კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტკბილი ხმები

არა – ძალადობას!

მართალია, ქდმ-ელი ინგა გრიგოლია დაგვპირდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტდა, ვინაიდან, უზნეობად მიაჩნია, იმის შემდეგ, რაც შევიტყვეთ, უფრო ზუსტად, იქ, ზემოთ,  ნივთმტკიცებულებები წარუდგინეს, ხალხს დაპირებებზე ესაუბროს. ლოგიკა, ჯერ ერთი, რკინისებურია და, რაც მთავარია, არისტოტელეს პათოსს პასუხობს.
თუმცა, მეორე მხრივ, არ შემწყდარა ქდმ-ს საარჩევნო რგოლების სატელევიზიო ჩვენებები და, ბუნებრივია, მაყურებელმა, მათ შორის, ამომრჩეველმა, იფიქრა, რომ, რაკი ქდმ-ს საეთერო დრო ზოგიც უფასოდ ეკუთვნოდა, ზოგიც ფასიანად,  როგორც კანონმორჩილმა სუბიექტმა, მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტისა, ტელევიზიებს სატელევიზიო ბადე არ აურია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმე მთლად ასე კეთილშობილურადაც  არ ყოფილა.
ვერც იქნებოდა, რადგან, სატელევიზიო ეთერში ქდმ-ს სულ ცინცხალი სარეკლამო რგოლიც გამოჩნდა: მეტი გროტესკისთვის, პატიმართა წამების კადრებით გაჯერებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ახლახან დამზადებულია: მას შემდეგ, რაც პატიმართა წამების ამსახველი ფირი ვნახეთ და, ამდენად, მას შემდეგაც, რაც ქ-ნმა გრიგოლიამ, მორალური მოტივებით, წინასაარჩევნო აგიტაციის შეწყვეტის შესახებ გვაუწყა.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, რაკი ხმები ტკბილია,  ქდმ-ს აი, ის ტაქტიკა აურჩევია, როდესაც „ქვეყანა იქცეოდა, ტურა ქორწილს შვრებოდაო“!

 

скачать dle 11.3