კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ თბილისიდან ირკუტსკში

 

38 წლის ალექსანდრე ნოდარის ძე კვერნაძე ეძებს დაახლოებით 79-81 წლის ნიკოლოზ სევერიანის ძე ბუბლიჩენკოს და დაახლოებით 78-79 წლის ელეონორა პეტრეს ასულ კუზმინას.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბაბუას და ბებიას (დედის მხრიდან). ბაბუაჩემი, ნიკოლოზ სევერიანის ძე ბუბლიჩენკო, ამჟამად დაახლოებით 79-81 წლის უნდა იყოს; ბებია კი – ელეონორა პეტრეს ასული კუზმინა – დაახლოებით 78-79 წლის. არც ბებია და არც ბაბუა არასდროს მინახავს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა მე 3 წლის ვიყავი და დედაჩემი თავის სამშობლოში, რუსეთში დაბრუნდა. მე მამამ გამზარდა. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი წინაპრების გაცნობა ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც მათი ნახვა. გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაიკარგა თქვენსა და ბებია-ბაბუას შორის კავშირი?

– მამაჩემი – ნოდარ ზურაბის ძე კვერნაძე, მსახურობდა ირკუტსკში, იქ გაიცნო დედაჩემი და საქართველოში წამოიყვანა. დედაჩემი, ლუდმილა აქ ვერ გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ვყავდი, ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დედა თავის სამშობლოში დაბრუნდა. დედის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს, რადგან მამაჩემი მას იშვიათად ახსენებდა. ვიცი, რომ დედა კიბოთი გარდაიცვალა, როცა მე 6 წლის ვიყავი. მას ჰყავს ძმა – იგორი. ის ფოტოზე ბავშვობის ასაკშია. იგორი ამჟამად დაახლოებით 55 წლის უნდა იყოს. ბიძაჩემიც არასდროს მინახავს. ბებიას და ბაბუას შესახებ რაც ვიცი, ყველაფერი მამაჩემის მონაყოლიდან. ისინი ძალიან კარგი ადამიანები ყოფილან.

– მას შემდეგ, რაც დედა ირკუტსკში დაბრუნდა, მასთან კავშირი მამასაც აღარ ჰქონია? მისთვის თუა ცნობილი ლუდმილას მშობლების ბოლო მისამართი?

– დედა გვწერდა წერილებს, მამა კი მას ჩემს სურათებს უგზავნიდა, მაგრამ იმ მისამართზე, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი, ამჟამად კი იქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობს და მათ არაფერი იციან დედაჩემის ოჯახის შესახებ. ძალიან მინდა, ბებიასა და ბაბუას მოძებნა. მამის მხრიდან მე მხოლოდ ბაბუა მყავს, რომელიც უზომოდ მიყვარს. თავს ვალდებულად ვგრძნობ, ვიპოვო ჩემი წინაპრები დედის მხრიდანაც და გავიცნო ისინი. თუ გამიმართლა, ბიძასაც ვიპოვი.

– აქამდე თუ ეძებდით დედის მშობლებს და რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ნიკოლოზისა და ელეონორას მოძებნა სულ მინდოდა, მაგრამ, ამის საშუალება არ მქონდა. ისინი ამჟამად ისეთ ასაკში არიან, რომ სოციალურ ქსელებში არ დარეგისტრირდებიან. ბიძაჩემი კი ინტერნეტით ვერ ვიპოვე. მათი მოძებნა სულ მინდოდა და ეს გადაწყვეტილება კარგა ხანია, მიღებული მაქვს, უბრალოდ, არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა.

– მათი პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას და სად ან როგორ გეგმავთ ამას?

– ნიკოლოზისა და ელეონორას პოვნის შემთხვევაში, ღმერთმა ქნას და ისინი ცოცხლები იყვნენ, ძალიან მინდა მათი ნახვა. შეხვედრა აუცილებლად შედგება, მაგრამ, სად ან როგორ, ეს ჯერ კიდევ არ ვიცი. საბედნიეროდ, მე დედისგან სახსოვრად მისი მშობლების ერთადერთი ფოტო დამრჩა, სადაც ისინი უფროს შვილთან (ბიძაჩემთან) ერთად არიან. იმედი მაქვს, ეს ფოტო მათ მოძებნაში დაგვეხმარება.

– როგორ ფიქრობ, ისინი თუ გეძებენ? 

– დანამდვილებით ვიცი, რომ მათ ძალიან ვუყვარდი (მამაჩემს ეს არაერთხელ უთქვამს). დედის წერილებთან ერთად, მათგან არაერთხელ მიმიღია ამანათი. მე მათი პირველი შვილიშვილი ვიყავი და, ბუნებრივიცაა, რომ ვუყვარდი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემი პოვნა ისევე უნდათ, როგორც ეს მე მსურს. ბიძაჩემს კი ამჟამად, ალბათ, თავისი ოჯახი აქვს, მე კი მის  შვილებს არ ვიცნობ! ასე არ უნდა იყოს.

– მამათქვენმა თუ იცის, ბებიას და ბაბუას რომ ეძებ და თავად რას ფიქრობს ამაზე?

– მამას ძალიან უხარია, მათი პოვნა რომ მინდა. როგორც გითხარით, მამაჩემს მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ძალიან თბილი ადამიანები ყოფილან და, დედაჩემთან დაშორების შემდეგაც კი, მამას მათთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მეც და მამაც ვფიქრობთ, რომ, მათ, უბრალოდ, საცხოვრებელი შეიცვალეს და ჩვენ მათი ახალი მისამართი არ ვიცით. მათი პოვნის შემთხვევაში, მამაჩემი დიდი სიამოვნებით აღადგენს მათთან ურთიერთობას.

 

скачать dle 11.3