კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოტივაცია მთავარია!



ნებისმიერ საქმეში მთავარია მოტივაცია – ეს იცის ყველამ, მაგრამ, მხოლოდ ერთეულები აცნობიერებენ, კიდევ უფრო ცოტანი ახორციელებენ და ცხოვრობენ მოტივაციით. თუ გადაწყვიტეთ, შექმნათ ოჯახი და საამისო მოტივაციაც გაქვთ, აუცილებლად მალევე იპოვით მეორე ნახევარს. მოტივაცია არ ნიშნავს სურვილს, ეს კიდევ სხვა რაღაცაა. მაგალითად, უცებ მიხვდით, რომ დროა, მარტო აღარ იყოთ; დრო მოვიდა, სტატუსი შეიცვალოთ და ოჯახი შექმნათ – ეს კიდევ არ არის მოტივაცია. გათხოვდე ან დაქორწინდე მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, პირიქით, ხელისშემშლელი ფაქტორია და არა მოტივაცია. მოტივაცია იქნება ის, თუ იფიქრებთ, რომ გინდათ სრულფასოვანი, ჰარმონიული ოჯახი შექმნათ. რომ ეს ჭეშმარიტად თქვენი სურვილია და ფანტაზიები, ემოციები და ენერგია უკვე ოჯახში, ოჯახისთვის უნდა დაიხარჯოს. მოტივაციაა, როცა გინდა, რომ გახდე „ჩვენ“, ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი „მე“. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენს მომავალთან დაკავშირებით მიიღებთ, არის პროექტი, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მოტივაცია იმ ადამიანის მხრიდანაც უნდა იყოს, რომელიც თქვენ გვერდით აღმოჩნდება. შესაძლოა, თქვენი მოტივაციაც გახდეს საკმარისი, თუკი ის ძლიერი იქნება.

ბედნიერების ძიებაში

რაშია ბედნიერი ქორწინების საიდუმლო და რომელი კომპონენტებისგან შედგება ის? იქნებ, არსებობს რეცეპტი, რომელიც მხოლოდ ერთგულებმა იციან და სხვებს არ უმხელენ?! ალბათ, მთავარია, გქონდეს უნარი, გაუმკლავდე კრიზისებს, რომლებიც ყველა წყვილის ცხოვრებაშია და შეუძლებელია მათი თავიდან არიდება.
უნდა ავიღოთ თუ არა მაგალითი სხვა წყვილებისგან?! ზოგადად, მაგალითების გათვალისწინება სასარგებლოა, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ადამიანი ინდივიდუალური არსებაა. ამიტომ, სხვისი ცხოვრების ზუსტად გამეორება არც შეიძლება და არც გამოვა.
წარმოიდგინეთ, ორმა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულმა „ნახევარმა“ ერთი მთლიანი უნდა შექმნას და, თანაც, ის ჰარმონიული უნდა იყოს – ეს უკვე მითია. „რყევები“ გარდაუვალია, ანუ, თავიდანვე უნდა შეეგუოთ იმას, რომ მოგიწევთ შრომა თქვენი ურთიერთობის შესაქმნელად, თანაც, ეს ურთიერთობა ცხოვრების ახალ-ახალ ეტაპზე ფორმას იცვლის და ახალ სირთულეებს წარმოშობს. ოჯახის შენარჩუნება, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ადვილი არ არის; რთულია, გადაურჩე იმის განცდასაც, რომ ოჯახი საერთოდ არ არის საჭირო და მარტო ცხოვრება გაცილებით კომფორტულია. ფასეულობების გადაფასება ყოველთვის ხდებოდა და კიდევ მოხდება, მაგრამ, ოჯახი მაინც რჩება მთავარ ფასეულობად. მთავარია, ის ფარსად და თამაშად არ ვაქციოთ.
დააკვირდით ტუჩებს

ადამიანების ცნობა ადვილი არ არის, უფრო სწორად, მათი ბუნების, ხასიათის შეცნობაა რთული. თუ თქვენს პარტნიორში დარწმუნებული კიდევ არ ხართ, დააკვირდით მის ტუჩებს – ისინი ბევრ რამეს მოგიყვებიან:
თუ მამაკაცს „გაბუსხული“ (მსუქანი) ტუჩები აქვს, ის... სექსუალურობის ხორცშესხმული მაგალითია. ძალიან მგრძნობიარეა და იდუმალი ხიბლი აქვს. სამაგიეროდ, იშვიათად არის გულწრფელი, ეძებს სიამოვნებას და პატივმოყვარეა.
წინ წამოწეული ქვედა ტუჩი აქვს მამაკაცს, რომელიც ეგოისტი და ჯიუტია. მასთან ურთიერთობა რთულია. რადგან, დარწმუნებულია, რომ ყოველთვის თვითონაა მართალი. როგორც არ უნდა ეცადოთ, პოზიციებს ვერ დაათმობინებთ.
თუ მამაკაცს პატარა ტუჩები აქვს, ის ძალიან ნაზია და დაუცველი; რბილი, დამთმობი ხასიათის; ამასთან, ჭკვიანია, დიდსულოვანი და პატიოსანი.
თხელი ტუჩები აქვს მამაკაცს, რომელიც, ფაქტობრივად, უემოციო და ცივსისხლიანია, ოღონდ, ძალიან თავშეკავებული და მახვილგონიერი. სექსი თითქმის არ აინტერესებს.
თუ მამაკაცის ტუჩების პროპორცია სრულიად დარღვეულია, ანუ, მას ასიმეტრიული ტუჩები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიზანდასახული, შეუპოვარი პიროვნებაა, არ ეშინია სიძნელეების და ყოველთვის მზადაა, მოისმინოს განსხვავებული აზრი, თუმცა მათ არასოდეს გაითვალისწინებს. მომთმენია, რადგან იცის, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც თავად სურს.
მკვეთრად გამოხატული დიდი ტუჩები აქვს მამაკაცს, რომელიც არასდროს მოექცევა ილუზიების ტყვეობაში. ის ყოველთვის საკუთარი თავის იმედადაა, არავისგან არაფერს ითხოვს, უპრეტენზიოა და კარგი ხასიათი აქვს.
სტერეოტიპებს – არა!

სტერეოტიპები ყოველთვის არსებობდა, ყველა დროს და ყველა ხალხში. ზოგს ეშინოდა მათი, ზოგი კი ღიმილით უყურებდა. დღეს პროგრესმა ყველა სფეროში შემოაღწია, შესაბამისად,  შეიცვალა ურთიერთობები და, ბუნებრივია, შეიცვალა სტერეოტიპებიც, ანუ, ისინი მაინც დარჩა, თუმცა სახეცვლილი ფორმით. მთავარია, ჩვენ როგორ მივუდგებით მათ, როგორ გავიაზრებთ და გავაცნობიერებთ. უბრალოდ, დროა, ვიფიქროთ, რომ სტერეოტიპი არ შეესაბამება რეალობას.
მაგალითად, ადრე განქორწინებული ქალი ლამის კეთროვანივით იყო. მას ყველა ერიდებოდა და, პრაქტიკულად, ვერ იპოვიდით მამაკაცს, რომელიც მასზე დაქორწინებას გაბედავდა. დღეს ეს უკვე სასაცილოა, თუმცა, სტერეოტიპი მაინც შემორჩა და ზოგჯერ, ამ სტერეოტიპის დაჯერებას ადამიანები (განსაკუთრებით – ქალები) სწორედ აბსურდამდე მიჰყავს. მამაკაცები დღეს დამოუკიდებელ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, თუნდაც განქორწინებული იყოს და ბავშვიც ჰყავდეს.
სტერეოტიპი არ არის ის, რომ ქალები ყოველთვის იყვნენ მამაკაცებზე გაცილებით ჭკვიანები და შესწევდათ უნარი, სამყაროსთვის, ქვეყნისთვის იმაზე გაცილებით მეტი გაეკეთებინათ, ვიდრე მამაკაცებს. მართალია, მამაკაცებს დიდად არ უხარიათ ქალებისთვის მათი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების მიცემა, მაგრამ, აშკარა შეტევაზე აღარ გადმოდიან. ამიტომ, დროა, დავივიწყოთ სტერეოტიპი – აქტიური ქალების კაცებს ეშინიათ და მათ მარტოდ დარჩენის მეტი შანსი აქვთ. მამაკაცები უბრძოლველად არაფერს თმობენ და სტერეოტიპებიც მათ წისქვილზე ასხამს წყალს – აი, კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რატომ უნდა ვუთხრათ სტერეოტიპებს – არა!

скачать dle 11.3