კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე ვარ მწყემსი კეთილი“

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში და სხვა მხრიდან გადადის, ქურდია და ავაზაკი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსიც ის არის. ცხვარს ესმის მისი ხმა, მწყემსი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გაიყვანს. თავის ცხვრებს რომ გაიყვანს, წინ მიუძღვის და ცხვრებიც მიჰყვებიან, რადგან იცნობენ მის ხმას.
მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გაწირავს ცხვრებისთვის. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე სულს ვწირავ ცხვრებისთვის.
დაქირავებული მოჯამაგირე არ არის მწყემსი, ფარა მისი არ არის და არც ზრუნავს მასზე. დაინახავს თუ არა მგელს, ცხვრებს მიატოვებს და გარბის, მგელი კი იტაცებს ცხვარს და ფარას ფანტავს.
მე სხვა ცხვრებიც მყავს, ოღონდ არა ამ ფარიდან. ისინიც უნდა მოვიდნენ ჩემთან, მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“.
იოანე 10, 1-5; 11-36
უფლის ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, არ შეიძლება, არ გაგახსენდეს დიდებული ხატი, სადაც იესო ქრისტეს მწყემსივით შემოუსვამს ცხვარი მხრებზე. ამ ხატს „მწყემსი კეთილი“ ჰქვია, მაგრამ „დაკარგულ ცხვარსაც“ ვეძახით, რადგან მასზე „დაკარგული ცხვრის“ იგავია გაცოცხლებული.
ყველა მწყემსი უკან მიჰყვება ხოლმე ცხვრის ფარას. უფალი იესო ქრისტე ერთადერთი მწყემსია, წინ რომ მიუძღვის თავის სამწყსოს, რომელიც მას მისდევს, ესმის და იცნობს მის ხმას. ასე იცნეს კეთილი მწყემსის ხმა მოწაფეებმა, როცა უფალმა მათ უთხრა: „მომდევდით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთო“. და ისინიც გაჰყვნენ.
მაგრამ, არიან ცრუ მწყემსებიც. უფალი გვაფრთხილებს, რომ ეს ცრუ მწყემსები ქრისტეს გზით კი არა, სხვა გზით მოდიან ფარასთან. უფალი ამას ქრისტეს მტერზე ამბობს, რომელიც ქრისტეს ეკლესიას ებრძვის და იქ განხეთქილება შეაქვს.
არც დაქირავებული მოჯამაგირეა კეთილი მწყემსი. მას გული არ შესტკივა ცხვარზე, რადგან ფარა მისი არ არის. მგელი თუ გამოჩნდა, თავის საშველად გარბის, ცხვარს კი საფრთხეში აგდებს.
ალბათ მიხვდით, რომ ქურდი და დაქირავებული მოჯამაგირე უკეთური ქრისტიანები არიან, მგელი კი ეშმაკია. მათგან კეთილი მწყემსი გვიცავს, ის თავის სიცოცხლესაც გასწირავს ჩვენს გადასარჩენად.
უფალი იესო რამდენჯერმე იმეორებს: „ჩემს სულს ვწირავ ცხვრებისთვის“. ჯვარცმულმა უფალმა სიცოცხლე ყველა ცოდვილის გადასარჩენად შესწირა, სიკვდილი ყოველი ჩვენგანისთვის მიიღო. ამიტომ ამბობს: „მე სხვა ცხვრებიც მყავსო“.
ეს სხვა ცხვრები ჩვენ ვართ. ზეციერმა კეთილმა მწყემსმა მოგვცა დედაეკლესია, სადაც ჩვენი საყვარელი მოძღვრები მართლაც კეთილი მწყემსებივით გვივლიან და ქრისტესკენ მიგვიძღვიან.
მადლობა შევწიროთ უფალს ამისთვის!

скачать dle 11.3