კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაწუნებული

„მე სახელებს შევიცვლი მხოლოდ, მე თემურ ლენგი, კოჭლი თემური“ 

 

იმას, რომ არქეოლოგიური აღმოჩენა აღმოჩენას მოსდევს, მხოლოდ გადათხრილი დედაქალაქიც ადასტურებს. მეორე მხრივ, უყურადღებოდ არც ისტორიული ძეგლებია მიშვებული (თუმცა, ისიცაა, შიგადაშიგ ისეთი ხარისხის ყურადღებაა, რომ, ისტორიული ძეგლისგან ისტორიული ლამის აღარაფერი დარჩეს).

ასეა თუ ისე, თელავში რესტავრაცია ერეკლე მეორის სასახლესაც შეეხო, თუმცა, ამ დიად პროცესს უკვე შეეწირა წმიდა ნინოს სახელობის სასწავლებლის ისტორიული შენობა (მოტივით: ამორტიზებული იყოო), ხოლო, სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, თვით ერეკლე მეორის ერთსარულიან სასახლეს (სასახლეს ვამბობთ, თორემ, რეალურად, სახლია) მეორე სართულს დაადგამენ (როგორც ჩანს, არ აკმაყოფილებთ მეფის ღარიბული სადგომი, თუმცა, თუ იმ პერიოდის ქართლ-კახეთის მდგომარეობას გავიხსენებთ, საწუხარი ის იქნებოდა, ერეკლეს რომ სრა-სასახლე ჰქონოდა).

უფრო მეტიც, თითქოს აწ უკვე ორსართულიანი „სასახლის“ გვერდით (სულ რაღაც 20-ოდ მეტრში) ყაჯართა ტომების ნაგებობაც უნდა აღიმართოს (ყაჯარები თურქული მოდგმის ირანში მოსახლე ტომია, რომელთა დინასტიასაც აღა მაჰმად ხანმა დაუდო საფუძველი და რომელსაც შეეწირა კიდეც ერეკლე მეორე).

რაკი დაზუსტებული ინფორმაცია უცნობია (მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტრო მაინცდამაინც თავს არ იკლავს საკუთარი გადაწყვეტილებების მოსახლეობასთან შეთანხმებით), შესაძლოა, ისტორია მართლაც დამახინჯდეს. ხოლო, თუკი გეზი წარსულის გადასხვაფერებისკენ აგვიღია, ვგონებ, დროა, ადგილი კოჭლი თემურის ძეგლის დასადგმელადაც შეგვერჩია! 

 

скачать dle 11.3