კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაგრულ-აღზევებული

 

ანუ, წინ – წყალი,

უკან – მეწყერი

 

მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ არცთუ ნათელი დღეები უთენდება (სემეკმა კომპანია GWP აგერ უკვე მეორედ დააჯარიმა, სულ ბოლოს – მთელი 45 000 ლარით და იმ მოტივით, რად მიჩაგრავ აბონენტებსო), შავი დედლებივით გაკეთდნენ „თელასელები“ და ამ საქმეში არც უსემეკობაა.

კერძოდ, იმ მეწარმეებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას იჯარით აღებულ ფართებში ეწევიან, ამ გაქანებული არჩევნების წინ, „თელასისგან“ უჩვეულო ქვითარი მიიღეს. სახელდობრ, ამ ახლებურ ქვითარზე დამატებულია ახალი გრაფა: „დეპოზიტი“, რა თქმა უნდა, იმ გრაფის პარალელურად, რომელზეც ამა თუ იმ მეწარმის მიერ იმ თვეში გახარჯული ელექტროენერგიის საფასური და ოდენობაა მითითებული.

„დეპოზიტზე“ თითქმის იმის ნახევარი თანხაა დარიცხული, რასაც მეწარმეები ყოველთვიურად იხდიან მოხმარებული ელენერგიისთვის (ამ თანხის ოდენობა კი 100 ლარიდან იწყება, შესაძლოა, სამნულიან ციფრებამდეც ავიდეს და, ადის კიდეც).

მეწარმეთა ნაწილმა „დეპოზიტს“ სრული იგნორირება გაუკეთა (გულუბრყვილოდ იფიქრეს, რომ „თელასი“ შეცდა და მხოლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადეს), თუმცა, როდესაც ელექტროენერგია ჩაუჭრეს, გულუბრყვილობა გაუქრათ და „თელასს“ განმარტებისთვის მიაკითხეს. მაგრამ, „თელასელებმა“ გულუბრყვილო ურწმუნოებს „სემეკის“ დადგენილება ააფარეს და ზედაც განუმარტეს, რომ „დეპოზიტად“ მითითებული თანხა აუცილებლად უნდა გადაიხადონ, ოღონდ, დააიმედეს, რომ, როდესაც იჯარის ვადა გაუვათ, უკან დაუბრუნებენ.

ბუნებრივია, დამატებითი განმარტებებით, თუ რატომ უნდა დადონ მოიჯარე მეწარმეებმა თანხა დეპოზიტად „თელასის“ ანგარიშზე, თავი აღარავის შეუწუხებია (რაც, თუ მოიჯარეების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ფრიად სოლიდური თანხა გამოდის, რომლის განკარგვაც „თელასს“, სავარაუდოდ, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია). ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიას შეწონილი ტარიფი (დღგ-ის გარეშე) 4,5 თეთრია, „თელასი“ კი 17 თეთრს გვახდევინებს, ვფიქრობ, არც ის არის გამორიცხული, სულ მალე მეწარმეებს წელიწადში 80-80 ნარჩევი ქალ-ვაჟის მიგვრაც დაავალდებულონ! 

 

 

скачать dle 11.3