კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პათეტიკური შტრიხი

ნარჩენებზეც თანახმა?!

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი რისხვა დაიმსახურა, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლებიდან პატიმართა წამების ამსახველი კადრები მოხსნა, თუმცა, მათ პათეტიკაში ახალი შტრიხი გამოჩნდა. კერძოდ, პირველი ქდმ-ელი ამომრჩეველს მოუწოდებდა, რაკი მორალურად გაკოტრებულ „ნაცმოძრაობას“ აღარ შესწევს ჩვენი მართვა, თქვენ კი აღარ გსურთ, რომ მომდევნო ოთხ წელს იცხოვროთ მუდმივი რევოლუციის ან რევანშის ქვეშ, ერთი სიტყვით, არც ის გინდათ, რომ გაუწონასწორებელმა ძალამ გმართოთ ან ერთი მილიარდერის ლაბორატორიად იქცეთ, თუ თვალი აგეხილათ და გული გაგიცრუვდათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, ჩვენ მოგვეცითო (ხმა, რასაკვირველია), ანალოგიური შეგონება გაჩნდა „ახალი მემარჯვენეების“ წინასაარჩევნო კლიპშიც: არც – ერთი, არც – მეორე, ჩვენ ვართ – მესამე და ერთადერთიო.
ბუნებრივია, რამდენიმე დღეში შევიტყობთ, რა განაჩენი გამოუტანეს ამომრჩევლებმა არა მხოლოდ ორ ზემოხსენებულ, არამედ, ერთად აღებულ ყველა პარტიას, თუმცა, ამ ორის ზემომოხმობილი სარეკლამო რგოლებიდანაც აშკარაა, რომ მთავართა  შერკინების შემდეგ მორჩენილზეც  თანახმანი ბრძანდებიან.

скачать dle 11.3