კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

მარკოზ განშორებული:  ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება – ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.
***
ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ, მისი შემსრულებლის განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ, სიტყვასაც წარმოთქვამენ, რამდენადაც ერთნი საქმეს სხვაგვარ იერს ანიჭებენ საკუთარი გამოუცდელობისა და უცოდინრობის, სხვანი – მზაკვრული განზრახვის, ხოლო ზოგნი ღვთისმოსაობის გამო.
ნიკოლოზ სერბი: ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს, და არა – მეზობელთა ქება-დიდებისთვის. დიდება, ექოს მსგავსად, მათი თანამდევია და, თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად პოვებს გამოძახილს ზეცაში, რადგან, ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაურბოდნენ ისე, როგორც ცეცხლს.
იოანე კიბისაღმწერელი: ვისაც ღმერთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს ჰმართებს, მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი და არა პირმოთნე თავმდაბლობით ილოცოს ღმერთის მიმართ; ჰკითხოს რჩევა მამებსა და ძმებს; მათი პასუხი მიიღოს, როგორც ღმრთის სიტყვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი სულიერებით არ გამოირჩევიან, რამეთუ უფალი სამართლიანია და არ დაუშვებს, რომ ცთუნდნენ ისინი, ვინც რწმენითა და უბოროტო გულით დაემორჩილნენ მოყვასთა რჩევას. ამიტომ, რჩევის მომცემთ რომც არ ჰქონდეთ სულიერი თვალთახედვა, მათი პირით ეზრახება უხორცო და უხილავი იგი. ფრიადის თავმდაბლობით არიან აღვსებულნი ისინი, ვინც ამ წესით ხელმძღვანელობენ დაეჭვების გარეშე.
ბერი პაისი: სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გზაზე მიატრიალეთ, შეუდექით აღმართს და მალე გაასწრებთ იმ მანქანას, რომელიც, დიდი ხანია, ამ გზაზე ნელა მიიწევს. გული არ უნდა გავიტეხოთ, როცა სულიერ მოღვაწეობას ვეწევით, მაგრამ, ვერ ვხედავთ წარმატებას და გვეჩვენება, რომ ჩვენი შრომა ამაოა და ნულის ტოლია. მაგრამ, ყველა ადამიანის შრომა ნულის ტოლია, ზოგის მეტია, ზოგის – ნაკლები. ქრისტე ხედავს ჩვენს პატარა მონდომებასაც კი და დასაწყისისთვის ნულს ერთ ერთეულს უმატებს და ასე ეძლევა ფასი ჩვენს ნულოვან შრომას და ჩვენც ვხედავთ ოდნავ გადადგმულ ნაბიჯს. ამიტომ, გული არ უნდა გავიტეხოთ, უფლის იმედით ვიყოთ.
იოანე სინელი: ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მოუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ, ამათზე უწინ კი ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცდომილებებს არ განიკითხავს. ხოლო ამისი წინამორბედი ყოველგვარი მზვაობრობისა და კაცთამიერი დიდების სამყოფელია.

скачать dle 11.3