კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი ნათესავებმა და ვის ეძებდა თბილისში მცხოვრები კაცი ირკუტსკში

38 წლის ალექსანდრე ნოდარის ძე კვერნაძე ეძებდა დაახლოებით 79-81 წლის ნიკოლოზ სევერიანის ძე ბუბლიჩენკოს და დაახლოებით 78-79 წლის ელეონორა პეტრეს ასულ კუზმინას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბაბუას და ბებიას (დედის მხრიდან): ბაბუაჩემი, ნიკოლოზ სევერიანის ძე ბუბლიჩენკო, ამჟამად დაახლოებით 79-81 წლის უნდა იყოს. ბებია კი, ელეონორა პეტრეს ასული კუზმინა – 78-79 წლის. ბებია და ბაბუა ნანახიც კი არ მყავს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე 3 წლის ვიყავი. დედაჩემი თავის სამშობლოში, რუსეთში დაბრუნდა, მე კი მამამ გამზარდა. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი წინაპრების გაცნობა ან მათი ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც. გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სულ ახლახან დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში.“  საბედნიეროდ, ირკუტსკის ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა იყოჩაღეს და დაკარგული ადამიანები მალევე გვაპოვნინეს. დღესდღეობით კავშირი შვილიშვილსა და ბებიას შორის აღდგენილია (ბაბუა ცოცხალი აღარაა). დღევანდელი რუბრიკის სტუმარი თავად უამბობს მკითხველს თავის ისტორიას.
– თქვენ ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა არც კი გქონიათ. როგორც თქვენი წინა ინტერვიუდან მახსოვს, თქვით, რომ ისინი არც კი გინახავთ. რას გრძნობთ ახლა, როდესაც ბებია იპოვეთ?
– მამაჩემი, ნოდარ ზურაბის ძე კვერნაძე, მსახურობდა ირკუტსკში, სადაც გაიცნო კიდეც დედაჩემი. ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ, დედამ საქართველოში ცხოვრება ვერ შეძლო და ირკუტსკში დაბრუნდა, მე კი აქ გავიზარდე. ჩემს ბებიასა და ბაბუაზე ყველაფერი მამაჩემისგან ვიცოდი. როდესაც გავიზარდე, მათი პოვნა მომინდა. ისინი მართლაც კარგი ხალხი იყვნენ. მამა მეუბნებოდა, რომ ისინი სულ მიგზავნიდნენ ამანათებს, მაგრამ, მათთან კავშირი უეცრად შეწყდა. მე მათი მხოლოდ ერთი ფოტო გამაჩნდა და, სიმართლე გითხრათ, მათი პოვნის დიდი იმედი არ მქონდა. ძალიან მიხარია, რომ ბებია ვიპოვე და უკვე ვესაუბრე კიდეც. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება დედამიწის ზურგზე, ბებიას ნახვაც რომ შევძლო. ბებიასაც ვახსოვდი და სულ ყოველთვის უნდოდა ჩემი ნახვა. ორივე ბედნიერები ვართ. სამწუხაროა, მაგრამ, ბაბუა ცოცხალი აღარ ყოფილა – ის სამი წლის წინ გარდაიცვალა.
– ბიძას თუ დაუკავშირდით, მან თუ იცის, რომ გამოჩნდით?
– დიახ, ბიძამ უკვე დამირეკა და ვისაუბრეთ. ის ამჟამად 55 წლისაა და უკვე ბაბუაც კი გამხდარა. მე მყავს ბიძაშვილები – ალექსეი და ლიზა, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიცნობ, მაგრამ, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად გავიცნობთ. ისინიც ირკუტსკში ცხოვრობენ. ბიძაჩემს, თურმე, ეგონა, რომ მე მათზე განაწყენებული ვიქნებოდი, დედამ რომ დამტოვა და სამშობლოში უჩემოდ დაბრუნდა. მაგრამ, არც მე, არც მამაჩემი, არ ვართ ასეთები, გულში წყენას არასდროს ვიტოვებთ.
– გეგონათ თუ არა, რომ ასეთ მოკლე დროში იპოვიდით ნათესავებს?
– ნამდვილად არ მეგონა, მით უმეტეს, ვიცი, რომ ადამიანები წლობით ეძებენ ხოლმე ერთმანეთს. მართლაც გამიმართლა. ცუდია, დედაჩემი რომ აღარაა ცოცხალი, თორემ, ალბათ, ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში – დედა მაინც დედაა! ბებიას კი ძალიან გაუხარდა, მით უმეტეს, როდესაც გაიგო, რომ მე მათ სულ ვეძებდი, რომ მახსოვდნენ და მინდოდა მათი პოვნა. მან მიამბო, როგორ უნდოდა, თურმე ბაბუას ჩემი ნახვა. თურმე, ის ჩემი პატარაობის სურათს ინახავდა და სულ ამბობდა, ნეტავ ამჟამად როგორია ჩვენი საშკაო. ვფიქრობ, ნათესავებმა არ უნდა დაკარგონ ერთმანეთი. მიუხედავად კავშირის არქონისა და ტერიტორიული სიშორისა, დღესდღეობით მე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან თავიდან შევიძინე ბებია. მამაჩემიც ძალიან მოხარულია ამ ამბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ირკუტსკის ნებაყოფლობით დამხმარეებს და თქვენ, გაწეული სამსახურისთვის.

скачать dle 11.3