კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შავი დედალი“

ანუ, „სამ ტანცუეტ, სამ პოიოტ“

იმის მიუხედავად, რომ ყველას გულისყური  არჩევნებისკენაა მიმართული, რაც არცაა გასაკვირი: ზოგი სკამს ელის, ზოგი – მასთან გამომშვიდობებას, ზოგსაც ციხის გისოსები ეზმანება (თან, შესაძლოა, კიდეც აუხდეს), ზოგს კოჭი მაინც ალჩუზე დაუჯდა.  კერძოდ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ თსუ-ის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანად ანდრო ბარნოვი დაინიშნა, რომელიც უფრო ადრე თავდაცვის მინისტრს მოადგილედ უმშვენებდა გვერდს. დანიშვნა ფაკულტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს, იმ მიზეზით, რომ ბ-ნი ბარნოვი იმავე ფაკულტეტის დოქტორანტი გახლავთ, სადაც დეკანად მიავლინეს. სტუდენტთა გულისწყრომა გასაგებია, ვინაიდან, მათაც და მამულსაც ის ურჩევნია, თუკი დეკანი თავის სტუდენტებზე ნასწავლ-განათლებული იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად თსუ-ის ადმინისტრაციამ სხვაგვარად განსაჯა, თუმცა, თუ, ზოგადად, საკადრო ცვლილებების ტრაექტორიას გავიხსენებთ, იქნებ, განა თსუ-ის ადმინისტრაციამ, სხვაგვარად უფრო ზემოთ განსაჯეს.
თუ გავიხსენებთ, რომ განათლების სისტემის ზედა ეშელონებში კადრები, ძირითადად, ციხე-პოლიციიდან ივსება (დიმიტრი შაშკინი სწორედ ციხეების მინისტრობიდან გაამწესეს განათლების მინისტრად, ახლახან კი თავდაცვა ჩააბარეს; განათლების მინისტრი ქ-ნი დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორობიდან გადაერთო განათლების მინისტრობაზე, ანდრო ბარნოვი კი თსუ-ში თავდაცვის სამინისტროდან გადაიყვანეს), სავსებით ბუნებრივი ხდება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მიერ გაცემულ დიპლომსა და ატესტატს  ამ ცოდვილ და უკვე შვიდმილიარდიან დედამიწაზე მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს.

скачать dle 11.3