კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცები და ქალები სამყაროს სხვადასხვანაირად ხედავენ

 

იმან, რაზეც დიდი ხანია, საუბრობდა კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი, ბოლოს და ბოლოს მეცნიერული დასაბუთება ჰპოვა: მამაკაცები და ქალები, სინამდვილეში, სხვადასხვანაირად ხედავენ. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ტვინი ფერებს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ამგვარად, თუ მამაკაცს და ქალს ვაჩვენებთ ნარინჯისფერს, მამაკაცი მას გაცილებით უფრო „წითლად“ დაინახავს, ვიდრე ქალი. ზუსტად ასევე, ბალახი კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლებს ეჩვენებათ უფრო „ყვითელი“, ვიდრე მას ქალები ხედავენ.

მაგრამ ფერის აღქმაში განსხვავება ამით არ მთავრდება. ძალზე საინტერესო შედეგები მიიღეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ექსპერიმენტებს აფეთქებებით ატარებენ. გამოსაცდელებს, რომელთაც ნორმალური ფერითი მხედველობა ჰქონდათ, გადახრების გარეშე, რაც უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება, აჩვენებდნენ სინათლის გაელვებას. შემდეგ კი სთხოვდნენ დაესახელებინათ დანახული ფერები. შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს ძალზე გაუჭირდათ გამოეყოთ მცირედი განსხვავება ყვითლის, მწვანისა და ლურჯის ელფერებს შორის.

ეს თვისება, პრინციპში, არაფერზე არ მოქმედებს, მაგრამ, მაგალითად, კედლებისთვის საღებავის არჩევა უკეთესია, ქალებს მივანდოთ.

როგორც ერთ-ერთი მთავარი  მკვლევარი, პროფესორი იზრაელ აბრამოვი აზუსტებს, სქესთა შორის ფერადი მხედველობის სხვადასხვაობა, არ შეიძლება, აიხსნას თვალების აგებულების განსხვავებით. ამგვარად, როგორც ჩანს, პასუხი აიხსნება იმით, თუ მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის ზემოქმედებით, როგორ აღიქვამს და ამუშავებს თვალებისგან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინი.

სხვათა შორის, ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ძლიერთაგან არა მარტო უკეთესი დეტალური მხედველობით, არამედ უკეთესი სმენითაც განირჩევიან და სუნსა და გემოსაც უფრო ფაქიზად აღიქვამენ და გრძნობენ.

მაგრამ არის ისეთი მხარეები, სადაც მამაკაცები ლიდერობენ. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო უკეთ აღმოაჩენენ მოძრავი ობიექტის პატარა დეტალებს. თავიდანვე, ეს თვისება დაეხმარა ჩვენს წინაპრებს, გამხდარიყვნენ კარგი მონადირეები.

 

скачать dle 11.3