კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ დაიკარგა 23 წლის ბიჭი და რომელ მონასტერში შეიძლება იყოს ის ამჟამად

 

48 წლის მანანა გივის ასული რომელაშვილი ეძებს 26 წლის გიორგი ალექსანდრეს ძე რომელაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, 26 წლის გიორგი ალექსანდრეს ძე რომელაშვილს. სამი წლის წინ, 2009 წლის 4 ივნისს, გიორგი გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ჩვენ ის აღარ გვინახავს. მანამდე ერთხელ უკვე გვქონდა ასეთი შემთხვევა და, ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი დაგვიბრუნდება. მართალია, მაშინ გიორგი გაცილებით მოკლე დროში დაბრუნდა სახლში, მაგრამ, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ შვილის მოძებნაში. 

– როგორ დაიკარგა გიორგი, რა მოხდა, რამ აიძულა 23 წლის ბიჭი, სახლიდან გასულიყო და მშობლებისთვის არ გაემხილა თავისი გეგმები?

– ჩემი ბიჭი ძალიან განსხვავებული ხასიათის ადამიანია. ის ეკლესიურია და ყველაფერში ცდილობდა სიწმინდისა და ზეციურობის პოვნას. მას არ აინტერესებდა მატერიალური სამყარო და არც იმით ინტერესდებოდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. გიორგი სულ ძიებაში იყო, მაგრამ, თავადაც არ იცოდა ზუსტად, რას ეძებდა. მაგრამ ფაქტია, რომ ის სულ რაღაცას ეძებდა. 2009 წლის 4 ივნისს ის გავიდა სახლიდან (ტერიტორიულად ავჭალიდან) და შინ აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ჩვენ ის აღარ გვინახავს. მანამდეც გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გიორგი სრულიად მოულოდნელად წავიდა სახლიდან და შემდგომ გვამცნო, რომ ის მარტყოფში, მამათა მონასტერში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები განვიცდიდით გიორგის განცდებს. გვინდოდა მისი დახმარება, მაგრამ, ის იმდენად გულჩათხრობილი გახდა, რომ ეს შეუძლებელიც კი იყო. ყველა განვიცდიდით გიორგის ამგვარ მდგომარეობას. ეკლესიურობა ძალიან კარგია, მე თავადაც მორწმუნე ვარ და, არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ გიორგი უკიდურესობაში ვარდებოდა და ვერაფერს ვშველოდი.

– გიორგის მოძღვარი ეყოლებოდა, იქნებ მან იცის, სად შეიძლებოდა წასულიყო თქვენი შვილი?

– მეც იმავე ტაძარში დავდივარ, სადაც გიორგი დადიოდა. გიოს მოძღვარმა არაფერი იცის იმის შესახებ, სად შეიძლება ის წასულიყო. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს დედა, რომელმაც არ იცის, სად არის მისი შვილი ან როგორ არის ის!

– დარწმუნებული ვარ, თქვენ აქამდეც ეძებდით შვილს. რა ღონისძიებებს მიმართეთ?

– თავდაპირველად ჩვენ პოლიციაში მივედით და განვაცხადეთ გიორგის დაკარგვის შესახებ; შემდგომ მისი სურათი გავაკარი მთელ უბანში – ვიფიქრე, იქნებ ვინმემ ნახა და იცის, სად შეიძლება იყოს ჩემი შვილი. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო. მართალია, ერთხელ დაგვირეკა ერთმა გოგომ, რომელმაც თქვა, რომ გიორგი ნანახი ჰყავდა და რომ ის საბურთალოზე ჩამოვიდა ავტობუსიდან. ეს მოხდა გიორგის დაკარგვიდან ორი კვირის შემდეგ. ასევე, მე მივმართე თხოვნით ექსტრასენს თემურ ხიბლიშვილს. თემურმა მომცა მინიშნება გიორგის შესახებ. მისი მინიშნების მიხედვით, გიორგი ნამყოფი იყო კასპში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. ბუნებრივია, მაშინვე ჩავედი კასპში და, მართლაც, მითხრეს, რომ გიორგი ნამყოფია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც მას თავშესაფარი უთხოვია, მაგრამ, იქიდან ის უარით გამოისტუმრეს, რადგან ეს ეკლესია იყო და არა მონასტერი. ჩვენ თითქმის ყველა ტაძარი და ეკლესია მოვიარეთ, სადაც კი მიგვიწვდებოდა ხელი, ყველგან ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ –  გიორგი ვერსად ვნახეთ. მე ყველგან ვტოვებდი მის სურათებს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს ენახა და ჩვენთვის შეეტყობინებინა. რუის-ურბნისის ეპარქიაშიც გავაკეთეთ განცხადება, მხოლოდ დასავლეთის მხარის იქაურ ეკლესიებსა და ტაძრებში არ ვყოფილვართ.

– პირადად თქვენ რას ფიქრობთ, სად შეიძლება წასულიყო თქვენი შვილი?

– მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის უფლისთვის გადადებულია, ანუ, ფეხით დადის. შესაძლოა, წვერიც ჰქონდეს მოშვებული და სულ სხვა გვარი და სახელი დაირქვა. საქართველოდან ის ვერ წავიდოდა, რადგან, არც საბუთები ჰქონდა და არც ამის საშუალება. მე მაინც მგონია, რომ რომელიმე მონასტერშია. არც იმას გამოვრიცხავ, შეიძლება რომ აღთქმაც კი მისცა, რომ რაღაც პერიოდი არ დაგვიკავშირდება და არ გვნახავს. მე მაქვს გიორგის 23 წლის ასაკში გადაღებული სურათი. თქვენი მკითხველის დიდ იმედს ვიტოვებ იქნებ ვინმემ იცნოს  ან ვინმეს უნახავს ჩემი შვილი და იცის მისი ადგილმსამყოფელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მე დამიკავშირდებიან, რადგან, დედა, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი იცის შვილის შესახებ, ძალიან ცოდვაა.

– გიორგის გარდა სხვა შვილი გყავთ?

– დიახ, მყავს კიდევ ორი გოგონა. მთელ ჩემს ოჯახს ძალიან გვინდა გიორგის პოვნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ოდესმე დაბრუნდება სახლში. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ისევ ვნახე თემური და მან მითხრა, რომ გიორგიზე ჰქონდა ხილვა, რომელშიც ის სრულიად განსხვავებული იყო, წვერი ჰქონდა მოშვებული, ცუდად ეცვა და – სახლში მხოლოდ მეშვიდე წლის თავზე დაბრუნდა.

– აგვიწერეთ გიორგი.

– გიორგი 170 სანტიმეტრი სიმაღლის იქნება, აქვს ხორბლისფერი კანი, მუქი ფერის თმა, ყავისფერი თვალები. გამხდარია, მაგრამ, სუსტიაო, მასზე ვერ იტყვი (მაშინ ასე იყო). განერვიულებულ მდგომარეობაში ყოფნისას ენას უკიდებს ხოლმე. დიდი იმედი მაქვს და, რატომღაც, მჯერა კიდეც, რომ ჩემი შვილი რომელიღაც მონასტერშია.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3