კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სალამაშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა სალამა.
სალამაშვილები, როგორც სახაზინო გლეხები, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ ჩატარებულ აღწერაში მოხვდნენ, სუფიქსი შვილი ჩამოაცილეს და ოვი დაურთეს. ასე გაჩნდა ახალი გვარი – სალამოვი. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალამოვები სალამაშვილები არიან.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გვარის ფუძეა სიტყვა სალამი. სავარაუდოდ, საკუთარი სახელი სალამა მომდინარეობს სოლომონიდან.
საქართველოში 156 სალამაშვილი ცხოვრობს: კასპში – 102, თბილისში – 31, გორში – 9. არიან სხვაგანაც.
ამირაშვილი
  გვარის ფუძეა სიტყვა ამირა, რომელიც მუსლიმანურ ქვეყნებში მმართველის აღმნიშვნელია.
სოფელ თაკვში მცხოვრები ამირაშვილი სვიმონ მეფემ გოსტაშაბ ბარათაშვილს უწყალობა.
მახარა ამირაშვილი დასახელებულია 1636 წელს შედგენილ წყალობის წიგნში მოწმედ.
მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ტანგარეთში მოიხსენიება ვინმე ამირაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ამირზალაშვილი, ამირახორი, ამირბეგაშვილი, ამირეჯიბი, ამირაზაშვილი, ამირაღასშვილი, ამირეზაშვილი, ამირეჯიბიშვილი, ამირიძე, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი.
საქართველოში 148 ამირაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 60, თბილისში – 44, გურჯაანში – 28. არიან სხვაგანაც.
ელიკაშვილი – ელიკაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ელია. ამ საკუთარი სახელიდან რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
ელია ძველი ბერძნული სახელია და ნიშნავს: „ღმერთი ციხესიმაგრეა ჩვენი.”
ელიკაშვილი და ილიკიშვილი ერთი და იგივე გვარია.
1671 წელს ელიკა მოიხსენიება ბაადურ ციციშვილის მიერ სამწევრისეული მამულების ნუსხაში, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ნაქონი სამი დღის მიწა კაკალაშვილს ჰქონდა.
1709 წელს, ავნევში მცხოვრები ელიკაშვილი ფალავანდიშვილის წილის ბარათში მოიხსენიება.
ერტისში მცხოვრები ბიძინა ელიკაშვილი 1688 წელს მეფე გიორგიმ მამულითურთ უწყალობა ბეჟან თურქისტანიშვილს.
გიორგი ელიკაშვილი 1781 წელს სოფელ მუხათში მოიხსენიება.
ელიკაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ჭანდარში.
საქართველოში 750 ელიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 305, გურჯაანში – 199, თბილისში – 174. არიან სხვაგანაც.
სტეფანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სტეფანე. სტეფანე ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გვირგვინს. ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოზ, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში, მეექვსე საუკუნეში. ამ სახელისგან წარმოქმნილი გვარებია: სტეფანაშვილი, სტეფანიშვილი, სტეფანია, სტეფნაძე და ტეფნაძე.
სოფელ ბორბალოს 1873 წლის აღწერით,  იასე და ალექსანდრე სოლოღოვების, იგივე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან ივანე და მისი ვაჟი, იოსებ სტეფანიშვილები.
საქართველოში 585 სტეფანიშვილი ცხოვრობს.
საქუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქუა.
1721 წლის ყმების ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი სოლოღაშვილს ოგანეზა ვარდიგულაშვილისთვის მიუცია, მოიხსენიება საქუაშვილი.
ტაბახმელელი ბაღდასარა საქუაშვილი მოიხსენიება 1736 წელს თავდახსნილობის წიგნში, რომელსაც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილები აძლევენ მელიქო საქუაშვილს.
ხაბაზი დათუა საქუაშვილი მოიხსენიება 1782 წელს, ზაალ გურამიშვილის ყმების ნუსხაში.
საქართველოში 208 საქუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 51, ახმეტაში – 40, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.
 რამინიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რამინი, რომელიც ინდურ-ირანული წარმოშობისაა და მორჩილს, დამჯერს ნიშნავს.
1941 წელს სანდრო რამინიშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან ასურეთში გადასახლებულა.
გაბრიელ რამინიშვილი მოიხსენიება  გაბრიელ რამინიშვილის ვალის თაობაზე შედგენილ არზაში გიორგი მეთორმეტის ოქმში, 1860 წელს.
საქართველოში 45 რამინიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, სამტრედიაში – 4, აბაშაში – 2. არიან სხვაგანაც.
ტატუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატუ.
1721 წლის აღწერაში დიდ თონეთში მოიხსენიებიან ბედინა და ივანა ტატიაშვილები. შემდეგ წლებში ამ გვარმა სახე იცვალა და ტატუაშვილად ჩაწერეს.
„თიანეთელ სახელმწიფო გლეხს, ივანა ტატუაშვილსა და მის ცოლს, მარიამს, შეეძინათ ვაჟი, პეტრე“.
საქართველოში 509 ტატუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 205, დმანისში – 119, თეთრი წყაროში – 76. არიან სხვაგანაც.
შინგაზრდილაშვილი
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შინგაზრდილაშვილების წინაპრები მელიქიშვილები არიან. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, მელიქიშვილთაგან აღებული მეტსახელი – შინგაზრდილა – გაუგვარდათ. შემდეგ კი, მიზეზთა გამო, შინგაზრდილოვებად ჩაუწერიათ. შინგაზრდილოვი რუსიფიცირებული გვარია. მკითხველმა იცის, რომ რუსულ საბუთებში შეტანილი გვარები, რომლებიც სუფიქსი შვილით იყო დაბოლოებული, მოაშორეს და მას ფორმატი ოვი დაამატეს, ანუ, ასე გააფორმეს. ასეთი ბედი გაიზიარეს როგორც ქართულმა, ისე სომხურმა, ოსურმა და აფხაზურმა გვარებმა.
ასევე, მელიქიშვილიდან ნაწარმოები გვარებია: მირიმანაშვილი, მირიმანიძე, იავანგულაშვილი, მელქუაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 48 შინგაზრდილაშვილი ცხოვრობს: თელავში – 23, თბილისში – 11, გურჯაანში – 4. არიან სხვაგანაც.
ამბროსაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ამბროსი. ეს სახელი ნიშნავს უკვდავთა წილხვედრს, ღვთაებრივს.
ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ ამილღაბარ (გოსტაბაშვილის) ყმების ნუსხაში.
ამბროსაშვილთა განაყოფია გვარი ამირანაშვილი.
ასევე გვხვდება გვარი ამბროსიშვილი.
საქართველოში 44 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3