კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზივით ფარფლებიანი ქალები – მარკ ჯაკობსის ზამთრის ქალი

კარგად ჩამცმელ ნებისმიერ ქართველს  ეს კოლექცია „ჯორჯიან” ან „თბილისი ფეშენ-ვიქზე”, რომ ენახა ეროვნული ბრენდის სახელით, მინიმუმ ერთი კვირა მაინც ილაპარაკებდა – ამას როგორ ჩავიცვამ, ეს ქართველები წინ ვერ წავიდნენ და გემოვნება ვერ დაეხვეწათო. მაგრამ, რადგან ეს „მარკ ჯაკობსია“, ალბათ, ყველა გაჩუმდება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია: როგორი სამოსიც არ უნდა შექმნას მარკ ჯაკობსმა, ჯერ ერთი, ძალიან დიდი დამსახურება აქვს მოდის სფეროში  და მისი ყოველი ახალი ნააზრევი განხილვას მაინც იმსახურებს და, მეორე – ისეთი ქსოვილებით არის კოლექცია შექმნილი, რომ, აბსოლუტურად უფორმოსაც კი, ნებისმიერი გემოვნებიანი ქალბატონი „რამენაირად” მოიხდენდა.
ნიჭიერ დიზაინერს, რომლის კოლექციებიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს, წელს მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა კალმისა თუ ნოუთბუქის სიმწარე აგემეს. პირველივე გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პოდიუმზე  ხის ჩარჩოში ჩასმული ქალბატონების დიდი ხნის წინ გაყვითლებულ ფოტოებს ვათვალიერებდით. „ქაღალდი“ ჩარჩოში იცვლებოდა და ერთმანეთის მიყოლებით ორმოცდათექვსმეტი „კადრი“ ვნახეთ.
 კარგად რომ დავაკვირდეთ, შემოდგომა-ზამთრის 2012-2013 წლის კოლექციაში დიზაინერს ის ელემენტები ჰქონდა თავმოყრილი, რომლებიც უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში იყო მის რეპერტუარში გაფანტული. ისიც კი დაიწერა, რომ ჯაკობსის ფანტაზია დაიშრიტა, რომ ის ახალს ვეღარაფერს იგონებს და ძველის გადამღერებით მაინც ცდილობს, არ დაიმატოს ადამიანი, რომელიც რაღაც სიახლეებს შეიტანს მის სამოსში. მან თითქოს ახლებურად ითამაშა პროპორციებში, განახორციელა ცვლილებები მხოლოდ ღილების დონეზე, მაგრამ, მთავარში მაინც საკუთარი თავის ერთგული დარჩა – ტკბილი, რომანტიკული განწყობა და ფერთა პალიტრა; ნატურალური, მშვიდი, პასტელის ფერების გამა. ვერცხლისფერი შარვალი, წყლისფერი თხელი სვიტერი და უცნაური თავსაბურავი ჩვენების პირველი „ლუქი” იყო. დიზაინერმა ამ სეზონზე დიდი რაოდენობით ტყავი გამოიყენა. საინტერესო იყო ფარფლებიანი, ტანზე მომდგარი, ულამაზესი ტყავის კაბები, რომლებიც ზამთრის სუსხშიც კი საოცარ სექსუალურობას ჰმატებს ქალის სხეულს. ეს სტილი ჯაკობსმა უცნაური კოლგოტებითა და თავსაბურავებით გაამრავალფეროვნა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, დიზაინერი გვთავაზობს როგორც წვივთან გადაჭრილ ჩექმებს, ასევე ღია ფეხსაცმელს – ამ შემთხვევაში გათბობა მხოლოდ თბილ წინდაზეა დამოკიდებული.
 ამ კოლექციაში ნახავდით ყველაფერს – სულ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სვიტერებს, თეთრეულის მსგავს თხელ კაბებსა და მოსაცმელებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის, მონღოლური ცხვრის ბეწვის საყელო და სახელოები ჰქონდა; სუფთა პლასტიკის ტრენჩები, რომლებიც ისეთივე წარმატებით იყო ბეწვით გაფორმებული, როგორც ნატის (ზამშის) თბილი მოსაცმელები;  აბრეშუმხავერდის („პანბარხატის”) კაბები; მამაკაცური, უელსის პრინცის საყვარელი სამეულები (შარვალი, პიჯაკი, ჟილეტი) და სამოცდაათიანი წლების უხეში, ტრიკოტაჟული კაბები.
 „ახლა ყველა ისე გადაერთო ახალზე, რომ, უმჯობესია, ცოტა ხანს ამისგან დავისვენოთ,” – განაცხადა მარკ ჯაკობსმა ჩვენების შემდეგ. მისი ჩვენების მნახველებმა კი, შეიძლება იფიქრონ, რომ ჯაკობსმა, უბრალოდ, მარტივი გზა აირჩია ამ სეზონზე.

скачать dle 11.3