კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვერვალებდალაშქრულები

ანუ, ბარაქალა ცივილიზაციას!

 

მართალია, მთელი ცივილიზებული სამყარო ირანის ბირთვული პროგრამითაა შეწუხებული და საქმე იქამდეც კი მიდის, რომ, შესაძლოა, კიდევ ერთი ცხელი წერტილიც დააჩნდეს ამ ჩვენს ისედაც ნახევრად ალმოდებულ დედამიწას, თუმცა, ჩვენ და ირანს ლამის ისეთი ურთიერთობა დაგვიმყარდეს, ხელიც არ ამოვისვათ, თვით თვალებშიც რომ ჩაგვიცვივდნენ.

ჰოდა, რაკი ასეა, საქართველოში ირანის საელჩომ გვაცნობა, რომ სულ ახლახან ჩვენს სამშობლოში ისპაჰანის ქალაქ მობარექეს მეტალურგიული კომპლექსის ალპინისტთა 21-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.

საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება გვამცნობს, რომ ზემოხსენებულ ჯგუფს ყაზბეგის მწვერვალი დაულაშქრავს. უფრო მეტიც, საელჩო გვარწმუნებს, რომ „უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მწვერვალები მრავალ ირანელ ალპინისტს იზიდავს.“

ჰოდა, რაკი იზიდავს, მიზიდულობის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მწვერვალები უკვე დაუპყრიათ: ილამის, ისპაჰანის, ფავეს, ქორდესტანის, მაზანდარანის მოყვარულ და თვით პროფესიონალ ალპინისტთა ჯგუფებს; მათ შორის, ქალაქ ხომეინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ალპინისტ ქალთა და ქალაქ ბაღერშაჰრის მთამსვლელთა კლუბის წარმომადგენლებსაც.

თუკი გავიხსენებთ, რომ სპორტი აახლოებს, ეს კონკრეტული დაპყრობა მთლად ურიგოც არ უნდა იყოს, ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ერთ დროს სულ სხვაგვარადაც გვიპყრობდნენ, ჭეშმარიტად ბარაქალა ცივილიზაციას, რომ მხოლოდ მწვერვალებზე გალაშქრება გვაკმარეს.

 

скачать dle 11.3