კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ქაჯობის გამქაჩავები

„სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ“

 

რაბათის ციხე (მეტიც, გამუსლიმანებული ჯაყელების სამყოფელი მთლიანად) არათუ თავიდან ავიშენეთ, „ბოლივუდელებიც“ დავაინტერესეთ (რა თქმა უნდა, რაბათის გადასაღებ მოედნად გამოყენებისთვის), თუმცა, კვლავ არ ვიცით, რა კავშირი აქვს ამ ყოველივეს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენასთან (ან კი საიდან გვეცოდინება, როდესაც ქართული სახელმწიფო აპარატი, ზედაც, ქართული სასამართლო, ცივ ნიავს არ აკარებს საქართველო-თურქეთს შორის იმ ხელშეკრულებას, რომლითაც მეჩეთეკლესიების ბედ-იღბალი წყდება).

ჰოდა, რაკი არ აკარებს, შეკითხვებიც ჩნდება და მათზე სავარაუდო პასუხებიც (ანუ, სრული თავისუფლება ფანტაზიას!). ასეა თუ ისე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იშხანისა და ოშკის რესტავრაცია, სავარაუდოდ, არა მხოლოდ თურქი არქიტექტორების პროექტით, მათივე ხელით ჩატარდება.

უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კომპანია „ანფორას“ იშხანის ტაძრის სარესტავრაციო პროექტი მოუმზადებია, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაუტარებია. რაც მთავარია, ამისთვის საჭირო თანხების გაღებასაც თურქული სახელმწიფო გეგმავს.

ქართველი სპეციალისტები მოვლენებს შორიდან აკვირდებიან (იმიტომ, რომ ახლოს არ უშვებენ) და თავსაც იმით ვიმშვიდებთ, რომ თურქ სპეციალისტებს ქართველებთან თანამშრომლობის სურვილი გამოუთქვამთ (როგორი პატივია?!).

რაკი საინფორმაციო შიმშილია, ჩვენ არ ვიცით, რა სახით აღდგება იშხანი და ოშკი, თუმცა, ზუსტად ვიცით (უკვე ვნახეთ), როგორ აღდგა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ბერძენი თითქოს მხატვრის მიერ, შოთა რუსთაველის მავანთა მიერ გადაფხეკილი ფრესკა. შესაბამისად, ვითარება ჯერჯერობით ასეთია: თურქები ოშკსა და იშხანს აღადგენენ, შოთა რუსთაველის ერთადერთი ფრესკა ბერძნებმა უკვე „აღგვიდგინეს“, აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: „ჩვენ რა როლი გვაკისრია?“, რომლის პასუხის პათოსიც ნოდარ დუმბაძისეულია: ქაჯების როლი მაინც შევასრულოთ! თუმცა, თუ ქაჯების რუსთველისეულ აღწერას გავიხსენებთ, ვფიქრობ, ესეც გაჭირდება.

 

скачать dle 11.3