კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს მაია დობორჯგინიძეს რობერტ სტურუასთან და რისთვის ემზადებიან ისინი

 

მსახიობი და რეჟისორი მაია დობორჯგინიძე საზაფხულო არდადეგების შემდეგ, ახალი ენერგიით ჩაერთო სამუშაო რეჟიმში. სწორედ მისი ჩვეული რეჟიმის და დროის უკმარისობის გამო არის ჩვენი იშვიათი რესპონდენტი. შესაბამისად თქვენთვის მოსათხრობიც ბევრი აქვს, რომელსაც მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაია დობორჯგინიძე: სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ახალი სერიალი, „ალუბლების ქუჩა 12.” ამჟამად ახალი სეზონისთვის ვემზადებით ახალი ენერგიითა და შემართებით. 

– ტელევიზიის გარდა, შენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია თეატრს. 

– თეატრში ვმუშაობ როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორი. ბატონი ავთოს მაგისტრატურის ჯგუფი დავამთავრე და ორი სპექტაკლიც გამოვუშვი. დიდი ხანია, არ მიმუშავია ახალ როლზე, როგორც მსახიობს, მაგრამ ამჯერად ბატონმა ავთომ ამიყვანა როლზე და ახალი სპექტაკლისთვის ვემზადებით. გულის ფანცქალით ველოდები სპექტაკლის გამოშვებას. სულ მეგობრები ვართ დაკავებული და ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა, რა გამოვა. როგორც რეჟისორს ახალი გეგმები და ჩანაფიქრები  მაქვს. 

– როგორც ვიცი, რობერტ სტურუასთან ერთადაც მუშაობ სპექტაკლზე მეორე რეჟისორად.

– ბატონ რობერტთან ერთად ვაკეთებ სპექტაკლს, მარია კალასის ცხოვრებაზე. მთავარ როლს ლელა ალიბეგაშვილი თამაშობს. 

– რომელ თეატრში უნდა გაიმართოს პრემიერა?

– თავისუფალი სცენა კეთდება, სადაც ძალიან საინტერესო სივრცეა. მოულოდნელი იქნება ყველასთვის. ბატონი რობერტი მოსკოვში უშვებს სპექტაკლს ოქტომბერში და რომ დაბრუნდება, თბილისში რეპეტიციებს ერთობლივად გავაგრძელებთ. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მის გვერდით მიწევს მუშაობა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუნდაც ის, როგორ აწყობს სცენას, როგორ დგამს, მსახიობს როგორ ექცევა. ეს ჩემთვის დიდი სკოლაა და ძალიან ბედნიერი ვარ. 

– ძალიან დატვირთული ხარ. გარდა იმისა, რომ ხარ მსახიობი და რეჟისორი, ასევე ქეთა ლორთქიფანიძესთან და მარიამ ჯოლოგუასთან ერთად გაქვს საბავშვო სტუდია.

– ამჯერად შენობას ვიცვლით და ცოტა გაწამაწიაში ვართ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ გაკვეთილებს და აი, მერე რა მეშველება, უკვე აღარ ვიცი. იმედი მაქვს, ცოცხალი დავრჩები და კიდევ როდისმე შეგხვდებით. 

– რაც შეეხება შენს ახალ პერსონაჟს, ტატას. მასზე რას გვეტყვი?

– ნელ-ნელა ვეჩვევი. ვეცადე, რომ ტატა, მარიკასგან განსხვავებული ყოფილიყო და რამდენად გამომივიდა, ეს უკვე მაყურებელმა უნდა თქვას. თმას იმდენჯერ მისწორებენ, რომ უკვე ხვეული აღარ მაქვს. ნელ-ნელა მიყვარდება ჩემი პერსონაჟი, რომელიც ახალ სეზონში, იმედი მაქვს, უფრო საინტერესო იქნება. 

– რაც შეეხება გოგას, მისი ძველი პერსონაჟი, დათო უფრო მოგწონდა, თუ ახალი (ნიკა)?

– გოგა „შუა ქალაქშიც” მომწონდა. იქ იმდენად კარგი ტიპაჟები იყვნენ, რომ ამის უარყოფა არ შეიძლება. ახალ სერიალშიც კარგი პერსონაჟები არიან, რომლებიც დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო დაიხვეწებიან. რაც შეეხება გოგას, დათოც მომწონდა და ნიკაც მომწონს. 

– გამოდის, რომ შენი ბიძაშვილი გახდა შენი თანამშრომლის მეუღლე. რეალური მეუღლე უფრო ახლოს ვერ მოიყვანე. 

– სიმართლე გითხრა, არც მინდოდა და მიხარია, რომ ასეა. პრინციპში, სცენარს გააჩნია, ათასი რამ შეიძლება მოხდეს. 

– მაყურებელი, ალბათ, ახლაც ძალიან დიდი სიყვარულით გხვდებათ ყველგან.

– მართლა ძალიან დიდი სიყვარულით გვხვდება მაყურებელი. მსახიობისთვის, ალბათ, ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია. მათთვის ჯერ ისევ მარიკა ვარ. ეს არც არის გასაკვირი. 4 წელი მარიკა ვიყავი, რომელიც მაყურებელთა სიყვარულით სარგებლობდა, ისევე, როგორც „შუა ქალაქის” სხვა პერსონაჟები. 

– თამუნა ნიკოლაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ პერსონაჟს თავადვე დაარქვა სახელი. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

– კი, ჩემს პერსონაჟსაც მე შევურჩიე სახელი და გვარი. ტატა დედაჩემის დედის ზედმეტი სახელია, რომელსაც კლარა ერქვა და ტატა ჩემმა დამ დაარქვა ბავშვობაში. არეშიძე კი დედაჩემია. მე კი ორივე გავაერთიანე და ასე შეიქმნა ტატა არეშიძის პერსონაჟი. 

– იმდენი საქმე გაქვს, ფაქტობრივად, შვილთან ურთიერთობის დრო აღარ გრჩება. არ აპროტესტებს?

– გაბრიელისთვის იმდენი დრო არასდროს მრჩებოდა, ნამდვილი დედა რომ ვყოფილიყავი და ახლა, საერთოდ. ერთი თვე, დასვენების პერიოდში ერთად ვიყავით და მაშინ ვიყავი დედა ნამდვილად. ისე მომეჩვია, დღეს გამომეტირა, რასაც ადრე არ აკეთებდა. მივხვდი, რომ ცუდად არის ჩემი საქმე. 

– თუ უყურებს სერიალს?

– ადრე არ უყურებდა, მაგრამ ცოტა რომ წამოიზარდა, „შუა ქალაქს” უყურებდა. განსაკუთრებით ირაკლისა და დათოს სცენები უყვარდა. ახალი სერიალის გამოჩენაზე ცოტა დაიბნა, ვერ გაიგო – იქ მარიკა ვიყავი, აქ ტატა. მითხრა კიდეც, ტატას დაგიძახებო. 

– საკმაოდ დაძაბული და გადატვირთული სეზონი გელის წინ. ყველაფერი ერთად რომ დაგეწყება, ალბათ, შენი, როგორც რესპონდენტის ნახვა შეუძლებელი იქნება. 

– ნამდვილად კარგ დროს შევხვდით. მართლა გადატვირთული სეზონი მელის წინ. ასე რომ, ახალი ძალებით, ახალი შემართებით, სურვილებითა და მონდომებით ვემზადები. თან, ისეთი ვარ, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად უნდა ვაკეთო. ამიტომაც, ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესში ვარ. ცოტას დავისვენებთ საახალწლოდ. მერე კი ისევ მუშაობა და ბოლოს უკვე ყველას ნევროზი გვაქვს. ვითომ ზოგი ერთობა ამ სერიალით, მაგრამ მართლა დიდი ენერგია მიაქვს. სულ სტრესია, რადგან ყოველი კვირა ახალი სერიალი და ახალი პრემიერაა. პლუს ამას თეატრი და სტუდია... ენერჯეიზერი მინდა დავლიო, ძალიან დიდი ენერგია რომ მქონდეს. სხვა გზა არ არის. ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ. 

 

 

скачать dle 11.3