კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ დააჩქარა თორნიკე ოქრიაშვილმა მეუღლის მშობიარობა უკრაინაში გაფრენამდე და რატომ იყო მის გამო შოკში ლიკა მუზაშვილი

ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი‚ რომ ნიჭიერი და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი‚ თორნიკე ოქრიაშვილი, პატარა ალექსანდრეს მამა გახდა. მისი მეუღლე მშვენიერი ლიკა მუზაშვილია. ჩემი აზრით‚ თორნიკე საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბელორუსთან გატანილი მისი გოლი კი „უეფამ“ კვირის საუკეთესო გოლად აღიარა. თუმცა‚ ჩემთვის‚ ასევე‚ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი‚ რომ თორნიკეს ოჯახში (ის ამ ეტაპზე უკრაინაში იმყოფება‚ მისი სატრანსფერო უფლებები დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის და ამჟამად მარიუპოლის „ილიჩივეცში“ თამაშობს) საოცრად სასიამოვნო და თბილი გარემოა‚ ისეთი‚ თავს კომფორტულად‚ შინაურულად რომ გრძნობ და წამოსვლა აღარ მოგინდება.

ლიკა მუზაშვილი: პირველად რომ დავინახე ალექსანდრე‚ შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ, მერე ადვილად და ძალიან მალე შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ჭკვიანი ბავშვია. გარეგნობით თორნიკეს ჰგავს, ამას სხვებიც ამჩნევენ, თუმცა‚ მეც მგავს იერით. იმ ღამეს, როდესაც ალექსანდრე დაიბადა, თოკო მიფრინავდა. მე სამშობიარო ბლოკში ვიყავი, მუცელი მტკიოდა, მაგრამ, ჯერ არ ველოდებით მშობიარობის დაწყებას ინგას (თორნიკე დედას – ავტორი) ვუთხარი, თოკოს დაუძახე, უნდა დავემშვიდობო-მეთქი. როგორც კი შემოვიდა, მალევე დამეწყო მშობიარობა და 5-7 წუთში გავაჩინე ალექსანდრე. თოკოც მეუბნებოდა, ჩქარა იმშობიარე, ნახევარ საათში მივფრინავო. მართლაც, მოასწრო შვილის ნახვა და მერე გაფრინდა.
– არ გამოუთქვამს მშობიარობაზე დასწრების სურვილი?
– თავიდან მითხრა‚ ვერ შემოვალ, მეშინიაო. თუმცა, მერე‚ ბლოკში რომ შემოვიდა, აღარ გასულა. შიგნით არ შემოსულა, მაგრამ, შემოიხედა და ისე ნერვიულობდა, იქვე ჩაიკეცა. სხვათა შორის‚ ბავშვი მაშინვე აიყვანა ხელში. ისეთი რეაქციები ჰქონდა, ისე იქცეოდა, რომ მეც შოკში ვიყავი.
ინგა ნარიკაშვილი (თორნიკეს დედა): თოკო ძალიან ემოციური და თბილია. ზოგჯერ აქვს ისეთი მომენტები, რომ ფიქრობს – ამას ვერ შევძლებო, მაგრამ, ფაქტის წინაშე რომ დგება, მერე ყველაფერი შეუძლია. სხვათა შორის, როდესაც „ზენიტს“ უნდოდა თორნიკე და იქ წავიდა შეკრებაზე, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მაუგლის შეადარა – ფოტოც არის გადაღებული, სადაც გაბრაზებული სახე აქვს. მეც ბავშვობიდან „მაუგლის“ ვეძახდი, რადგან ყოველთვის საიდანღაც იყო ჩამოსახსნელი. მაგრამ, ამავდროულად, ჭკვიანი და დამჯერი იყო, უზრდელი არასდროს ყოფილა.
– თორნიკე ფეხბურთზე თქვენი სურვილით შეიყვანეთ თუ თავიდანვე ავლენდა სპორტის ამ სახეობის მიმართ სიყვარულს?
– 6 წლის იყო, რომ მივიყვანეთ, რადგან, ბურთთან ერთად ეძინა. სახლში თუ ეზოში, სულ თამაშობდა და არ იშორებდა ბურთს. პირველად „ირაოზე“ მამუკა ფანცულაიასთან დაიწყო ვარჯიში და თავიდანვე ჰქონდა ნიჭი: გაძვრებოდა, გამოძვრებოდა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, სხვების მშობლები რომ უყურებდნენ, ამბობდნენ, ეს ბავშვი ბურთთან ცეკვავსო, სასწაულებს აკეთებდა. მაგრამ, როგორც ყველა სპორტსმენს‚ თორნიკესაც ჰქონდა დაღლის, იმედგაცრუების მომენტები‚ რა თქმა უნდა‚ რაღაც მიზეზების გამო.
– ეს როდის ხდებოდა და რას გულისხმობთ მიზეზებში?
– 15 წლის ასაკში აქტიურად ვიყავით მის სპორტულ ცხოვრებაში ჩართულები. იმედგაცრუება ყოველთვის აქვთ სპორტსმენებს, მიზეზებს აღარ დავასახელებ. გარდა ამისა‚ იყო გარდატეხის ასაკიც. ორკვირიანი პაუზა ჰქონდა, ამბობდა, აღარ წავალო და არ მიდიოდა. ერთ დღესაც, დავჯექი და ვუთხარი: ამდენი წელია, ამ საქმეს ვაკეთებთ, შენც ყველაზე კარგად ეს გამოგდის და, თუ ვინმეს არ სჯერა ან ვერ დაინახა, უნდა დაუმტკიცო. თუ თავს დაანებებ, მერე იტყვიან: აი, სწორად ვამბობდითო. ორი კვირა ყოველდღე ამას ვეუბნებოდი და ბოლოს წავიდა ვარჯიშზე. მეორე დღეს იყო თამაში და ისეთი სასწაულები გააკეთა, რომ „გაგრის“ სელექციონერმა თავიდან აღმოაჩინა. „გაგრიდან“ მერე ოთარ გაბელიამ გამოიძახა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში. ეს მისთვის მოულოდნელი და სასიხარული იყო, რადგან არც 17-წლიანებში გამოიძახეს და არც 19-წლიანებში.
– ლიკა, როგორ გაიცანით შენ და თორნიკემ ერთმანეთი?
ლიკა: „გეპეის“ სახელმწიფო ანსამბლ „მერანში“ ვცეკვავ. ოპერაში გვქონდა კონცერტი და, იქ, ოპერასთან გავიცანი თორნიკე. ორივემ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, ვიცოდი, რომ მოვიდოდა, უბრალოდ‚ იმ დღეს პირველად ვნახე. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო – ორივეს მოგვეწონა ერთმანეთი. მაშინ 16 წლისანები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა, სულ ვარჯიშობდა და მეც ვსწავლობდი, ცეკვაზე დავდიოდი, მაინც ცდილობდა ყურადღების გამოხატვას და ჩემს ნახვას. შეიძლება, კვირაში ორჯერ გვენახა ერთმანეთი, მაგრამ, ესეც გვაკმაყოფილებდა. როდესაც გავიგე, რომ უკრაინაში მიდიოდა, გამიხარდა, მაგრამ, მერე ძალიან გამიჭირდა, სულ მოლოდინში ვიყავი, თუმცა, ნელ-ნელა შევეჩვიე. თან‚ ხომ იცი, შორს რომ არის‚ უფრო გენატრება და ღრმავდება ურთიერთობა. რადგან ერთმანეთისგან შორის ვიყავით, ამიტომ ცოტა აგრესიულებიც გავხდით, თუმცა, ეს ორივემ ადვილად გადავლახეთ. ის უფრო მეტად მიწყობს ხელს, ვიდრე მე. ძალიან რთულია, მაგრამ მიხარია‚ ასეთი წარმატებული რომ არის. უკრაინაში რომ წავიდა‚ სამი კვირის ფეხმძიმე ვიყავი და ძალიან გამიჭირდა. მაგრამ, ყოველთვის მეუბნება: ხომ იცი, როგორ მალე გავა ეს პერიოდიო და, მართლაც, უცებ გადის. არასდროს გამომითქვამს პრეტენზია, იქ რატომ ხარ-მეთქი. დეკემბერში ველოდებით. გიჟს ჰგავს შორიდან, სულ ბავშვის ფოტოებს ათვალიერებს.
– ალბათ‚ მის თამაშებს სულ ადევნებ თვალს.
– ბოლო თამაშებზე არ ვყოფილვარ, რადგან, ფეხმძიმედ ვიყავი და ამიტომ, სახლიდან ვადევნებდი თვალს.
ინგა: ყოველკვირა თამაშები აქვს, ინტერნეტით ვუყურებთ და განცდებში ვართ. ვიღაცა წააქცევს და აქედან მიდის ჩვენი კომენტარები. ბელორუსთან თამაშის დროს ნათესავის ბავშვი მეჯდა კალთაში. გოლი რომ გაიტანა, ისე წამოვხტი, რომ ეს ბავშვი ჰაერში დავიჭირე. უცბად დავჯექი – მივხვდი, ბავშვი მივარდებოდა. მერე‚ თოკოს ფეხებში რომ ჩაარტყეს და გაიყვანეს, მთელი სტადიონი ფეხზე ადგა და ეს იყო საოცრება. ძალა აღარ მქონდა, რომ მეც ფეხზე ავმდგარიყავი.
ლიკა: მე გული ამიჩქარდა და წამლები დავლიე. ძალიან ვამაყობ თოკოთი. იმდენმა ადამიანმა დამირეკა და მომილოცა, არც ვიცოდი‚ ყველას თუ ვიცნობდი. ისე ემოციურად ვუყურებდი თამაშს, მეგონა‚ დაჩქარდებოდა ჩემი მშობიარობა.
ინგა: ესპანელებს ასე თავისუფლად რომ ეთამაშებოდა‚ ეს უკვე უკრაინის დამსახურებაა, რადგან, ძალიან გახსნეს. თოკოსაც ჰქონდა დაკომპლექსების მომენტები – აუ, რა მაგარია, მე ასე როგორ უნდა გავაკეთოო. იქ უფრო თავდაჯერებული, გახსნილი გახდა და არ ეშინოდა. ხომ თქვა: მე ვეთამაშები და, თუ გამომივა – გამომივაო.
– სიურპრიზების გაკეთება ეხერხება?
ლიკა: კი, უყვარს სიურპრიზები. 8 მარტს სახლში რომ მოვედი, ყვავილები დამხვდა – 101 ცალი გამომიგზავნა. მანამდე მომილოცა: როგორ მინდა‚ შენთან ვიყოო, მეტი არაფერი უთქვამს. ისე გამიხარდა, უბედნიერესი ვიყავი.
ინგა: რომანტიკოსია, ბევრჯერ გაუკეთებია სიურპრიზი და ახლაც განაგრძობს.
ლიკა: ძალიან ყურადღებიანია. თუმცა როგორი ქმარია, ჯერ ვერ გეტყვი, რადგან, არ ვიცი – სულ წასულია. შეყვარებული კარგი იყო და, არა მგონია, ცუდი ქმარი იყოს. ალექსანდრე ჯერ პატარაა და, ცოტა რომ წამოიზრდება, მერე სამივე ერთად ვიქნებით. თვითონაც უნდა, რომ ბავშვთან ახლოს იყოს.
– ესპანეთთან თამაშზე ახალი, ორიგინალური ვარცხნილობით გამოგვეცხადა. ეს თქვენთვისაც მოულოდნელი იყო?
– არ ვიცოდი, ასეთი ვარცხნილობით თუ გამოვიდოდა. ვუყურებდი და რომ ვერ ვიცანი, ვიფიქრე, ალბათ‚ არ ათამაშეს-მეთქი. მერე, ჰიმნზე რომ ჩამოატარეს კამერა და დავინახე, მეგონა‚ ნიძლავში წააგო გადაპარსვა. ეტყობა, გადაიწვნენ და განტვირთვა უნდოდათ.
ინგა: როგორც თორნიკემ თქვა: დათომ (თარგამაძემ, – ავტორი) და თორნიკემ ერთმანეთს ბაზაზე „ბრიტვით“ გადაპარსეს თმა. დილით ქეცბაია გაკვირვებული უყურებდა –  საღამოს თმით შეუშვა და დილით ნახევრად გადაპარსულები გამოვიდნენ.

скачать dle 11.3