კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბურჯგამოცლილი

„თუკი პარტია მიბრძანებს ამას“

იმის მიუხედავადაც, რომ ქართული განათლების სისტემას ისეთი ბურჯი, როგორიც დიმიტრი შაშკინია, თვალსა და ხელს შუა გამოეცალა (ეს უკანასკნელი ახლა იქ ირჯება, სადაც პარტიამ მიუხმო. მეტიც, მას აწ უკვე ქართული თავდაცვის აღმშენებლობაში გვერდს კვლავაც კოკა სეფერთელაძე უმშვენებს!), გვამხნევებენ, რომ ქართული განმანათლებელი სისტემა კვლავაც იქ დგას, სადაც, ჩვეულებისამებრ, პოსტრევოლუციურად იდგა! მეტიც, გვარწმუნებენ, რომ ერთიანი თუ სამაგისტრო გამოცდები ისევე არნახულად ჩაატარეს, როგორი არნახული დემოკრატიაც მოგვართვეს.
თუმცა, მეორე მხრივ, რეალური სურათი ასეთია: მეორადი ჩარიცხვებიც დაუშვეს (არადა, 20 ფაკულტეტის არჩევის მიზანი, სწორედაც რომ, მეორადი ჩარიცხვების გაუქმება იყო) და ჯერჯერობით არც მაგისტრანტთა საგრანტო კონკურსის შედეგია ცნობილი. მართალია,  უცნობია და, როგორც გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდი იუწყება, ასე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გაგაგებინებთო, მაგრამ, რაკი სწავლა 3 ოქტომბერს იწყება, მათ, ვინც მაგისტრანტი გახდა, უმაღლესი სასწავლებლები თანხას წინასწარ ახდევინებენ, თუმცა აიმედებენ, რომ, თუ გრანტს მიიღებენ, უკანვე დაუბრუნებენ.
ამის პარალელურად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება (რაც სრული დეზინფორმაციაა), რადგან, მაგალითად, თსუ-ში მაგისტრანტი საგნებს ვერ აირჩევდა, თუ თანხა არ ჰქონდა გადახდილი.
ჩვენ არ ვიცით, რატომ გვაბნევს გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც არც ის, რა საფუძველზე ითხოვენ თანხას წინასწარ უმაღლესი სასწავლებლები (ნახევარი მილიონი ლარი ზედმეტი თანხა შეუვიდათ, თანაც, სრულიად უპროცენტოდ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქართულ დიპლომს დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ, განათლების ანაბანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აი, ფულის გემო კი მეტად ძალუმად უგრძვნიათ!

скачать dle 11.3