კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში პირველი ფერადი ფილმი დიდ ბრიტანეთში შეიქმნა

ბრადფორდის ტექნოლოგიების ნაციონალური მუზეუმის თანამშრომლებმა შეძლეს გაეკეთებინათ საოცარი აღმოჩენა, რომელიც კინოს ისტორიაში ნამდვილი „გარღვევაა“: მუზეუმის არქივებში მათ მსოფლიოში ყველაზე პირველი ფერადი ვიდეოჩანაწერი იპოვეს.
ადრე ყველაზე ძველი ფერადი ფირი, რომლის შესაქმნელად ეგრეთ წოდებული Kinemacolour-ის პროცესი გამოიყენებოდა, დათარიღებული იყო 1909 წლით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფერადი კინოს გადაღების პროცესი ათი წლით ადრე – 1899 წელს მოიგონა და დააპატენტა ფოტოგრაფმა ედვარდ რეიმონდ ტერნერმა. სახელდობრ, მისმა 1902 წელს გაკეთებულმა მოკლე „ჩანახატებმა“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრებიდან, რომლებიც მუზეუმის თაროებზე იმტვერებოდა, ისტორიკოსების წყალობით, მხოლოდ ახლა იხილა დღის სინათლე.
ტერნერის ტექნოლოგიის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ფერის გადაღება სპეციალური სინათლის ფილტრის გავლით (წითელი, მწვანე და ლურჯი ფერები) ხდებოდა. შესაბამისად, ყოველი სცენის გადაღება სამ ფირზე ხდებოდა, რომლებიც, შეერთების შედეგად, ფერად გამოსახულებას გვაძლევდა.
სამწუხაროდ, საპროექციო სისტემა არ იქნა მიყვანილი საბოლოო სახემდე – ტერნერი 1902 წელს ისე გარდაიცვალა, რომ არც კი უნახავს გადაღებული მასალა. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა მეცნიერებს, აღედგინათ ბრიტანელის მიერ გადაღებული კადრები და მოეყვანათ ისინი მოქმედებაში – ამით დამტკიცდა, რომ ტერნერის მეთოდი მუშაობს.
„ფერადი სურათის „აღორძინების“ პროცესი საკმაოდ რთული იყო: თვით ფილმი შავ-თეთრია, ამიტომაც, თითოეულ კადრზე ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა, რათა გაგვერკვია, სახელდობრ, რომელ ფილტრზე მოხდა გაფანტვა და ფერის აღდგენა“, – აღნიშნავს მუზეუმის ერთ-ერთი კურატორი, მაიკლ ჰარვი, რომელიც ფირის აღდგენაზე მუშაობდა. მხოლოდ ასეთი შრომატევადი სამუშაოს ჩატარების შედეგად და ოპტიკური პრინტერის დახმარებით, ყოველი კადრის ფოტოგრაფირებით მან ფილმი 35-მილიმეტრიან ფორმატად გარდაქმნა.
დღეისთვის უკვე ყველაზე პირველი ფერადი ფილმი, რომელშიც გამომგონებლის ბავშვები მზესუმზირებთან თამაშობენ, მთელი თავისი ბრწყინვალებით შეგვიძლია, ვნახოთ ბრადფორდში, მუზეუმის ბიბლიოთეკაში.

скачать dle 11.3