კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ არის საშიში აგრესიულ ხალხთან ურთიერთობა და როგორ სწოვენ ახლობლებს სასიცოცხლო ენერგიებს წუწუნა ადამიანები

დედამიწაზე იდეალური და აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია და ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები გააჩნია. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა. კერძოდ, ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება და, ამ დროს, არ არის გამორიცხული, ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ გაუჩნდეს პრობლემები.
ყველა ადამიანი, ძირითადად, კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰყოფნის ასეთი გზით მიღებული ენერგია და ვერც ბუნებისგან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას და შესაძლოა, ეს მსხვერპლი, ანუ, ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც კი აღმოჩნდეს. გირჩევთ, ყურადღებით იყოთ ამ მხრივ, რადგან, თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, არამედ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.
სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.
ბუნებაში ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს: მზის და მთვარის. მთვარის ტიპი, რომელიც არ არის აგრესიული, ნაკლებად საშიშია; მზის ტიპი კი, საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც კი შესამჩნევია.
მზის ტიპის ენერგოვამპირი ხშირად აგზნებულია, არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს. არ ითვალისწინებს სხვების რჩევებსა და აზრებს. მისთვის დარიგების მიცემა წყლის ნაყვაა. არის ეგოისტი, მაგრამ, ამავდროულად, კარგი ორატორი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი, საკუთარი მეტყველების წყალობით, ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული, ამ სტიქიის გავლენა კი მკვეთრად შეიგრძნობა მათში.
მთვარის ტიპის ენერგოვამპირი, მზის ტიპის ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავდება. ის სულ უკმაყოფილოა, ცხოვრებაზე გულაცრუებულია, გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად საუბრობს თავის პრობლემებზე, უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, ის თავისი მონოტონურობით აცლის „მსხვერპლს“ ენერგიას, თავად კი ამ ენერგიით იკვებება.
თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია „გამოქაჩოს,” რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თუ იმ მომენტში ფიზიკურად ვერ გაეცლებით,  მოახდინეთ მისი იგნორირება: არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მისი სიტყვები; ან, პირიქით, შეტევაზე გადადით: სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით – არ მისცეთ საუბრის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ; თუ ამანაც არ გაჭრა, რამე მოიმიზეზეთ და სასწრაფოდ გაეცალეთ – ეს თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

скачать dle 11.3