კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლექტივო, მხარი-მხარს!

„რაც მამამ პარლამენტში წაგიღო“

შესაძლოა, იმიტომ, რომ სული ტკბილია, პოლიტიკოსის სული – უფრო ტკბილი, ორივეს კი სკამი სჯობს, ან, იქნებ, სულ სხვა მიზეზით, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ცესკოს მიერ ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვას მხარი დაუჭირა: მმართველი პარტიის, ლეიბორისტების, პაატა დავითაიას აწ უკვე „ევროპელი დემოკრატებისა“ და ედეპეს მხარდამხარ. აქვე გეტყვით, რომ პაატა დავითაია და ქდმ, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. რატომ? იმიტომ, რომ  ბ-ნი დავითაია ქდმ-ს პარტიული სიის მეხუთე ნომერია (5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა 6 დეპუტატის გაყვანის გარანტიაა), მის გარდა კი, „ევროპელ დემოკრატებში“ არც არავინაა.
ერთი სიტყვით, სწორედ ზემოჩამოთვლილთა წყალობით, ცესკომ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე შეზღუდვები დაუდგინა: მათ უბნის გახსნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება, შემდეგ კი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა შექუჩდნენ. ერთი ისაა, რომ ასეთი ადგილი საარჩევნო ყუთიდან არა უმეტეს სამი მეტრით უნდა იყოს დაშორებული. თანაც, იმ ადგილის დატოვების შემთხვევაში, ჟურნალისტებს უკან აღარ დააბრუნებენ და უბნიდან გამოაძევებენ (ნეტავ, ფეხსალაგში თუ გაუშვებენ?!). 
ამის მიუხედავადაც, ქდმ-ელები წარბშეუტოკებლად აცხადებენ, რომ (სხვათა შორის, თავიანთ საარჩევნო რგოლშიც), სწორედ მათი ძალისხმევით მიეცათ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. თუ გავიხსენებთ, რომ თავის დროზე მმართველი ძალაც გვარწმუნებდა, თუ „მაფი“ ვერა, „მაფზე“ უკეთესი მივიღეთო, უდავოა, ხარს რომ ხართან დააბამ (თუნდაც ეს პარლამენტის შენობა იყოს) ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.
ანუ, „რაც მამამ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობამ“) პარიზში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტში) წაგიღო, ქართული სულ დაგავიწყდა“!

скачать dle 11.3