კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა რაოდენობის საჩუქრების მიღების უფლება აქვს საჯარო პირს, საჯარო მოსამსახურეს კალენდარული წლის განმავლობაში? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15 პროცენტს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5 პროცენტს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო, ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ მსჯავრდებული პირი დროებით, თავდებობით იქნეს გამოშვებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და თუ განხორციელებულა ვინმეს მიმართ მსგავსი რამ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირად თავდებობას ითვალისწინებს საქართველოს „პატიმრობის კოდექსი”. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი, იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი. აღსანიშნავია, რომ პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე, მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უფლება არ აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. იმ შემთხვევაში კი, თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა, არანაკლებ 10 000 ლარისა. რაც შეეხება გამოყენების პრაქტიკას, კანონით დაშვებული, შესაძლებელია, პრაქტიკულადაც განხორციელდეს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ რამდენია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და რა ტერიტორიული პრინციპით ხდება მათ მიერ საქმეთა განხილვა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქ თბილისის, თვითმმართველი ქალაქების – რუსთავის, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა; დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქების – ქუთაისის, ზუგდიდის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა; არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რა ფუნქციებს ასრულებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო და რა სახის გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მას? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის: სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ; სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ. საბჭოს შეუძლია გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა უფლებამოსილება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებს, განიხილონ სამუდამო პატიმრობით მსჯავრდებულთა საქმეები და მიიღონ გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების შესახებ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების კომპეტენცია ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბჭო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განიხილოს ამ კატეგორიის პირთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები საერთო წესით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ შეძლოს კერძო აღმასრულებლად დარეგისტრირება და მისი უფლებამოსილების განხორციელება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება; ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. ამასთან, აუცილებელია, ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, შეუზღუდავად შექმნას პოლიტიკური პარტია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. აკრძალულია მხოლოდ ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. 

 

скачать dle 11.3