კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელის ერთი მოსმით!

 

 

 

ფსიქოლოგები ასახელებენ მინიმუმ ჩვიდმეტ მიზეზს მაინც, რაც წარმოშობს ღალატს. ანუ, დაკონკრეტება იმისა, თუ რატომ გიღალატეს, რთულიც არის და არაფრის მომცემიც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს – შემთხვევითი სექსუალური კავშირით დაწყებული, განზრახვით – მიატოვოს ოჯახი.

როგორ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, ქორწინებას მამაკაცზე უფრო მეტად ქალია მობღაუჭებული, მნიშვნელობა არ აქვს, დამოკიდებულია თუ არა მატერიალურად მეუღლეზე. ამას უფრო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება განაპირობებს. არც ერთ ქალს არ უნდა, თავი მიტოვებულად, მიგდებულად და მარტოსულად იგრძნოს. თითქმის ყველას ჰგონია, რომ ქმრის წასვლის შემდეგ მისი ცხოვრება დაინგრევა და უმრავლესობა სწორედ ამიტომ ებღაუჭება, თუნდაც მოღალატე ქმარს. მხოლოდ ერთეულებს აქვთ უნარი, ხელის ერთი მოსმით დაასრულონ ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. არის მეორე მომენტიც – ღალატის პატიება უფრო ადვილია, ვიდრე მისი დავიწყება. გადაწყვეტილება – შეინარჩუნო ოჯახი, არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება სწრაფად ჩადგება ჩვეულ კალაპოტში, რადგან, ნეგატიური ემოციები და მოგონებები კიდევ დიდხანს არ მოგასვენებთ. შვება შეიძლება იგრძნოთ იმ შემთხვევაში, თუ ქმრის ღალატს თქვენი დამცირების, შეურაცხყოფის განზრახვად კი არ აღიქვამთ, არამედ, მისი სისუსტის გამოვლინებად, შეცდომად, რომელიც ინსტინქტების კარნახმა ჩაადენინა. ასეა თუ ისე, ხელის ერთი მოსმით ვერაფერს შეცვლით და არც არის საჭირო. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ცივი გონებით განსჯა და ფიქრი სჭირდება. ნურც იმის ილუზიას შეიქმნით, რომ პატიების შემდეგ ქმარი იდეალურად მოიქცევა – ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი უამრავი ნაკლითა და იმ ღირსებებით, რომელთა გამოც ოდესღაც ძალიან გიყვარდათ.

 

არ დაიჯეროთ!

 

როცა ქალი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, მისთვის დაუძლეველი არაფერია. ნუ აჰყვებით მცდარ ინფორმაციებს და არაფრისმომცემ მოსაზრებებს. მაგალითად, ვინ თქვა, რომ ქალები მამაკაცებზე სწრაფად ბერდებიან?! სრული სისულელეა და, თუ ამას დაიჯერებთ, ესე იგი, საკუთარი თავი არ გყვარებიათ. ამერიკელი მეცნიერების კვლევების მიხედვით, თანამედროვე აქტიური და საქმიანი ქალი მამაკაცზე ათჯერ უფრო ნელა ბერდება; მით უმეტეს, თუკი მას საშველად ჰორმონოთერაპიაც მოევლინა, რაც შვილების გაჩენაში გამოიხატება, სიბერეს კარგა ხნით გადაავადებს. ამას დაუმატეთ ესთეტიკური ქირურგიის მიღწევებიც და – მარადიული ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ, მთავარია, თქვენ არ შეუწყოთ ხელი საკუთარ დაბერებას. არ ინერვიულოთ, არ გახდეთ პესიმისტი, არ გასუქდეთ, ყურები არ ჩამოყაროთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება... ოცნებასაც ყოველთვის შეგიძლიათ, შეასხათ ხორცი – მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ორმოც წელს იყოთ გადაცილებული. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდშია დასახული გეგმების საქმედ ქცევა ყველაზე რეალური. გახდე ის, როგორიც ყოველთვის გინდოდა, ამ ასაკში სრულიად შესაძლებელია. არ დაიჯეროთ, რომ დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. გახსოვდეთ, არასოდეს არ არის გვიან, შეცვალოთ ცხოვრება. სოციოლოგები ამბობენ, რომ  ქალი 29-34 წლის ასაკშია ყველაზე გაუწონასწორებელი – სწორედ ამ პერიოდში იღებს ის არასწორ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამიტომაც, ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც გეუბნებათ, ჯობია, ყველაფერს შეეგუო და არ გარისკოო. პირიქით, აუცილებლად გარისკეთ, თუკი გრძნობთ, თუკი შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ ეს რისკი გამართლებული იქნება.

 

ჩვენ ეს ვიცით!

 

არ ვიცი, ვინ მოიგონა, თითქოს ქალებს მეგობრობა არ შეუძლიათ. შეიძლება, ესეც მამაკაცური ფანდებია, მაგრამ, ფაქტია, რომ ხმები ქალების არამეგობრულობის შესახებ გაზვიადებულია, თანაც, ამ კომენტარს დაურთავენ ხოლმე – მამაკაცებისგან განსხვავებითო! თუ ზღაპრებში ავსულებისა და კუდიანების სქესი ვიღაცამ გაარკვია და დაადგინა, რომ ისინი „მდედრები“ იყვნენ, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი, ზღაპრულ არსებებსა და ურჩხულებს სქესი არ გააჩნიათ და, მეორეც, რაღა დროს ზღაპრებია ოცდამეერთე საუკუნეში!

სტატისტიკა უჩვენებს, რომ მხოლოდ ქალების 17 პროცენტი ეჯიბრება მეგობრებს და ცდილობს, არაფერში ჩამორჩეს მათ. სხვათა შორის, მამაკაცებში ეს ციფრი 30 პროცენტია. მამაკაცები საკუთარ მეგობრებს შვიდჯერ უფრო იშვიათად ხვდებიან, ვიდრე ქალები. რთულ პერიოდებში ქალებს უფრო აქვთ უნარი, გადადონ პირადი პრობლემები, საქმე და გაქანდნენ მეგობრის საშველად. ქალისთვის თავისივე სქესის მეგობარი ბიოლოგიურადაც არის აუცილებელი. უახლოესი დაქალის გარეშე, ფაქტობრივად, ვერც ერთი ქალი ვერ ძლებს – სხვანაირად ის ვერ მიიღებს სითბოს იმ დოზას, რომელიც მამაკაცთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების დაძლევაში დაეხმარება, რადგან, „სინაზის“ ჰორმონი“ ქალებს ორჯერ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე მამაკაცებს და, თუნდაც, ეს ფაქტი იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ძლიერ სქესზე უკეთესებად გამოგვეცხადებინა თავი.

 

არ ენდო, შეამოწმე!

 

ბიოლოგები და ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამია. ამიტომ, მათგან ღალატი ჩვეულებრივი ამბავია და მათი ნდობაც სასაცილოა. თუმცა, ამ ფაქტით ვერც ერთი ქალი ვერ იგრძნობს შვებას. უფრო პირიქით – კიდევ უფრო უარყოფითად და ეჭვით განეწყობა პარტნიორის მიმართ – როგორია, როცა ცოლქმრული ღალატის არსი და გარდაუვალობა მეცნიერულად არის დადასტურებული?! არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ქმარი შენი ერთგული იქნება და არ გიღალატებს. სიყვარული? – ამისი უკვე გამოუსწორებელ რომანტიკოსებსაც აღარ სჯერათ. მოღალატე მამაკაცების 85 პროცენტი ამტკიცებს, რომ უზომოდ უყვარს თავისი ცოლი. ჩნდება კითხვა: როგორ იცხოვრო და რა მოუხერხო მოღალატეს, რომელიც, მიუხედავად ტკივილებისა და შეურაცხყოფისა, მაინც გიყვარს?

ლოგიკა ქალისა, რომელსაც უღალატეს, სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. თუ ცოლს მუდმივად ეშინია, რომ ქმარი უღალატებს, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად დაუწყებს ძებნას ნებისმიერ ფაქტს საკუთარ ეჭვებში დასარწმუნებლად. აბსოლუტური რეალობაა ის, რომ მამაკაცის სრული ნდობა არ შეიძლება. „ენდე, მაგრამ, შეამოწმეს“ პრინციპი აშკარად კარგად მუშაობს და პოპულარულიც არის, მით უმეტეს, თუ „დამნაშავე“ ფაქტზე ჯერ არ არის დაჭერილი. სამწუხაროდ, ეჭვი საკმაოდ ცუდი მრჩეველია და, რაც ყველაზე ცუდია, მთლიანად ანადგურებს ნდობას. „არ ენდო – შეამოწმე!“ – საკმაოდ სახიფათო და საშიში რჩევაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო ადამიანი, მაგრამ, სულ „შემოწმების“ რეჟიმშიც ვერ იცხოვრებ. ღალატი არ არის ვირუსი, რომ პრევენციისთვის ვაქცინა არსებობდეს. იმას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რამენაირად უნდა შეეგუო. ანუ, ის, რაც უნდა ვისწავლოთ – მოთმინება და შეგუებაა!

 

скачать dle 11.3