კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** სხეული: „დასალევი მინდა!“ გული: „სიყვარული მინდა!“ ტვინი: „პროტესტი უარყოფილია‚ მეც დასალევი მინდა!“

ბათუმიდან ახალჩამოსული ქალი დამცინავად ეუბნება დაქალს:
– იცი‚ გუშინ შენი ქმარი დავინახე, ვიღაც ქერა ქალი ეკიდა კისერზე....
– აბა, შენი ქმარივით‚ სიმინდის ვედრო ხომ არ ეკიდებოდა!..
***
 სად იყავი ამდენ ხანს?
– თანაკლასელების შეხვედრაზე.
– კი მაგრამ, ერთი კვირა?
– ერთად ვიხსენებდით... სად ვცხოვრობდი.
***
მიხოს სიდედრი გაუხდა ავად...
– შვილო‚ მიხო‚ სასაფლაოზე არ დამასაფლავოთ‚ დამწვით და აქ‚ ჩემს ეზოში მოაბნიეთ ჩემი ფერფლი.
– არა‚ არ ივარგებს: ოდნავი სიო და – ისევ სახლში ხარ...

***
თუ იოგურტის შენახვის ვადა ამოიწურა‚ ეს იმას არ ნიშნავს‚ რომ მასში არსებული კეთილი ბიფიდობაქტერიები დაიხოცნენ – ისინი‚ უბრალოდ‚ ბოროტების მხარეზე გადავიდნენ...
***
– მამა‚ მართალია‚ რომ აღმოსავლეთში‚ საქმრომ ქორწინებამდე არ იცის‚ ვინ არის მისი მომავალი ცოლი?
– ეჰ‚ შვილო‚ ეგ ყველა ქვეყანაში ეგრეა.
***
ფრაზა „კაცმა თქვა და გააკეთა,“ სინამდვილეში ასეა: „კაცმა თქვა‚ ქალმა შეახსენა‚ ქალმა შეახსენა‚ ქალმა დააძალა‚ ქალმა დააძალა‚ ქალმა ტვინი გაუხვრიტა‚ კაცმა გააკეთა“.
***
მიხო დაიკარგა. სამი დღე არ გამოჩენილა. მეოთხე დღეს შუაღამისას მოვიდა შეშინებული – დამმალეთო...
– უცხოპლანეტელი შემხვდა‚ ქალი... აინტერესებდა‚ როგორ ვმრავლდებით.... თვითონაც ამიხსნა‚ როგორ მრავლდებიან: კომპიუტერის ერთ „კნოპკას“ დააჭერ – გოგო გამოვა‚ ორ კნოპკას ერთდროულად – ბიჭი... მეც „ავუხსენი“ ჩვენებური და... გადამეკიდა – თქვენი კომპიუტერი მომყიდეო... ძლივს გამოვიპარე...
***
მიხო გვიან ბრუნდება სახლში‚ ძალიან მთვრალია და მიტუაც ახლავს. მარომ კარი გაუღო და გაბრაზებული ეჩხუბება:
– რამდენჯერ გაგაფრთხილე და მაინც მთვრალი მოხვედი?.. ჰოდა, დასჯილი ხარ – ერთი თვე სექსს ვერ ეღირსები! შენცა‚ მიტო!
***
კლინიკაში ტიპი მივიდა.ექიმი ეკითხება:
– ეწევი?
– კი.
– სვამ?
– კი.
– და, ამის შემდეგ ჩემთან რაღა გინდა?
– ქალი...
***
მოსემ თქვა: ყველაფერი ღვთისგანაა.
სოლომონმა თქვა: ყველაფერი ჭკუისგანაა.
ქრისტემ თქვა: ყველაფერი გულისგანაა.
მარქსმა თქვა: ყველაფერი მოთხოვნილებისგანაა.
ფროიდმა თქვა: ყველაფერი სექსისგანაა.
აინშტაინმა თქვა: ყველაფერი ფარდობითია...
ასეა – რამდენი ებრაელიცაა‚ იმდენი აზრია.
***
– რა საერთოა ბუღალტერსა და ბიუსტჰალტერს შორის?
– როგორც ერთს‚ ისე მეორეს‚ შეუძლია დაფაროს ის‚ რაც არსებობს და აჩვენოს ის‚ რაც სინამდვილეში არ არსებობს.
***
– მე ვერ ვიტყვი‚ რომ დედაშენი ცუდად ამზადებს‚ მაგრამ, ვხვდები‚ რატომ ლოცულობთ ყოველი ჭამის წინ...
***
პოულობ სიმდიდრეს – კარგავ სინდისს.
პოულობ ქალს – კარგავ ჭკუას.
პოულობ ჭეშმარიტებას – კარგავ რწმენას...
მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ პოულობ თავისუფლებას.
***
გამოცდა ფიზიკაში. პროფესორი ეკითხება სტუდენტს:
– მგზავრობთ ავტობუსით. საშინლად ცხელა. რას აკეთებთ?
– ვაღებ ფანჯარას.
– სწორია. რა ხდება ავტობუსში აეროდინამიკის თვალსაზრისით?
– ??
– ორიანი...
ერთი‚ ორი სამი ვაჟი ჩაიჭრა. გამოცდაზე შედის გოგონა. იგივე კითხვა.
– ვიხდი მაისურს...
– ძალიან ცხელა...
– „იუბკასაც“ ვიხდი...
– ძალიან ცხელა-მეთქი...
– ვიხდი ლიფს...
– კი მაგრამ‚ ამდენ ხალხში?
– რაც უნდათ ის თქვან, ფანჯარას არავითარ შემთხვევაში არ გავაღებ – დავარცხნილი თმა ამეწეწება.
***
ბავშვობისას ვოცნებობდი‚ რომ ჩემთან მოსულიყო პრინცი და წავეყვანე... ახლა კი ამაზე ჩემი ქმარი ოცნებობს...
***
იმქვეყნად ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს... ერთი – მთლად გალურჯებული‚ მეორე – სულ წითელი.
– მე – გასაგებია‚ გავიყინე‚ მაგრამ, შენ რატომ ხარ ასეთი წითელი?
– მივდივარ სახლში‚ ცოლი საძინებელში სრულიად შიშველია... ვფიქრობ: „კიდევ ვიღაც მოათრია“... გადმოვქექე ყველაფერი... გარდერობი‚ საწოლები‚ კუთხეები, ვერავინ ვიპოვე და, უცბად, ისე გამიხარდა... მოკლედ‚ გულმა ვეღარ გაუძლო და იყვირა:
– იდიოტო! მაცივარში უნდა შეგეხედა‚ მაცივარში!
***
– ჩემს ქალიშვილთან ხელის სათხოვნელად ორი ერთად მოვიდა: ჟურნალისტი და ინჟინერი.
– მერე‚ ვის გაუმართლა ბედმა?
– ორივეს – ერთმანეთზე დაქორწინდნენ.

скачать dle 11.3