კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაიხსნა... გამდიდრების საიდუმლო

 

პოპულარული ამერიკელი ბიზნესმწვრთნელი სტივ სიბოლდი, გაყიდვების სპეციალისტთა გაწვრთნაში სპეციალიზდება. მან გამოუშვა წიგნი, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა ქონებრივი ცენზის ადამიანთა ქმედებების ფსიქოლოგიურ განსხვავებებს. უფრო ზუსტად, მრავალწლიანი დაკვირვებების გამოცდილებამ მწვრთნელს საშუალება მისცა, გაერკვია, რით განსხვავდება მდიდარი ადამიანის აზროვნება იმ ინდივიდის აზროვნებისგან, რომელიც „ხელფასიდან ხელფასამდე“ ცხოვრობს.

„საშუალო სტატისტიკური ადამიანი ზომბირებულია თეზისით, რომ მდიდრები არიან ან იღბლიანები, ანდა ხელჭუჭყიანი, უპატიოსნო პერსონაჟები (ამიტომაც, მოსახლეობის დაბალ ფენებში გამდიდრებას ხშირად სასირცხვილოდ მიიჩნევენ). უზრუნველყოფილებმა კი იციან, რომ „სიმდიდრე ბედნიერების გარანტი არ არის, მაგრამ ცხოვრებას ამსუბუქებს და სასიამოვნოს ხდის“, – ეს არის ციტატა წიგნიდან „როგორ აზროვნებენ მდიდრები“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების აზროვნებაში ასეთია: „ღარიბები დარწმუნებულნი არიან, რომ თვითდაჯერებულობა – ეს ნაკლია. მდიდრები კი მიიჩნევენ, რომ ეს უპირატესობაა“.

„ღარიბები ჩაციკლულები არიან წარსულზე. მდიდრები ფიქრობენ მომავალზე“.

„ღარიბები გამოიმუშავებენ სიცოცხლისთვის, მუშაობენ რა ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ უყვართ. მდიდრები ბევრ ფულს შოულობენ, რადგან დიდხანს არიან დაკავებულნი საყვარელი საქმით“.

„ღარიბებს ეშინიათ გულის გატეხის, ამიტომ ყველაფრისთვის თამასას რაც შეიძლება ქვევით სწევენ. პოტენციურ მდიდარს კი ის განასხვავებს, რომ ყოველთვის უფრო მეტზე ფიქრობს“.

 „რომ გამდიდრდე, უნდა გააკეთო რაღაც განსაკუთრებული – ფიქრობენ ღარიბები. მდიდრები სხვანაირად ფიქრობენ: რომ გამდიდრდე, უნდა იყო განსაკუთრებული ადამიანი“.

„ღარიბები თავის შვილებს ასწავლიან იმას, თუ როგორ გადარჩნენ. მდიდრები კი თავის შვილებს ასწავლიან, თუ როგორ გახდნენ მდიდრები“.

„ღარიბები ფულის დაგროვებით არიან დაკავებულნი. მდიდრები კი – ფულის გამომუშავებით“.

სტივ სიბოლდმა სულ გამოყო 21 განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების აღზროვნებაში. თუ გავაკეთებთ ავტორის თეზისების პერიფრაზირებას, გავამახვილებთ რა ყურადღებას მდიდრების აზროვნების სპეციფიკაზე, პრაქტიკულად, „რჩევათა ნაკრებს“ მივიღებთ იმათთვის, ვინც არ კარგავს გამდიდრების იმედს.

 

скачать dle 11.3