კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

წმიდა სილუანი: თუ მე უფალმა ასე ძლიერ შემიყვარა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ყველა ცოდვილი უყვარს, ასევე ძლიერ, როგორც მე. ძალა არ მყოფნის, რომ აღვწერო იგი. უსაზღვროდ დიდი და უცნაურია იგი.

იოსებ ისიქასტი: რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას იყენებს სხვა. ამიტომაც მოგვცა უფალმა მცნება, გვიყვარდეს იგი მთელი სულით და გულით, რათა ეშმაკმა ვერ პოვოს შენში ვერც ადგილი, ვერც მოსვენება.

ეპისკოპოსი პეტრე: ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკვე განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომლებიც ჯანმრთელ მდგომარეობაში აცდუნებენ, თავისკენ იტაცებენ. მას უკეთ შეუძლია, ცოდვის სიბილწე შეიგრძნოს; სნეულების ჟამს სასარგებლოა ხშირი მსჯელობა ამის შესახებ, სიკეთის კეთება უნდა განვიზრახოთ და მტკიცედ გადავწყვიტოთ, დავთმოთ ცოდვილი სურვილები და გამოვსწორდეთ.

ზოსიმე პალესტინელი: პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც, არსებითად და არა არსებულად წარმოედგინა.

ოპტანელი ბერი: სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლება და ნუ დაღონდები იმის შემხედვარე, თუ რა ნელა და ცუდად მიდის საქმე. იცოდე, სულიერი კიბის ყველაზე მაღალ საფეხურებზეც ხდება საშინელი დაცემა და პირველ საფეხურზეც შეიძლება, სულმა საღვთო მოწყალებით ღვთაებრივი მადლი მიიღოს.

პაისი მთაწმინდელი: ქრისტე ამბობს, რომ, ვინც ითხოვს, ყოველგვარი გამოცდის გარეშე უნდა მივცეთ მას. და მას, ვინც ითხოვს, გაჭირვებული რომც არ იყოს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. გიხაროდეს, რომ მოწყალების გაღების საშუალება გაქვს. განა თავად კი ვიმსახურებთ ყველა იმ წყალობას, რასაც ღმერთი მოგვაგებს?! ვიღაც საცოდავი დახმარებას გთხოვს, მის მიმართ რაიმე ეჭვიც რომ გქონდას, დაეხმარე მას, რომ შემდეგ ამის გამო განსაცდელში არ ჩავარდე.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისთვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ რომ ვთქვათ, პირდაპირი ქურდისგან კაცი როგორმე დაიფარავს თავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისგან კი – ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს, პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ, ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან, თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, აღასრულო კიდეც.

 

скачать dle 11.3