კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ნატრენინგალი

არა – ძალადობას!

მართალია, ქ-ნი კალმახელიძე სასჯელაღსრულების სისტემას აღარ ხელმძღვანელობს (მანაც საკუთარი ნებით, ზედაც, შეძრწუნებულმა დატოვა თანამდებობა), თუმცა, რაკი არც ხელნაწერები იწვის, არც ფირები და, რაც მთავარია, „აქედან ვერ ამოშლი“, ცნობილია, რომ ციხეების ნამინისტრალი ქართულ პენიტენციურ სისტემას სამაგალითოდ ასაღებდა. მას კი ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით ეხმარებოდნენ საერთო მაუწყებლები – ისეთ სიუჟეტებს აცხობდნენ, დანაშაულის ჩადენას მოგანდომებდა. საერთო პათოსს არც პირველი პირი ჩამორჩებოდა და ორიოდე თვის წინათ გლდანელებთან შეხვედრისას არც დაუმალავს, რომ ფრანგი მეციხოვნეები (ბასტილიის პატრონები?!), სწორედაც რომ, ქართულ ციხეებში გადიოდნენ ტრენინგს და მხოლოდ ამის შემდეგ ანდობდნენ მათ საფრანგეთის პატიმრებს.
ხოლო, რაკი ჩვენ უკვე ნივთმტკიცებულებებით ვიცით, თუ როგორ იქცევიან ქართული ციხეების თანამშრომლები, ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი: ცოცხებს აქედან ატანდნენ თუ ქართულტრენინგგავლილ ფრანგებს ციხეების მართვის ამ ქართული ატრიბუტით უკვე ადგილზე ამარაგებდნენ?!

скачать dle 11.3