კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს თბილისში მცხოვრები 68 წლის კაცი თავის ნათესავებს ბელგიაში და რისი იმედი აქვს მას

68 წლის ზურა ნოეს ძე ჩუბინიძე ეძებს 70 წლის ალექსეი მაჭავარიანსა და 69 წლის მარინა მაჭავარიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს: 70 წლის ალექსეი მაჭავარიანს და მის მეუღლეს – 69 წლის მარინა მაჭავარიანს. ალექსეი ჩემი მამიდაშვილია. მე ის დიდი ხანია, არ მინახავს და მასთან უკვე 15 წელია, კავშირი აღარ მაქვს. სამწუხაროდ, მათი მოძებნა და მათთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხე. გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში. მაქვს ალეკოსა და მარინას ძველი ფოტო, რომელზეც დიდ იმედს ვამყარებ.
– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი და რატომ ვერ დაუკავშირდით მათ ამდენი ხნის განმავლობაში?
– მამიდაჩემი, ნაზი, ბელგიაში გათხოვდა, სადაც ორი შვილი შეეძინა: გოგონა – ნაირა და ვაჟი – ალექსეი. ნაზი ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მას მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათესავებთან. მამაჩემს ნაზის გარდა, ჰყავდა კიდევ ორი დედმამიშვილი – სულ ოთხნი იყვნენ. ნაზი დაახლოებით ოცი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ, ალექსეისა და ჩვენ შორის კავშირი სულ იყო. ბოლოს მე მას თხუთმეტი წლის წინ ველაპარაკე. ნამდვილად არ ვიცი, რა არის მასთან დაუკავშირებლობის მიზეზი. ვიცი, რომ აქვს ოჯახი: მეუღლეს მარინა ჰქვია, შვილებს – ოლიკო და მიხეილი. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მათ მოძებნაში. სამწუხაროდ, მათი შვილების ფოტო მე არ გამაჩნია.
– აქამდე თუ ეძებდით ნათესავებს და თუ არის თქვენთვის ცნობილი მათი ბოლო ცნობილი მისამართი?
– მე მათ სულ ვეძებ მას შემდეგ, რაც მათთან კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ, უშედეგოდ. ვიცი, რომ თქვენც ვერ შემპირდებით პოვნას, მაგრამ, ცდა ბედის მონახევრეაო... მათი ბოლო მისამართი ვიცი, მაგრამ, იმ მისამართზე ისინი, მგონი, აღარ ცხოვრობენ. სავარაუდოდ, სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.
– ისინი თუ ყოფილან საქართველოში?
– დიახ, ისინი იყვნენ საქართველოში. როგორც უკვე გითხარით, ნაზი ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე და ბავშვებიც ჩამოჰყავდა სტუმრად. მახსოვს, ძალიან მოსწონდათ აქ ყოფნა. აქ პატარები რომ ვიყავით, სულ ვპირდებოდი, როცა გავიზრდები, მე ჩამოვალ თქვენთან სტუმრად-მეთქი.
– შეიძლებოდა თუ არა, რომ თქვენი ნათესავები საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ? თქვენ მათ კონკრეტულად მხოლოდ ბელგიაში ეძებთ?
– ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს ცნობილი არ არის. მე უფრო ვფიქრობ, რომ მათ ბინა გაყიდეს ან გადაცვალეს. პირადად მე კვლავ ძველ მისამართზე ვცხოვრობ. ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ოჯახებმაც გაიცნონ ერთმანეთი.
– ნათესავების პოვნის შემთხვევაში როგორ ფიქრობთ მათ ნახვას?
– მათთან შეხვედრა ნამდვილად მინდა, მაგრამ, არა მგონია, გამოვიდეს, რადგან, მე ვერ მოვახერხებ იქ ჩასვლას. ისინი კი, თუ შეძლებენ და ჩამოვლენ, ამაზე უკეთესი რა იქნება?! მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ერთმანეთი არ დაკარგონ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3