კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუპების დიეტა

„რატომღაც, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სუპი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, მავნებელია მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. უბრალოდ, გააჩნია წვნიანს, რადგან, არსებობს როგორც მსუყე და მაღალკალორიული, ისე მსუბუქი, დაბალკალორიული,  ანუ, დიეტური სუპები, რომლებიც, შეგიძლიათ, მიირთვათ, რამდენიც გსურთ“, – ამტკიცებენ ამერიკელი დიეტოლოგები. ვისაც მათი არ სჯერა, გარისკონ, „გადადონ თავი“ ერთი კვირით და ნახონ შედეგი. ასეთ სუპებს ისინი მიაკუთვნებენ საკვების იმ კატეგორიას, რომელიც წვავს ცხიმებს, სასარგებლოც არის, გემრიელიც და მაძღრისიც.
თავისებურება: ისევე, როგორც ყველა მონოდიეტა, სუპების დიეტაც ექსტრემალურად ითვლება ორგანიზმისთვის და ამიტომ მისმა ხანგრძლივობამ 2 კვირას არ უნდა გადააჭარბოს.
მოქმედების პრინციპი: ნებადართულია მხოლოდ ვეგეტარიანული, დაბალკალორიული წვნიანები. ყოველდღიურად უნდა მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის სუპი.
მოსალოდნელი შედეგი: კვირის ბოლოს წონაში დაიკლებთ 4-დან 5 კილოგრამამდე.
გთავაზობთ სუპების რამდენიმე ვარიანტს, მომდევნო დღეებისთვის კი თქვენს ფანტაზიას მიმართეთ, ოღონდ, წვნიანის მომზადების პრინციპი დაიცავით.
ლიტვური ცივი ბორშჩი
1 ჩაის ჭიქა უცხიმო ცივი კეფირი ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა გააზავეთ მდუღარე წყლით (წყალი ძალიან ბევრი არ მოგივიდეთ, თხელი არაჟნის სისქის მასა უნდა მიიღოთ). შეურიეთ წვრილად დაჭრილი 1 ცალი მომცრო ზომის გათლილი ცოცხალი კიტრი და ნახევარი კონა დაჭრილი კამა. შეგიძლიათ, შეატანოთ 1 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი (ეს არის 1 ულუფა, ანუ, ან ყოველი ჭამის წინ მოამზადეთ თითოეული ჯერი, ან, ყველა ინგრედიენტი გააორმაგეთ და მთელი დღის ულუფა მოიმზადეთ, რადგან კვება 4-ჯერადია.
სტაფილოსა და ხახვის სუპი
1 კონა ნიახური, 2 ცალი სტაფილო, 10 ცალი მწვანე ლობიო (წვრილად დამტვრეული), 1 პატარა თავი ხახვი, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა და კომბოსტოს 3-4 ფოთოლი დაჭერით წვრილად, დაასხით 1,5 ლიტრი ტომატის წვენი, დაამატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაღალ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და არ გადმოდგათ სრულ მომზადებამდე. ბოლოს დაუმატეთ ცოტა მარილი და ნახევარი კონა დაჭრილი ოხრახუში (4 ულუფა).
ისპანახის წვნიანი
1 საშუალო ზომის თავი ხახვი და 2 კბილი ნიორი გახეხეთ ან დაჭერით ძალიან წვრილად და მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში (გამოიყენეთ ალუმინის ქვაბი). ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ისპანახი და კარგად მოშუშეთ. მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი, ნელ-ნელა ჩაუმატეთ 1 ლიტრი რძე (თან ურიეთ) და ხარშეთ კიდევ 5 წუთი (4 ულუფა). მსგავსი წვნიანები შეგიძლიათ მოამზადოთ მჟაუნისგან, ყვავილოვანი კომბოსტოსგან (შეიძლება, რძის ნაცვლად წყალი გამოიყენოთ, განსაკუთრებით – კომბოსტოს შემთხვევაში) და სხვა ბოსტნეულისგან.

скачать dle 11.3