კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?

პასუხი: კორდილინას სინათლე უყვარს და ამიტომ, დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარი-დაჭმუჭნილი ფოთლები მოაშორეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით – ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.

კითხვა: რა პირობებში ვამყოფო კოდიუმი ადრეულ შემოდგომაზე?

პასუხი: ამ მცენარის მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, თორემ ფოთლები მოეჭმუჭნება. სიცხეში ხშირად მორწყეთ – ამ დროს მიწა განსაკუთრებით ტენიანი სჭირდება. ამ სეზონზე მცენარე ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. კოდიუმი მოარიდეთ სიმშრალეს. მისთვის საკმარისი იქნება ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი.

კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ცეროპეგიას გაზრდა?

პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, დროდადრო გამოშრობასაც იტანს. მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც პერიოდულად ღეროებზე ვითარდება. არ მოაკლოთ პირდაპირი მზის შუქი, თორემ მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 8 გრადუსია, ხოლო ზაფხულში 18 გრადუსი სითბო. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, არა სველი. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით, ზამთარში კი ზედმეტად ნუ მორწყავთ. მცენარე საკიდ კალათში ჩარგეთ და მზიან ადგილას დადგით. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მისი პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა. მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნა სჭირდება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?

პასუხი: ეს აფრიკული მცენარე კარგად იტანს ჩრდილში ყოფნას და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელია და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ის გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ, ზამიოკულკასი ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ასტილბა ზამთარში ქოთანში ვამყოფო?

პასუხი: ასტილბა ბალახოვანი მცენარეა, ამიტომ, უკეთესია, ამყოფოთ ღია გრუნტში. ქოთანში შეგიძლიათ ზაფხულში გააჩეროთ, რადგან ზამთარში ის მიწაში ჩადის. ეს მცენარე არსებობს მრავალფეროვანი:  წითელი, თეთრი, კრემისფერი, ვარდისფერი. მრავლდება თესლით და გაყოფით.  ის კარგად მრავლდება ღია გრუნტში. ასტილბას მიეცით ვიტამინები და, ასევე, ცოტა აზოტი. შესაძლოა, მან წელიწადში დაგიტოვოთ ოთხი ან შვიდი განაყოფი, რომელიც მეორე წლიდან ყვავის. ეს მცენარე კარგად გრძნობს თავს როგორც ჩრდილში, ასევე მზიან ადგილას.

 

 

скачать dle 11.3