კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბადრუკიანი „მოღვაწენი“

არა – ძალადობას!

რთული სათქმელია, რატომ გადადგა ბაჩო ახალაია, თუმცა, ის კი აშკარაა, რომ მას ფანები არ აკლია. ერთ-ერთი პირველთაგანი ხალხის რჩეული ნუგზარ წიკლაურია, რომელმაც სტუდენტური პროტესტის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მოხსნა დაუშვებლად მიაჩნია. მეტი დამაჯერებლობისთვის ციტატას მოვიხმობ: „აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური სპეკულაცია, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, რაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნათქვამი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.“
საკუთარი მოსაზრების დასტურად ბ-ნმა წიკლაურმა აშშ და ევროპაც მოიშველია (იმათ რაღას ერჩოდა?!), კერძოდ, ბრძანა, რომ „ბაჩო ახალაია აშშ-სა და ევროპაში ძალიან დადებითად ხასიათდება და მას რეფორმატორად მოიხსენიებენ.“ უფრო მეტიც, მან დასძინა: „ეს საუბარი ახლა იმაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არის უბადრუკი მცდელობები ხელისუფლების შესუსტებისა.“
უბადრუკია თუ ბადრუკიანი, შს მინისტრი გადადგა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ბ-ნი წიკლაური, თავისი შინაგანი რწმენით, ამას ეწინააღმდეგებოდა, იბადება რიტორიკული კითხვა: რა უფრო იოლად გადაიტანა, ახალაიას გადადგომა თუ პატიმრების წამების ამსახველი კადრების ნახვა?!

скачать dle 11.3