობისთვის არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატი მოაგროვებს ხმების თანაბარ რაოდენობას, გამარჯვებულის ვინაობა რომელიმე თამაშით დგინდება. ამ კანონის რეალური მოქმედების ძალა 1998 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქალაქ ესტანსიაში, მერის თანამდებობისთვის მებრძოლებმა – ჯეიმს ფარინგტონმა და ჯოან კარლსონმა, ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს და ერთმა კანდიდატმა მოგებულის გამოსავლენად პოკერის თამაში, ხოლო მეორემ კამათლის აგდება არჩია. მონეტის აგდების შედეგად, კანდიდატებმა პოკერი ითამაშეს და მერის თანამდებობაზე მოგებული ჯეიმს ფარინგტონი დაინიშნა.
* მალაიზია კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფოა, თუმცა, მონარქის ტიტული  იქ არა სამუდამო, არამედ, არჩევითია. საქმე ისაა, რომ მალაიზია ცხრა შტატზე იყოფა, სადაც, ასევე, მონარქიული წყობაა. ამ შტატებს მართავენ: 7 სულთანი, 1 რაჯა და 1 მეთაური, ტიტულით – იანგ დიპერტუან ბესარი. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ეს ცხრა მმართველი ირჩევს ერთ მთავარ მონარქს, რომელსაც ქვეყნის მთლიანი მართვა ეკისრება. უნდა ითქვას, რომ მალაიზიაში მონარქს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია.
* საბჭოთა კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში 1991 წელს ვიცეპრეზიდენტობის ექვსივე კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, მათ შორის ისინიც, ვინც დამოუკიდებელ და უპარტიო კანდიდატ ბორის ელცინთან და ლიბერალ-დემოკრატ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ერთად იყრიდნენ კენჭს.
* შვეიცარიის პრეზიდენტი ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის საერთო სხდომაზე ირჩევა ფედერალური საბჭოს შვიდი წევრიდან. შვეიცარია პრეზიდენტს მხოლოდ ერთი წლის ვადით ირჩევს და, ტრადიციის თანახმად, შემდგომი პრეზიდენტი აუცილებლად ვიცე-პრეზიდენტი ხდება.
* პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1789 წელს ჩატარდა, და არჩეული პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 100 პროცენტი მიიღო.
* ჯონ ქუინსი ადამსი ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა აირჩია. 1824 წელს, არჩევნების დროს, ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა და ამერიკის კონსტიტუციის მე-12 შესწორების თანახმად, არჩევნის გაკეთების უფლება წარმომადგენლობით პალატას მიეცა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით ჯონ ადამსი აირჩია.
* ამერიკის შეერთებული შტატების 25 პრეზიდენტი, მათ შორის: აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ რუზველტი, რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი, პოლიტიკაში მისვლამდე იურისტები იყვნენ; მეორე, ყველაზე გავრცელებული პროფესია ამერიკის პრეზიდენტებს შორის – სამხედრო სამსახურია.
* ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ოთხჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტებმა მოიგეს: ჯონ ადამსმა – 1796 წელს, თომას ჯეფერსონმა – 1801 წელს, მარტინ ვან ბიურენმა – 1836 წელს და ჯორჯ ბუშ-უფროსმა – 1988 წელს.
*  ამერიკის შეერთებული შტატების 1916 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე კანდიდატს – დემოკრატ ვუდრო ვილსონსა და რესპუბლიკელ ჩარლზ ჰიუზს, გამარჯვების თანაბარი შანსები ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, ჰიუზი იმდენად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში, რომ არ დაელოდა ხმების დათვლის შედეგების გამოცხადებას და დასაძინებლად წავიდა. დილით ჰიუზს რეპორტიორებმა დაურეკეს და მისი რეაქცია აინტერესებდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვილსონმა ხმების მეტი რაოდენობა მიიღო. ჰიუზის სახლში ტელეფონს მისმა შვილმა უპასუხა და რეპორტიორს აცნობა, რომ პრეზიდენტს ეძინა. ამაზე რეპორტიორმა უპასუხა: „მაშ, როდესაც გაიღვიძებს, უთხარით, რომ ის პრეზიდენტი აღარ არის”.
* ლიბერიაში 1927 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჩარლზ კინგმა. შედეგების გამოცხადების შემდეგ კინგმა განაცხადა, რომ მას ხმა 234 ათასმა ადამიანმა მისცა, ეს რაოდენობა კი 15,5-ჯერ აღემატებოდა ლიბერიაში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. კინგის გაპრეზიდენტება ყველაზე გაყალბებულ არჩევნებად ითვლება.
* მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ არჩევნებად ითვლება ინდოეთში 1996 წელს ჩატარებული პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები, რომელში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულ იქნა 343 მილიონ 350 ათასი ადამიანი; ორგანიზებულ იქნა 565 ათასი საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდა 3 მილიონი თანამშრომელი.
* მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტი ჩინეთშია – 3 000 დეპუტატი, რომლებიც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან მთელი შემადგენლობით.
* ისლანდიის პარლამენტი – ალტინგი, უძველესია მსოფლიოში მოქმედ პარლამენტებს შორის. პირველი სხდომა ალტინგში 930 წელს ჩატარდა. საინტერესოა, რომ ისლანდიაში დღემდე მოქმედებს ალტინგის მიერ 982 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმად, ისლანდიის საზღვრების დატოვების შემთხვევაში, ცხენს არ აქვს უფლება, უკან დაბრუნდეს.
* გერმანული პარლამენტის – ბუნდესტაგის წევრი 1979 წლიდან, გამოგონილი პოლიტიკოსი, იაკობ მარია მირშაიდია, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, მირშაიდი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გამოიგონეს: მისი თანაპარტიელები რესტორანში სადილობის შემდეგ, ანგარიშის გადახდის მომენტში ტოვებდნენ რესტორანს და ოფიციანტს ეუბნებოდნენ, რომ მირშაიდი გადაიხდიდა. არარსებულ დეპუტატს აქვს საკუთარი გვერდი ინტერნეტში, იგი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და კანონის ავტორი. მირშაიდი სოციალ-დემოკრატების პარტიულ სიაში მუდამ არის წარმოდგენილი.

скачать dle 11.3