კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაარქვა თათული ედიშერაშვილმა ქალიშვილს სესე და რა დამთავრდა და დაიწყო მისთვის ცხოვრებაში ძალიან კარგად

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. რამდენიმე ხნის წინ, თამარ ღლონტი, ნინო ჯაფარიძემ შეცვალა და „შუა ქალაქიდან” „ალუბლების ქუჩაზე” გადაინაცვლა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თათული ორი ადამიანისთვის ყოველთვის იცლის და მათთან ურთიერთობით სიამოვნებას დიდი დოზით იღებს. ესენი არიან 2 წლის ნანიკო და 8 თვის სესე. რა შეიცვალა ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაში, როგორია მისი ყოველდღიური რეჟიმი, რა ხდის ბედნიერს და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს, უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– საკმაოდ დიდი ხანია, „თბილისელების“ მკითხველს თათული ედიშერაშვილის ინტერვიუ არ წაუკითხავს. დროის ამ მონაკვეთში შენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და შესაბამისად, მოსათხრობიც ბევრი გექნება.
– ჩემი ახალი პერსონაჟით დავიწყებ, რომელსაც ნინო ჯაფარიძე ჰქვია, არის ექიმი და 4-ჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი. ეს ალბათ ყველაფერს ამბობს, თუ როგორი შეიძლება იყოს ის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მას არ აქვს ბევრი კარგი თვისება. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, რადგან პერსონაჟი ბოლომდე არ არის განვითარებული. ძალიან ბევრი ნინოსნაირი ქალი მხვდება და სხვათა შორის მომწონს. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა მას ებატონებიან, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს და რაღაცეების დათმობაზე მიდის. ალბათ, ჩემი პერსონაჟი ისეთია, რომელიც არაფერს თმობს, თავისი შეხედულებები აქვს და შესაბამისად, მისი გაძლება მამაკაცებისთვის ძნელია. ალბათ, ამიტომაც არის 4-ჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი. ჩემი პერსონაჟი იმითაც საინტერესოა, რომ ის ჩემგან აბსოლუტურად განსხვავდება, სულ სხვა კატეგორიისა და სტილის ადამიანია. აცვია ისე, როგორც მე არ ვიმოსები. პიჯაკი, მაღალი ქუსლები, დიდი ბეჭდები, თმაზე „ბიგუდები“ და ასე შემდეგ. თავი უცხოპლანეტელი მგონია ხოლმე, მაგრამ საინტერესოა და მომწონს, რადგან სიახლეა ჩემთვის.
– „შუა ქალაქზე“ რას იტყვი?
– საერთოდ ვფიქრობ, რაღაც რომ იწყება, ის ოდესღაც ძალიან კარგად უნდა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, „შუა ქალაქში” ძალიან კარგად დამთავრდა ჩვენთვის და დავიწყეთ ახალი სერიალი „ალუბლების ქუჩა 12,” რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად დავიწყეთ. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ ეს ისეთი არ არის, ძველი ჯობდა, მაგრამ ესეც შეგუების მომენტია. როცა 4 წელი უყურებ სხვა სერიალს და მისი პერსონაჟები გიყვარდება, ვეღარ წარმოგიდგენია, ეს ადამიანები სხვა გარემოში, სხვა ჩაცმულობით, სხვა ტექსტებით. დარწმუნებული ვარ, როცა მაყურებელი მასაც შეეჩვევა, არანაკლებ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. ზოგს უკვე ძალიან მოსწონს და მიესალმებიან ამ ცვლილებას.
– იუმორი, როგორც მთლიანად ამ სერიალშიც უხვად იგრძნობა შენს პერსონაჟში.
– ჩემი პერსონაჟი ნაკლებად იტვირთავს თავს ლაპარაკით. ისეთი ქალია, ცოტას რომ ლაპარაკობს და მიზანში არტყამს. ძალიან ცივი და საღი გონებით წყვეტს ყველაფერს და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ზედმეტად თავის აზრს თავს არავის ახვევს. ხელს არავის უშლის და არც არავის აშლევინებს. ძალიან მომწონს.
– საკუთარი თავიდან თუ გაქვს ნინო ჯაფარიძის პერსონაჟში რაიმე აღებული?
– ალბათ, რაღაცეები მაქვს აღებული და ეს ბუნებრივიცაა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან ჩემი პერსონაჟი ჯერ კიდევ ძიებისა და კეთების პროცესშია.
– სახელი და გვარი თავად შეურჩიე ნინო ჯაფარიძეს?
– თავიდან მინდოდა, ნინიკო იაშვილი ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნიკა ჯაფარიძის და უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ, ნინიკო იაშვილის მაგივრად ჯაფარიძე გახდა.
– მაყურებელი ყოველთვის დიდი სიყვარულით გხვდება.
– ზოგი იმდენად ნერვიულობს, ახლოს რომ მოდის, არ იცის, რა მითხრას. მეც უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ვიწყებ ლაპარაკს, თითქოს მე მივედი მასთან. როგორ ბრძანდებით, უი, რა კარგი გოგო ხართ და ასე შემდეგ. მინდა, რაღაცნაირად სიტუაცია განვმუხტო. ვფიქრობ, მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, როცა ადამიანებს ასე უყვარხარ. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს მაქსიმუმი არ არის და ყოველთვის ვცდილობ, ახალი ძალებით მოვსინჯო ყველგან ყველაფერი. მე თვითონ ვერ ვჩერდები და არ მაკმაყოფილებს ერთი და იგივე. ესეც ალბათ ადამიანური ბუნებაა. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესია ისეთია, რაც არ უნდა მონდომებული და კეთილგანწყობილი იყო, მაინც გიწევს, რაღაცეებს დაემორჩილო, რადგან სხვანაირად არ გამოდის. თუ ბუნება და ხასიათიც ისეთი გაქვს, რომ არ შეგიძლია, ვინმეს თვალში თითი ატაკო – ხარ შენთვის ისე როგორც ხარ, არ გამოგდის ძალების მოსინჯვა იმ დოზით, როგორც გინდა. თუმცა, რაც გამოგვდის, ამისთვისაც ღმერთს მადლობა.
– იმიჯი გაქვს შეცვლილი, რაც ძალიან მოგიხდა.
– ყველა მეუბნება, დედობა ძალიან მოგიხდაო. 2 შვილი გავაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისეთი გრაფიკი მაქვს, ლიფტში ვივარცხნი თმას, მეუბნებიან, მაინც ფორმაში ხარო. ეს, ალბათ, შვილების მიმართ დიდმა სიყვარულმა იცის, რომელიც გალამაზებს, ბედნიერს, უფრო კეთილსა და კარგს გხდის.  შესაბამისად, ალბათ, სხვასაც უფრო მოსწონხარ.
– ბავშვები რა ხნის არიან?
– ნანიკო 5 ოქტომბერს ხდება 2 წლის, სესე 8 თვისაა. სესე ძალიან მსუქანია და სერიოზული ძალა მჭირდება, ბავშვი ხელში დავიჭირო.
– როგორი დედა ხარ?
– ვფიქრობ, ძალიან მზრუნველი და მოწესრიგებული დედა ვარ. ძალიან ჯანსაღად ვუდგები შვილების აღზრდას, ზედმეტად არ ვაწუხებ აღზრდის სხვადასხვა მეთოდებით მათ. თავს არ ვიძაბავ და მათი გაზრდით სიამოვნებას უფრო ვიღებ, ვიდრე ტანჯვას. თან, ძალიან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. უფრო მეტიც, ალბათ, ამაზე კარგს მართლა ვერაფერს გავაკეთებ.
– ორივე ფეხმძიმობის დროს აქტიურად მუშაობდი და ეკრანზე იყავი.
– განსაკუთრებით პირველზე. ბოლოს მართლა ვეღარ დავდიოდი, რეპეტიციებსა და გადაღებაზე მანქანით მივყავდი ჩემს მეუღლეს. თან, სამშობიარო ტკივილებიც თითქმის დაწყებული მქონდა, მაგრამ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რადგან შემდეგი კვირის სცენარში ვეწერე და გადაღებას ვერ ჩავშლიდი. ბოლოს უკვე სერიალში ფეხი მომტეხეს და დამსვეს. ერთადერთი იმის თავი მქონდა, ტექსტი დამემახსოვრებინა. ბოლო წუთამდე შრომაში ვიყავი. რაც შეეხება მეორე ფეხმძიმობას, 8 თვის ორსული თურქეთში ვიყავი გადაღებაზე. მე, თამუნა ნიკოლაძე და გოგა ბარბაქაძე ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის სახეები გავხდით. სერიოზული ფოტოგადაღებები გვქონდა. ალბათ, 9 საათი მუხლჩაუხრელად მიდიოდა გადაღებები. საბოლოო ჯამში, თბილისში არცთუ ისე დაღლილი ჩამოვედი. ეს ძალიან ნორმალურად მიმაჩნდა და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. ახლა რომ ვფიქრდები, ვერ ვხვდები, როგორ ვბედავდი და როგორ არ მეშინოდა. ღმერთს მადლობა, რომ ორივე ბავშვზე კარგი ფეხმძიმობა მქონდა და შრომით არ ვწუხდებოდი.
– სახელი სესე ვისი არჩევანია?
– მგონი, გოგოს სესე საერთოდ არავის ჰქვია ჩემი შვილის გარდა. ბავშვებს იმდენად უცნაური გვარი აქვთ, რომ სახელი მინდოდა შემერჩია განსაკუთრებული და მოვიფიქრე კიდეც – სესე ჩიმჩიური. თან, იცით როგორ უხდება? სუფთა სესეა. ზოგი მეკამათება, რომ ეს ბიჭის სახელია. დაე, იყოს ბიჭის სახელი, მე ძალიან მომწონს. სესეს ნათლობის სახელი კი სესილიაა.
– ინტერვიუს დასასრულს, რას ეტყვი შენს მაყურებელს, რომელსაც ყოველთვის უხარია თათულის დანახვა?
– ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვა უხარიათ. ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი, მართლა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. ეს საოცარი რამ არის. შეიძლება, ბევრი რამ აკეთო, მაგრამ რა ენერგიასაც უშვებ, მისი ნახევარი დაგიბრუნდეს, ან ცოტა შეცვლილი ფორმით. მე კი რა ემოციასაც ვუშვებ მაყურებელში, გაათასმაგებული მიბრუნდება, რაც უდიდესი ბედნიერებაა როგორც ადამიანისთვის, როგორც მსახიობისთვის და როგორც დედისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას. როცა სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამით სხვასაც სიამოვნებას ვანიჭებ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ისიც ვთქვა, რომ ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებენ და უფრო ლმობიერები იყვნენ. თუმცა, ჯანსაღ კრიტიკას ნამდვილად არ ვერიდები და არ მეშინია.
 კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. მეშინია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

скачать dle 11.3