კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში პირველი რობოტიზებული ბორდელი გაიხსნება

 

ამსტერდამის ხელისუფლება გეგმავს ქალაქში მსოფლიოში პირველი რობოტიზებული ბორდელი გახსნას, რომელიც რობოტი-მეძავებით – „პროსტიბოტებით“ დაკომპლექტდება.

ამბიციური პროექტი, რომელსაც „102“ დაარქვეს (ნიდერლანდების განთქმული ქალაქის ისტორიული ცენტრის საფოსტო ინდექსის მიხედვით), გულისხმობს ქალაქის ისტორიული ცენტრის რადიკალურ გარდაქმნას. ვიტრინების სანაცვლოდ, საიდანაც დაღლილი, დასავლეთ ევროპელი ემიგრანტი ქალები იმზირებიან, გაჩნდება ციფრული საროსკიპო სახლების ზეთანამედროვე ვიტრინები. თუმცა, პირველ პერიოდში მსგავსი გართობის ღირებულება საკმაოდ ძვირი იქნება, რადგან თვით ანდროიდები ძალზე ძვირია.

ამ „ბეზატკაზნ გოგონებს“ დღე-ღამეში 24 საათს შეუძლიათ იმუშაონ და კოლოსალურ დატვირთვას გაუძლონ – მათი ჩონჩხი ზემტკიცე ტიტანის შენადნობებისგან არის დამზადებული, ხოლო კანი, კუნთები – ჰიპოალერგენული ელასტიკური სილიკონისგან, რომელიც მათ გარეგნობას იმდენად წუნდაუდებელს ხდის, რომ ლამაზმანები ადვილად შეიძლება, აგვერიოს ფოტომოდელებში. ადამიანთან უფრო მეტი მსგავსებისთვის, ამას ემატება აბსოლუტურად ნატურალური თმა და საუბრის უნარი. პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის ასეთი რობოტი თითქმის განურჩეველი იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისგან.

„პროსტიბოტები“ ამსტერდამის მერის, ბერხარდ ვან დე ლაანის მთავარი იმედია. მან რობოტების საშუალებით იპოვა კრიზისიდან გამოსავალი, რომელშიც ქალაქი ჰოლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად ჩაეფლო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქში ყავაშოპი – საყავეები უნდა დაიხუროს, სადაც ნებისმიერს მარიხუანას თავისუფლად მოწევა შეეძლო. ყავაშოპების დახურვამ ქვეყნის დედაქალაქში ტურისტების სერიოზული შემცირება გამოიწვია. არ არიან ტურისტები, მაშინ არ არიან კლიენტები წითელი ლამპიონების კვარტლის ბორდელებშიც. რადგან იხურება ყავაშოპები და ბორდელები – ცარიელდება მუზეუმები, რესტორნები და ძვირფასი მაღაზიები.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სექს-რობოტებში არაფერია ცუდი, რადგან ისინი შეძლებენ დაეხმარონ ბევრ ადამიანს, სიამოვნება მიიღონ სქესობრივი ცხოვრებიდან. ონლაინ-გამოკითხვის შედეგების თანახმად, ინტერნეტმომხმარებელთა 68 პროცენტმა გამოთქვა სურვილი, ჰქონდეთ მსგავსი ადამიანი-რობოტი.

 

скачать dle 11.3